საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
მაისაშვილი ჯადოქარია, უხმოდ აკეთებს ქვეყნის საქმეს,უამრავი მტერი ჰყავს ძირითადად უვარგისები, იმედია ეხლა მაინც დადუმდებიან..............
სტალინი
19 ნოემბერი 2022 20:18
7
კაცმა ყველას თავისი შედეგით აჩვენა მისი მაღალი დონე.. ისევ რჩებიან ისეთები, ვინც არა მარტო აკრიტიკებს, არამედ ლანძღავს...
ზაალი
19 ნოემბერი 2022 20:23
2
მართალი ხარ ასე რამ შეაძულათ ქართველი ამ ხალხს არ ვიცი
თაზო
19 ნოემბერი 2022 20:37
3
გილოცააავთ! ისტორია დაიწერა, ძალიან კარგი თამაში იყო, აზრიანი გადაწყვეტილებები რაც გვაკლდა აქამდე. აი ფეხბურთს და რაგბს ვინც ღვარძლიანად ადარებთ მაგარი გოიმები ხართ, ორივეთი რო ამაყობდეთ და ერთნაირად გული შეგტკიოდეთ არა? :დდ თუ აზრზე არ ხართ სპორტის დაანებეთ რა თავი, პროფესორები როგორ ხართ ყველანი. ძალიან უცნაური ხალხი ვართ..
._.
19 ნოემბერი 2022 19:22
2
ჰაა სადაა ექვსი ერი? ალყას ხოარ დაგარტყავთ თქვე შობელძახლებოოო??? ეხლა რაღას იტყვით
valka
19 ნოემბერი 2022 20:02
1
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცააააააავთ!!!
ამდენი არასდროს მიტირია სიხარულისგან, თქვენი ჭირიმე. ამასაც მოვესწარი.
წინ საქართველო!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
19 ნოემბერი 2022 19:06
0
გაუმარჯოს საქართველოს!!!!
ყველას ვისაც საქართველოს წარმატება უხარია!!!
Daviti
19 ნოემბერი 2022 22:04
0
მადლობა ამ ბედნიერებისთვის!
გიო
19 ნოემბერი 2022 19:30
0
რა მაგარია. ლომებო ყოჩაღ თქვენ. გილოცავთ ყველას.
G.LA
19 ნოემბერი 2022 19:09
0
გილოცავთ ყველას ტიერ ერთს გუნდებს მოუგეთ ორს უკვე ამ წელს და ლევან მაისაშვილს ..არცერთ უცხოელ მწვრთნელს საქართველოში ეს არ გამოუვიდა ..
zurabi
19 ნოემბერი 2022 19:50
0
ეს უკვე სისტემურ ხასიათს იღებს , პირველი ეშელონის გუნდის დამარცხება , თანაც გასვლაზე , უკვე აღარ გავს შემთხვევითობას . მთავარია არ შევწყვიტოთ ეს აღებული ტემპი და მოვა იმის დროც , როცა უბრალოდ სხვა გზა აღარ ექნებათ გარდა იმისა რომ გახსნან კარები , როგორც პოლიტიკური ასევე სპორტული , რადგან ცალ-ცალკე წარმოუდგენელია ეს ყველაფერი , ან ვხდებით ყველა მიმართულებით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი , ან გვტოვებენ ისევ ამ საბჭოთა კლანურ-მექრთამეთა ჭაობში .მადლობა ბიჭებს იმ თავდადებისათვის , რაც ასეთი მნიშვნელოვანი და გადამდებია მთელი ქვეყნისათვის - გამარჯვებულიის მენტალიტეტიიი !!!
ATP 16
19 ნოემბერი 2022 22:31
0
გილოცავთ მთელ საქართველოს,საამაყო შვილები გვყავს, იამაყეთ და წინ დიდი გამარჯვებებისკენ, შემდეგი შესვლა ექვს ერში
შალვა
19 ნოემბერი 2022 19:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული