საქართველოს ნაკრები სამოასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ სამოასთან 19:20 დამარცხდა.

უპირატესობას თავიდან სტუმრები დაეუფლენ, ჯერ მათი ლელო არ ჩაითვალა, შემდეგ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა მალე 50-მეტრიანი ჯარიმით აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. მე-13 წუთზე მსაჯმა გიორგაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რითაც სამოელებმა ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ნინიაშვილმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან სცადა საჯარიმოს გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. თამაში მძიმე იყო, ჩაკეტილი, მეტოქის მორაგბის გასინბინების შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და პირველი ტაიმი 6:10 წავაგეთ.

მეორე ტაიმიც სამოელთა უპირატესობით
დაიწყო, საჯარიმოთი ანგარიში გაზარდეს. ამას „ბორჯღალოსნების“ მრავალფაზიანი შეტევა, ჩაუთვლელი ლელო, ტაბუცაძის ლელო, აბჟანდაძის გამოუყენებელი გარდასახვა და ვიზავის მოთამაშის ყვითელი ბარათი მოჰყვა. თამაში თვალსასეირო გახდა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა, წნეხი გაზარდა, სამოელებმა საჯარიმო გააცუდეს, მერე ლელოს დადება ვერ შევძელით, თუმცა შეცვლაზე შესულმა ქუნთელიამ სადებიუტო მატჩში ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ ვერ გარდასახა და 16:13 დავწინაურდით. საქართველოს ნაკრები უკვე ინიციატივას სრულად ფლობდა, თამაშს წარმართავდა, მეტოქის მორაგბეს წითელი ბარათი მიაღებინეს, აბჟანდაძემ კი საჯარიმო გამოიყენა. სამწუხაროდ, დაცვის შეცდომის შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი სამოა ლელო-გარდასახვით წინ გავიდა და გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს კარდიფში უელსთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
აბსოლუტურად არასწორია მწვრთნელებზე რამის დაბრალება.
ჯერ მწვრთნელი უნდა გყავდეს რო რამე დააბრალო.
ჩვენ კიდე მელიტონას წასვლის მერე უმწვრთნელოდ ვართ :(
შეიხ ალ მანსური
22:34 12-11-2022
10
სამი დღია წინ დამესიეთ.. მტერი კი არ ვარ, არ იცის ნაისაშვილმათანამედროვე რაგბი და გადააკვდით ვისაც გინდათ!!!ძალით რაგბის მცოდნეები ხართ!!იტალიას როგროც მოვუგეთ მაგას მცოდნე ხალხი ხვხება…
პაატა
01:56 13-11-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული