რაგბი ევროპის ჩემპიონატი - ახალი მონაწილეებით და ახალი ფორმატით

AutoSharing Option
ბელგია, პოლონეთი და გერმანია 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებენ. წელს ტურნირიდან არავინ გავარდნილა, შედეგად, გაისად ის 6-ის ნაცვლად 8-გუნდიანი იქნება.

2022 წლის რაგბი ევროპის ალაფაზე ბელგიამ პირველი ადგილი დაიკავა, პოლონეთი კი მეორე იყო. რადგან რუსეთი დისკვალიფიცირებულია, უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მესამე ადგილზე გასულმა გერმანიამაც მიიღო.

ამრიგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომავალ გათამაშებაში საქართველო, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, პოლონეთი და გერმანია ითამაშებენ.

ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
პოლონეთტან და ამ დონის გუნდებთან უნდა ვთამაშობდეთ იტალიის დამარცხების შემდე, დაგვცინიან
ალეკსანდრე
19:48 27-07-2022
1
შესაძლოა ეს ტესტირება იყოს 6 ერისთვის, რომ ამავე ფორმატში ჩაატარონ- ბოლო ადგილზე გასული გამოვარდეს. მხოლოდ საქართველო რომ მიიღონ, სავარაუდოდ იტალია გამოვარდება. ახლა კი გზას ეძებს რაგბი-ევროპა, ბობოლებს დააჯეროს საქართველოს და ესპანეთისან პორტუგალიის დამატებით 6 ერი კომერციულად არ წააგებს. მანამდე დიდი გზაა, მაგრამ ცვლილებების დაწყებით ქვემოდან ზემოთ რამე შეიცვალოს ჩვენ ამ დაბალდონიანებთან თამაშთან(რომლებსაც სამნიშნა ანგარიშით მოვიგებთ) პარარელულად ტიერ 1 გუნდებთან წლიურად 5-6 მატჩი მოვითხოვოთ (თუ ჩვენ ვკადრულობთ ჭ კლასელებთან თამაშს იკადრონ მათაც თორემ დაემსგავსა 6 ერი ,,კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტს"
ლევანი
23:48 27-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული