ისტორიულ მატჩში უელსის 13:12 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"ალბათ, ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისთვის. ჩვენ ასეთები ვართ ქართველები, რასაც მივაღწევთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს აღარ გვაკმაყოფილებს და შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობთ.

როგორც კი შევიკრიბეთ, ბიჭებს ერთი რამ ვუთხარი: "ეს თამასა თქვენ ასწიეთ მაღლა და იფიქრეთ მის უფრო მაღლა აწევაზე". როგორც ყოველთვის, გეგმა გვქონდა - ასეთ გუნდებს თავიდანვე ეფექტის მოხდენა და ძალიან მაგრად დარტყმა ახასიათებთ. ხშირ შემთხვევაში ამით შედეგს აღწევენ. ჩვენ პირიქით უნდა გაგვეკეთებინა, რაც მოვახერხეთ. პირველივე წუთებზე ლელოს გატანის შანსი გვქონდა, პირველი ქულებიც ჩვენ ავიღეთ, თუმცა ამის შემდეგ დაშვებული რამდენიმე შეცდომის შედეგად ისე მოხდა, რომ მაინც მდევრის როლში აღმოვჩნდით.

ამ ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, იყო პატარა შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. განსაკუთრებით პირველი ტაიმის ანგარიში იყო ძალიან დიდი მოტივაცია და შესაძლებლობა მეორე ტაიმში მომენტს დავლოდებოდით და კარგად გამოვიყენეთ.

შეცვლაზე შესულებმა ძალიან დიდი ძალა შეიტანეს, მოწინააღმდეგე დავჩაგრეთ იმ კომპონენტებში, სადაც თამაშის მართვა ფაქტიურად უკეთ შევძელით, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ ასეთი დონის გუნდი უფრო მეტს ნერვიულობს შენთან და უფრო მეტ შეცდომას უშვებს. უფრო მყარად ვიყავით ფსოქოლოგიურად, სტაბილურად დავრჩით და საჯარიმოდან მეორე შანსი ხელიდან არ გავუშვით. მადლობა ბიჭებს და მადლობა ყველას, ვინც იყო ამ პროცესში. ალბათ, ისტორია დავწერეთ, კიდევ ერთხელ".

ნუგზარ ნუცუბიძე
ქალბატონებო და ბატონებო გიხაროდენ...საქართველოს ყველა კუთხე -კუნჭულო....ყველა კეფამაგარო ქართველო....გიხაროდეს!!!! წმინდა სისხლის ქართველებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ასევე ქართველი მწვრთნელის წინამძღოლობით დაამარცხა მსოფლიო რაგბის დასტურ ელიტის წარმომადგენელი და თანაც სად???!!!!! არგენტინის დამარცხების შემდგომ საქართველოს დამარცხების მომლოდინე ხელების ფშვნეტითა და თვალებში უსიკვდილო გამარჯვების ციაგით ანთებული 55 0000 უელსელით გაჯიჯგვული კარდიფის „ფრინციფალითიზე“ ....ეს კიდევ ერთი ექვსი ერის წარმომადგენელი დავამარცხეთ..მაგრამ თუ იტალია ამ ექვსი ერის მეწინავედ არ ითვლება..უელსი ნამდვილად მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი გამორჩეული ქვეყანაა რაგბის ისტორიაში და ეს არი საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება და არა მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხი რასაც ხსირად აქვს ადგილი ქართულ პრესაში და თანაც უადგილოდ. ქართველ კაცს მიმტევებლობასა და სხვა ერებისადმი და კონფესიებისადმი ტოლერანტობაში ვერავინ დაუდგება დამრიგებლად...დიდი დავითი და სხვა ქართველი მეფეები დიდი პატ.ივით ექცეოდნენ თბილისში ერთმანეთის გვერდით განლაგებულ სამლოცველოებს...უამრავ ლტოლვილებს აპურებდნენ და თავშესაფარს უჩენდნენ..სად იყო მაშინ "green Card" და მისი ევროპული ნაირსახეობები???..და მაინც ნუ ჩამითვლით ჰომოფობიაში ეროვნულ ნაკრებში მინდა წმინდა სისხლის ქართველმა იჩაუქოს..მინდა შავდათუაშვილმა..მამუკელაშვილმა ..ნინიაშვილმა..ჭიჭიკო მაღულარიამ ...იბრწყინოს რამეთუ ლაარაკია ეროვნულ გუნდზე და არა ..ქე იცით რასაც ვჩივი!!! ყველა ერს აქვს საამაყო და ყველა რელიგია კაცთმოყვარებას ქადაგებს..ამინ ..და მაინც მიეცით ქართველ კაცს იამაყოს თავისი ქრისტიანობით ..მიმტევლობით..სიბრძნით .....სილამაზითა და ფიზიკური სიძლიერით...დაუბრუნდეთ კარდიფში გამარჯვებას!!!! ნატოს და ევროკავშირის არ იყოს ( კანდიდატის,ასპირანტის და ნატოსთან ძალიან ნუ პირდაპირ ძალიან ახლოს მიახლოვებულის სტატუსის მორჭმა!!!მაგალითად ალბანეთი დაგვიყენა!!! ..ევროკავშირმა ა ბატონო მოლდავეთი..ისწავლეთ მაგნებისაგანო!!) .ალბათ ექვსი ერი ამ გამარჯვებას საკურსოს წინა სამუშაოდ ჩაგვითვლის და.....დავიწყებთ 7 მილიმეტრიანი ნაბიჯებით......მაგრამ ერთს ვიტყვი!!!! ჩვენ თუ ერთმანეთს ისე დაუდგებით გვერდში როგორც რეგბისტები იმ კარგად მოსაგონარ კარდიფის საღამოს ვერანაირი ტაკიმასხარები ევროპული პარლამენტიდან ვერაფერს დაგვაკლებენ..შეიძლება რაცხა გამოგვტყუონ და თუ რა ქე იცით.......შეუნდოთ ერთმანეთს მოვეფეროთ ერთმანეთს..სხვა არაფრის დიდებით არ იზამს ამას..გეხვევით გეფერებით ჩემო ლამაზო და დასტურად სათნო ქართველებო...გაუმარჯოს საქართველოს ამინ!!!!
dato
მადლობა მთლიან სტაფს და ბიჭებს ომისთვის ..მაისაშვილმა შეძლო ის რაც ვერცერთმა უცხოელმა ვერ შეძლო ნაკრების მწვრთნელობისას .
Lasha
ამ მწვრთნელს რომ კრიტიკა შეხვდა, არავის შეხვედრია იმდენი. ამ დროს მის ხელში დადო ნაკრებმა ის შედეგი, რაზეც მინიმუმ 20 წელი ვოცნებობდით და არარეალურად ჩანდათ. რას აკრიტიკებთ ამ კაცს, რა გინდათ... მაინცდამაინც ვიღაც უცხოელი გინდათ ჩაიყენოთ სათავეში, რომ კოლონიალური ერივით გაგიძღვეთ წინ????
მოსეხონელი
რავი კაცო მაისაშვილის დროს არ მოვუგეთ 6 ერის 2 გუნდს რომელმა შეძლო აქმდე?რატოა როცა ჩვენსა ვაგინებთ მიუხედავად შედეგებისა.
სიმართლე
ბიჭებს მადლობა. მწცრთნელი გასაშვებია, პრეზიდენტი გასაგდები!
რ
მადლობა ლევან, დაამტკიცე რომ მაგარი ხარ. დიდ გამარჯვებას გილოცავთ მთელ საქართველოს!
G.LA
დიდი მადლობა ქართველო ვაჯკაცებო, მადლობა სიხარულისთვის, მადლობა სიამაყისთვის, მადლობა თავდადებისთვის, სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ჩემი გრძნობა. გენაცვალეთ მაგ ქართულ ჯიგარში.
ბუჯანგა
ვულოცავ ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას..ლომებივით იბრძოლეს და მართლად ისტორიული შედეგია...უელსს სახლში ისეთი თამაში მოუტრიალეს...მომავალი დიდი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს.დრევანდელი წარმატება.....ჯიგრები ხართ ლომებო..ისე გაგვახარეთ დღეს
თენგო
მაგრად ვუკბინე, გამწარდნენ გამწარებამ კაი რეაქცია გამოიწვია სასწაულია, უელსს ძლიეს, მადლობა უფალს გაუმარჯოს საქართველოს
ILIA
ჯერ მარტო რა ვაჟკაცური გარეგნობა აქვთ ჩვენ ლომებს! ასეთები იქნებოდნენ ჩვენი ის წინაპრებიც, ათჯერ აღმატებულ მომხდურს რომ ანადგურებდნენ. გენაცვალეთ, ქართველებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის