მაისაშვილი: ნაკრებში თამაშს ვერავის ვაიძულებთ - ვეცდებით სტერეოტიპი დავანგრიოთ

AutoSharing Option
„იტალიასთან გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრის მოლოდინი თუ გაიზარდა, ჩვენც დიდი მოლოდინი გვაქვს გულშემატკივრისგან და იმედი გვაქვს ხვალ სტადიონი სავსე იქნება. თუ სტადიონი არ გაივსო, გამოდის რომ გულშემატკივრის მოლოდინი არც ისე დიდი ყოფილა. არის 10 და 20 ლარიანი ბილეთები და იმედია მინიმუმ ეს ადგილები ბოლომდე შეივსება“ – განაცხადა ურუგვაისთან გასამართ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

საქართველო ურუვაის ხვალ, 6 ნოემბერს „დინამო არენაზე“ 18 საათზე მასპინძლობს. "ბორჯღალოსნებმა" დღეს კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ტრადიციული, წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა
და შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: „გვაქვს ტრავმები, რაც თანმდევი პროცესია და ამის გამო შემადგენლობაში გარკვეული როტაცია მოგვიწია. რამდენიმე მოთამაშის საქმეში ხილვა თავადაც გვსურდა. პირველ თამაშზე ხშირად გვაქვს ხოლმე შეთამაშების პრობლემა. ვეცდებით ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ და მაყურებელს ის თამაში ვაჩვენოთ, რისთვისაც ვემზადებით“.

„ბექა გიგაშვილი დღე-დღეზე ბავშვს ელოდება და ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა. ტრავმა აქვს ჯაფარიძეს. გიორგი მელიქიძე წინა პერიოდში ორჯერ გამოვიძახეთ და ჩემდა სამწუხაროდ ორივეჯერ უარი გვითხრა ჩამოსვლაზე. პირველ შემთხვევაში მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა და ეს ჩემთვის გასაგები იყო, მეორე ჯერზე კი მიზეზი ვერ გავიგე, საქართველოს ნაკრები კი ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება ვინმეს თამაში ვაიძულოთ“.

„არსებული რესურსიდან გამომდინარე ურუგვაისთან თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვიწყებთ. ჩვენთვის სამივე თამაში მნიშვნელოვანია. ნოემბრის კალენდარი და მეტოქეები ძალიან ჰგავს 2023 წლის მსოფლიო თასის მოცემულობას. თუმცა ამ ეტაპზე არც მწვრთნელები და არც მოთამაშეები არ ვფიქრობთ სამოასა და უელსთან მატჩზე და სრულად ვართ კონცენტრირებული ურუგვაიზე“.

ხვალინდელი თამაში განსაკუთრებულია მერაბ შარიქაძესთვის. ის "ბორჯღალოსნებს" მე-40-ედ უკაპიტნებს და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდება:

„მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ, რაშიც დიდი როლი ითამაშა განახლებულმა ბაზამ, შეცვლილმა მოედნის საფარმა და გაუმჯობესებულმა პირობებმა“.

„ამაყი ვარ იმით, რომ ბორჯღალოსნებს მე-40-ე მატჩში ვუკაპიტნებ. ცოტა არ მჯერა კიდეც, თუმცა რამდენი ციფრიც ემატება ჩემს კაპიტნობას, იმდენად იზრდება ჩემი პასუხისმგებლობაც. იმედი მაქვს ამ პასუხისმგებლობას თავს ბოლომდე გავართმევ“.

„ურუგვაიზე 2019 წლის თამაშით ნუ ვიმსჯელებთ. მაშინ მათ ფიჯისთან მოგების შემდეგ სულ 4 დღე ჰქონდათ აღდგენისთვის, რაც ძალიან მცირე დროა და თანაც არც შემადგენლობაში განუხორციელებიათ როტაცია. ეს არის გუნდი, რომელმაც ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, სხვანაირად ფიჯის ვერ მოუგებდა. გარდა ამისა თამაშობენ ფანტასტიურ ჩემპიონატს ამერიკის სუპერთასს, რომელშიც "შავი ლომიც" მიიღებს მონაწილეობას. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული თამაშისთვის ვემზადებით“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემო ლევან… დიდი იმედი მაქვს ტოპ-14-ის ბიჭების ხარჯზე ჩვენი ნაკრები თანამედროვე რაგბს ითამაშებს, თორემ შავი ლომის თამაშების შემხედვარე შენი, როგორც მთავარი მწვრთნელის პროგრესს ვერ ვხედავ!!!
პაატა
06 ნოემბერი 2022 00:23
10
მაისაშვილს ნელ-ნელა ყველა გაექცევა. მწვრთნელად რომ არ ვარგა ვიცით, მაგრამ ურთიერთობებშიც ჭაკადაა. წადი ლევან, წააააადიიიიიი!!!
გიორგი
06 ნოემბერი 2022 02:24
16
რაც არ უნდა იძახოთ არ ვარგაო, გადახედეთ შედეგს.. აკრიტიკეთ და ყველას გიპასუხებთ შედეგით.. თუ არ გაგიხარდებათ ნახვამდის...!!!
ზაალი
06 ნოემბერი 2022 16:35
3
ისე მეც ეგ უნდა მეთქვა --რა შუაშია ბავშვს რომ ელოდება ? მართლა თვითონ ხომ არ აჩენს ? კარგ ამბავს ელოდება და პირიქით უფრო უნდა ეთამაშა მაგარ ხასიათზე და დიდი შემართებით ! მაგალითად თავის დროზე ვიტალი დარასელიაც ელოდებოდა ბავშვს მაგრამ მაინც წავიდა გუნდთან ერთად ნეაპოლში და ითამაშა ნაპოლისთან გოლიც გაიტანა და შვილს თავისი სახელიც დაარქვა !(რატომ დაარქვა ყველამ იცის ის ისტორია)
zura222
06 ნოემბერი 2022 00:21
6
ბავშვი არაფერ შუაშია. მაისაშვილის გუნდში თამაში აღარავის უნდა.
გიორგი
06 ნოემბერი 2022 02:26
11
დარასელიას დროს,სახელმწიფოს სულ ფეხებზე ეკიდა კონკრეტული პიროვნება.ვიტალიც მთლიანად დამოკიდებული იყო სახელმწიფოზე და თუ არ დაემორჩილებოდა,შეეძლოთ გუნდიდან გაშვება და უმუშევრად დატოვება.მაშინ უცხოეთში სათამაშოდ ვერ წახვიდოდი.ასე რომ, მთლიანად სახელმწიფოზე იყავი დამოკიდებული.1964 წელს დინამოს მწვრთნელი,მიხეილ იაკუშინი იყო და სწორედ მან დააყენა,საჩემპიონო გუნდი.სტარტზე,ზედიზედ 6 თამაში მოიგო,მაგრამ მოსკოვიდან მოხსნეს და მოსკოვის დინამოში გადაიყვანეს,მის ადგილზე კი,გავრილ კაჩალინი დანიშნეს,რომელმაც მოიგო კიდეც ჩემპიონატი,თუმცა პირველი სამი თამაში,მიყოლებით წააგო,რადგან გუნდს საერთოდ არ იცნობდა.დღეს გიგაშვილი,საფრანგეთში თამაშობს და ფინანსურად საკმაოდ უზრუნველყოფილია.მას ვერავინ უბრძანებს,საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლე,საფრთხეში ჩააგდოს.არც რაგბის ფედერაცია,ან ლევან მაისაშვილი იკადრებს ამას,რადგან სიცოცხლე, გაცილებით უფრო ღირებულია,ვიდრე ტესტში გამარჯვება.
სოსო
06 ნოემბერი 2022 22:07
0
დღე-დღეზე ბავშვს ელოდება - რა, თვითონ აჩენს?
ლევან
05 ნოემბერი 2022 23:57
11
არა, მაისაშვილთან აღარავის სურს ურთიერთობა.
გიორგი
06 ნოემბერი 2022 02:28
8
კარგია, რო ალაპარაკდი.ოღონდ უკეთესი იქნება თუ ყველაფერს გაგვიმხელთ. მელიქიძე ვიცოდი, ყაულაშვილი აღარ მოგწონთ თუ იქაც იგივეა? როდესაც გვიხსნით, პრობლემაც აღარ არი რა. ჟურნალისტებს გთხოვთ კონკრეტულ მოთამაშეებზე დაუსვათ კითხვები. მაგალითად გოგოლაძე( სულძირითადშია პრო დ 2 ში) და ასევე ჯავახია ( თან 2 ხაზში გვიჭირს
რეზო
06 ნოემბერი 2022 00:14
3
ჩვენ მეორე ხაზში კი არადა მწვრთნელში გვიჭირს, თუ გვიჭირს.
გიორგი
06 ნოემბერი 2022 02:30
6
ამდენი დრო დაიკარგა ტუილად, ახალი მწვრთნელია მოსაყვანი შესაბამის კვალიფიკასციით, ადრე თუ გვიან ეს მაინს გასაკეთებელი იქნება და ტყუილად დროს ვკარგავთ
ალეკსანდრე
06 ნოემბერი 2022 11:55
6
ასეთი გამართული რაგბი არ მახსენდება ეხლა რომ თამაშობს საქართველო, ჰეიგის გუნდს გაცილებით ჯობია, შეიძლება ტოპ კლასის მწვრთნელი არ არის მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგი დადო და თამაშიც ძალისმიერზე აღარ არის აწყობილი, თან პანდემიამაც თავისი კვალი დაატყო. რატომ არ უნდა დავაცადოთ ვერ ვხვდები, ჰეიგმა ბოლო4 წელი ფაქტიურად ჩააგდო და ხმას ვერ სცემდნენ (თან კაიფულსაც წაიღებდა). აცადეთ რა, რას დაესიეთ ჩასაფრებულებივით, იქნებ ქართველი უფრო გამოდგეს
rigiti
06 ნოემბერი 2022 15:28
8
კაი რაა, ტიპი გარტყმაში არ არის. ამ ასაკში ვეღარც ვერაფერს ისწავლის.
გიორგი
06 ნოემბერი 2022 17:27
4
აი მაგას მეც ვერ ვხვდები ჯიგარო, არც მაიასაშვილს ვიცნობ და არც ფედერაციაში არავის, მაგრამ რიგითი გულშემატკივრის თვალით რასაც ვხედავ, ბევრად უკეთ ბურთაობენ ბიჭები, ვიდრე ოდესმე, გასაგებია, რომ სადღაც უკეთესი მწვრთნელებიც იქნებიან, მაგრამ ამ ეტაპზე მაისაშვილი რას აშავებს, ვერ გავიგე მართლა.
D
06 ნოემბერი 2022 17:11
4
ლევან მაისაშვილი ყველას გიპასუხებთ შედეგით.... წარმატებები მაისაშვილს.. ყველაზე კარგ და ლამაზ რაგბს ახლა თამაშობს ნაკრები!!! ჩასაფრებულებმა კარგად უყურეთ!!!!!!!
ზაალი
06 ნოემბერი 2022 16:37
4
თევზი თავიდან ყარს.
ნაპო;ლი ჩემპიონი
06 ნოემბერი 2022 07:29
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული