გორგაძის ჰეთ-ტრიკი - საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ურუგვაი 34:18 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა ხარვეზებით ითამაშა, თუმცა მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და იმედია, შემდეგ შეხვედრებს უკეთესად ჩაატარებს.

სტუმრები დებიუტში საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რასაც „ბორჯღალოსნების“ იერიშები და აბჟანდაძის საპასუხო საჯარიმო მოჰყვა. შემდეგ ჩვენი გუნდის სწრაფი შეტევა გორგაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დაგვირგვინდა. მერე მსაჯმა მეტოქის მორაგბე ეჩებერი გაასინბინა, მოლის შედეგად მეორე ლელოც გორგაძემ დადო და აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. მაისურაძის გუნდი თამაშს წარმართვდა, დაცვაშიც დომინირებდა და მოწინააღმდეგეს აშკარად სჯაბნიდა. თუმცა, ურუგვაიმ მაინც მოახერხა ანგარიშის 4
ქულამდე შემცირება, რაც თამაშის საერთო სურათიდან გამომდინარე ცოტა ალოგიკური იყო. სამაგიეროდ ლოგიკური გახლდათ ლამაზი კომბინაცია, გორგაძის მორიგი ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა. ტაიმის დასასრულს თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 24:13 დასრულდა.

მეორე ტაიმი პაპიძის ლელოთი და აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვით დაიწყო. 55-ე წუთზე მსაჯმა თედოს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვიზავი უპირატესობას დაეუფლა და ლელოთი სხვაობა შეამცირა. თუმცა, მალე აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ბოლოს თამაში ცოტა აირია, ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, "ბორჯღალოსნებმა" მეტი ლელოს გატანა ვერ შეძლეს და შეხვედრა 16 ქულით მოიგეს.

საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს კარდიფში უელსს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 33 /
არ გვაქვს ამ კაცის ხელში წინსვლა გაიგეთ ხალხნო ჩემი ძმის დანიშვნავს ხო არ ვითხოვ ან რამე პირადი მიზანი ხო არ მაქვს შეხედეთ თამაშს წადი რა მაისაშვილო სახლში გთხოოვ
14
გამარჯვებას გილოვავთ, ვულოცავ ბიჭებს! ძალიან ძლიერი მორაგბეები გვყავს და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ვიგებთ თანაშებს. სამწუხაროდ, მაღალი დონის მწვრთნელის ჩამოყვანას არ აპირებენ და ტიერ-1 გუნდებთან ძალიან გაგვიჭირდება.
გიორგი
00:20 07-11-2022
8

სიახლეები პოპულარული