მაისაშვილი: ნაკრებში თამაშს ვერავის ვაიძულებთ - ვეცდებით სტერეოტიპი დავანგრიოთ

AutoSharing Option
„იტალიასთან გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრის მოლოდინი თუ გაიზარდა, ჩვენც დიდი მოლოდინი გვაქვს გულშემატკივრისგან და იმედი გვაქვს ხვალ სტადიონი სავსე იქნება. თუ სტადიონი არ გაივსო, გამოდის რომ გულშემატკივრის მოლოდინი არც ისე დიდი ყოფილა. არის 10 და 20 ლარიანი ბილეთები და იმედია მინიმუმ ეს ადგილები ბოლომდე შეივსება“ – განაცხადა ურუგვაისთან გასამართ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

საქართველო ურუვაის ხვალ, 6 ნოემბერს „დინამო არენაზე“ 18 საათზე მასპინძლობს. "ბორჯღალოსნებმა" დღეს კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ტრადიციული, წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა
და შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: „გვაქვს ტრავმები, რაც თანმდევი პროცესია და ამის გამო შემადგენლობაში გარკვეული როტაცია მოგვიწია. რამდენიმე მოთამაშის საქმეში ხილვა თავადაც გვსურდა. პირველ თამაშზე ხშირად გვაქვს ხოლმე შეთამაშების პრობლემა. ვეცდებით ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ და მაყურებელს ის თამაში ვაჩვენოთ, რისთვისაც ვემზადებით“.

„ბექა გიგაშვილი დღე-დღეზე ბავშვს ელოდება და ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა. ტრავმა აქვს ჯაფარიძეს. გიორგი მელიქიძე წინა პერიოდში ორჯერ გამოვიძახეთ და ჩემდა სამწუხაროდ ორივეჯერ უარი გვითხრა ჩამოსვლაზე. პირველ შემთხვევაში მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა და ეს ჩემთვის გასაგები იყო, მეორე ჯერზე კი მიზეზი ვერ გავიგე, საქართველოს ნაკრები კი ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება ვინმეს თამაში ვაიძულოთ“.

„არსებული რესურსიდან გამომდინარე ურუგვაისთან თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვიწყებთ. ჩვენთვის სამივე თამაში მნიშვნელოვანია. ნოემბრის კალენდარი და მეტოქეები ძალიან ჰგავს 2023 წლის მსოფლიო თასის მოცემულობას. თუმცა ამ ეტაპზე არც მწვრთნელები და არც მოთამაშეები არ ვფიქრობთ სამოასა და უელსთან მატჩზე და სრულად ვართ კონცენტრირებული ურუგვაიზე“.

ხვალინდელი თამაში განსაკუთრებულია მერაბ შარიქაძესთვის. ის "ბორჯღალოსნებს" მე-40-ედ უკაპიტნებს და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდება:

„მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ, რაშიც დიდი როლი ითამაშა განახლებულმა ბაზამ, შეცვლილმა მოედნის საფარმა და გაუმჯობესებულმა პირობებმა“.

„ამაყი ვარ იმით, რომ ბორჯღალოსნებს მე-40-ე მატჩში ვუკაპიტნებ. ცოტა არ მჯერა კიდეც, თუმცა რამდენი ციფრიც ემატება ჩემს კაპიტნობას, იმდენად იზრდება ჩემი პასუხისმგებლობაც. იმედი მაქვს ამ პასუხისმგებლობას თავს ბოლომდე გავართმევ“.

„ურუგვაიზე 2019 წლის თამაშით ნუ ვიმსჯელებთ. მაშინ მათ ფიჯისთან მოგების შემდეგ სულ 4 დღე ჰქონდათ აღდგენისთვის, რაც ძალიან მცირე დროა და თანაც არც შემადგენლობაში განუხორციელებიათ როტაცია. ეს არის გუნდი, რომელმაც ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, სხვანაირად ფიჯის ვერ მოუგებდა. გარდა ამისა თამაშობენ ფანტასტიურ ჩემპიონატს ამერიკის სუპერთასს, რომელშიც "შავი ლომიც" მიიღებს მონაწილეობას. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული თამაშისთვის ვემზადებით“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
ლევან მაისაშვილი ყველას გიპასუხებთ შედეგით.... წარმატებები მაისაშვილს.. ყველაზე კარგ და ლამაზ რაგბს ახლა თამაშობს ნაკრები!!! ჩასაფრებულებმა კარგად უყურეთ!!!!!!!
ზაალი
16:37 06-11-2022
4
ასეთი გამართული რაგბი არ მახსენდება ეხლა რომ თამაშობს საქართველო, ჰეიგის გუნდს გაცილებით ჯობია, შეიძლება ტოპ კლასის მწვრთნელი არ არის მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგი დადო და თამაშიც ძალისმიერზე აღარ არის აწყობილი, თან პანდემიამაც თავისი კვალი დაატყო. რატომ არ უნდა დავაცადოთ ვერ ვხვდები, ჰეიგმა ბოლო4 წელი ფაქტიურად ჩააგდო და ხმას ვერ სცემდნენ (თან კაიფულსაც წაიღებდა). აცადეთ რა, რას დაესიეთ ჩასაფრებულებივით, იქნებ ქართველი უფრო გამოდგეს
rigiti
15:28 06-11-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული