კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.
"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.
თბილისიდან ცხრა მთა გადაიარეს,
ჩვენმა ლომმა ბიჭებმა.
რომ დაეცვათ ბრიტანეთის მიწაზე,
საქართველოს ღირსება.
არის!ასრულდა ოცნება!
არის!ასრულდა მიზანი!
სულ მიდამ დაგვეზრდებიან,
ალგეთს ლეკვები,მგლისანი!
გილოცავთ მეგობრებო!გილოცავ საქართველო!
ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ დონის მწვრთნელია, რომელიც სტაბილურ Tier 1 -ს დონემდე მიგვიყვანს და რომელიც ბოლომდე იყენებს ამ ნიჭიერი თაობის პოტენციალს, მაგრამ გულით ვუსურვებ, რომ გუნდთან ერთად გაიზარდოს და მსოფლიო თასზე მინიმუმ დამაჯერებელ მესამე ადგილზე გავიდეს და ჯგუფიდან გამომდინარე, თუ უელსს პრობლემები არ შეუწყდება, იქნებ სასწაულიც მოვახდინოთ.
თაობა კი ნამდვილად უნიჭიერესი გვყავს და რა სამწუხაროა, რომ რაგბის მამების უტიფრობის გამო 3 წლის მანძილზე ვერ ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო თასი (როდესაც ჩვეულებრივ მიმდინარეობდა სხვა ტურნირები, თუნდაც მაყურებლის გარეშე) რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მოუმზადებდა პირველ ნაკრებს..