გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
მადლობა ბიჭებო! მადლობა, ჯიგრისთვის, თავდადებისთვის, ჩვენი გახარებისთვის, კიდევ მადლობა! თამაშებს ფაქტიურად არ ვტოვებ, რომ არ უყურო, მაგრამ ასეთი ჯიგრიანი თამაში ჩვენების, მართლა არ მინახავს. მადლობა!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
10 ივლისი 2022 22:09
3
წლების წინ რუმინეთთან მოგება სასწაული და აუწერელი სიხარული იყო,ახლა რა დღეში გვყავს!!!გეყურებათ იტალიელებო?:)):))ეს ერთი და სხვა მრავალი!მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და სტადიონზე მყოფ მაყურებელს ზღაპრული ქომაგობისთვის!
gurulo
10 ივლისი 2022 22:09
0
საქართველოოსსს გააუმააარრრრრრ???!!!!!
ქართველი
10 ივლისი 2022 22:09
0
ვახტანგ, სენი წილიმე, სეგვარგე ზეიმი და სიხარული! რა დროს, სსსსსსსს-ებზეა ლაპარაკი?
zauri
11 ივლისი 2022 10:40
0
მე ვიყავი, ვინც ქართველს გამოეხმაურა და შევუერთდი შეძახილში, /საქართველოს გაუმარჯოსთქო/. წავიკითხე შენი კომენტარი და სიმართლე გითხრა, თავი და ბოლო ვერ გავიგე, ასე რამ გაგამწარა! საერთოდ არც გამიფიქრებია, ვინმე დამემციროს, ისიც ასეთ სასიხარულო დღეს! გეტყობა მარცხენა ფეხზე ხარ გაღვიძებული და ამიტომ ხარ შარზე! წადი ცივი წყალი შეისხი, გამოფხიზლდი და ცოტა გონზეც, რომ მოხვიდე შენთვისვე უკეთესი იქნება! ჩასაფრებას და ჩაკირკიტებას, თუ ვინ რას წერს შეეშვი, არ არის ეგ კაცის საქმე! ბონუსად: ერთი დისლაიქი, საჩუქრად ჩემგან!
vaxtangis.
11 ივლისი 2022 08:32
0
ყველა გამოხმაურება
როგორ მიყვარს გაერთიანებული ქართველი ხალხი..მხოლოდ სპორტი ახერხებს სამწუხაროდ ამას.. გილოცავ ჩემო სამშობლო..
ქართველი
10 ივლისი 2022 22:09
0
გილოცავთ, ამდენი ჯარიმების გაფუჭების მაგივრად ლელოზე გვეთამაშა რამდენი ლელოს შანსი გავუშვით ხელიდან, თან დროსაც ხომ მეტს იგებ არა ?
rugby
10 ივლისი 2022 22:07
32
სხვაგან მოხვდი ძმაო , გაიარე :D
sonigi
10 ივლისი 2022 22:36
5
აი გმირები და ნამდვილი კაცები. დიდი მადლობა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
irakli
10 ივლისი 2022 22:04
0
გილოცავთ, დაუჯერებელი შეძლეს ბიჭებმა.
ანდრი
10 ივლისი 2022 22:04
2
ყველამ დაგლიჯა, მადლობა ჟილკიან კაცებს, მადლობა მაისაშვილს, აი თამაში ეს იყო, ესე გააგრძელეთ და კიდევ უფრო უკეთესად, ტემპმა და შემართებამ გამაგიჟა, მოკლედ აშენდი ქართულო გენო.............
მადლობა ბიჭებს...............
10 ივლისი 2022 22:04
0
ეს ერთი და სხვა მრავალი! უდიდესი წარმატებები საქართველოს მომავალშიც და დიდი მადლობა ამ სიხარულისათვის...
ვახო...
10 ივლისი 2022 22:03
0
აიიიი ამიისი ეშინოდა იტალიას , ამიტომაც არ უნდოდა სტუმრად თამაშიიი !!! ბრავოოო გულშემატკივარს , მადლობა ყველა ქართველ მორაგბეს , და ყველას ვინც დღეს ქართველების ერთიანობის ძალა აჩვენა მთელ სამყაროს . ასეა როცა ერთ მიზანზეა ყველა მიმართული , იმ ძალის გაჩერება წარმოედგენელია , კალათბურთის სტიმული და ენერგია გაგრძელდაა . გილოცავთ ყველას .
ATP 16
10 ივლისი 2022 22:02
2

სიახლეები პოპულარული