„ლობუში“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეა და აქამდე მასთან 23-ჯერ გვითამაშია (10-ჯერ შინ, 12-ჯერ სტუმრად და ერთხელ ნეიტრალურ მოედანზე). მომავალ მეტოქესთან 16 გამარჯვება გვაქვს, 3-ჯერ ფრედ ვეთამაშეთ, 4-ჯერ კი პორტუგალიელებმა იმარჯვეს, ოღონდ ეს ურთიერთშეხვედრების დასაწყისში ხდებოდა, ბოლოს 2005 წელს.
მას შემდეგ ამ გუნდთან 16-მატჩიანი წაუგებელი სერია მოგვიგროვდა, თუმცა ამ 16 შეხვედრიდან სამი ფრედ დასრულდა, ბოლოს ამა წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ თამაშში (25:25). მაშინ კოვიდ-პანდემიამ ჩვენს გუნდს
ბოლო წლებში პორტუგალიური რაგბი განვითარდა, რაზეც გასულ წლებში მათი ახალგაზრდული გუნდების შედეგებიც მეტყველებს. წელს ზაფხულში პორტუგალიამ უკვე ჩაატარა ორი შეხვედრა. პირველ მატჩში „ლობუში“ იტალიას ბოლო წუთამდე ამარცხებდა, თუმცა 76-ე და გაწითლებულ დროზე ლელოები გაუშვა და 31:38 დამარცხდა. პორტუგალია მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინა XV-საც ამარცხებდა (32:21), მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 35:52.
მსოფლიო თასიდან ესპანეთის მოკვეთის შემდეგ, პორტუგალიამ საფრანგეთის საგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნა. ამისათვის ის დასკვნით, საკონტინენტთაშორისო შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს და წარმატების შემთხვევაში გ ჯგუფში უელსთად, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და საქართველოსთან მოხვდება.
Rugby.ge