ისტორიულ მატჩში უელსის 13:12 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:
"ალბათ, ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისთვის. ჩვენ ასეთები ვართ ქართველები, რასაც მივაღწევთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს აღარ გვაკმაყოფილებს და შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობთ.
როგორც კი შევიკრიბეთ, ბიჭებს ერთი რამ ვუთხარი: "ეს თამასა თქვენ ასწიეთ მაღლა და იფიქრეთ მის უფრო მაღლა აწევაზე". როგორც ყოველთვის, გეგმა გვქონდა - ასეთ გუნდებს თავიდანვე ეფექტის მოხდენა და ძალიან მაგრად დარტყმა ახასიათებთ. ხშირ შემთხვევაში ამით შედეგს
აღწევენ. ჩვენ პირიქით უნდა გაგვეკეთებინა, რაც მოვახერხეთ. პირველივე წუთებზე ლელოს გატანის შანსი გვქონდა, პირველი ქულებიც ჩვენ ავიღეთ, თუმცა ამის შემდეგ დაშვებული რამდენიმე შეცდომის შედეგად ისე მოხდა, რომ მაინც მდევრის როლში აღმოვჩნდით.
ამ ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, იყო პატარა შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. განსაკუთრებით პირველი ტაიმის ანგარიში იყო ძალიან დიდი მოტივაცია და შესაძლებლობა მეორე ტაიმში მომენტს დავლოდებოდით და კარგად გამოვიყენეთ.
შეცვლაზე შესულებმა ძალიან დიდი ძალა შეიტანეს, მოწინააღმდეგე დავჩაგრეთ იმ კომპონენტებში, სადაც თამაშის მართვა ფაქტიურად უკეთ შევძელით, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ ასეთი დონის გუნდი უფრო მეტს ნერვიულობს შენთან და უფრო მეტ შეცდომას უშვებს. უფრო მყარად ვიყავით ფსოქოლოგიურად, სტაბილურად დავრჩით და საჯარიმოდან მეორე შანსი ხელიდან არ გავუშვით. მადლობა ბიჭებს და მადლობა ყველას, ვინც იყო ამ პროცესში. ალბათ, ისტორია დავწერეთ, კიდევ ერთხელ".
ასეთები იქნებოდნენ ჩვენი ის წინაპრებიც, ათჯერ აღმატებულ მომხდურს რომ ანადგურებდნენ.
გენაცვალეთ, ქართველებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გამწარებამ კაი რეაქცია გამოიწვია
სასწაულია, უელსს ძლიეს, მადლობა უფალს
გაუმარჯოს საქართველოს