სამადლობელი "ბორჯღალოსნებს" - ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში!

AutoSharing Option
ასე ტკბილი და ასე თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წელს "ექვსი ერის" გუნდს მეორედ სძლია, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად მოჩანდა. თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი გადაილახა, გუნდი ახლებურად ათამაშდა, ამ პროცესს ბუნებრივია ახლდა ბევრი ხარვეზი (დერეფნები, ჯარიმები, სათამაშო დისციპლინა, რაქების გაწმენდა), მაგრამ სხვანაირად ეს წარმოუდგენელი გახლდათ. ბევრი იყო ლანძღვა და არა კრიტიკა. ლამის მიწასთან გავასწორეთ კაცი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულმა გუნდმა არნახულ შედეგს მიაღწია.

უელსთან მოგებას თავი დავანებოთ, იტალიის ძლევისას "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი რომ უცხოელი ყოფილიყო,
კერპად შევრაცხავდით და სიცოცხლეშივე ძეგლს დავუდგამდით. ასე გვჩვევია, ჩვენში ხომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს და ისე გავთელავთ ხოლმე, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს. ეს, ალბათ, ერთგვარი სნობიზმია (საქართველოში მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს"). თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკური შემადგენელი შეინიშნება.

Sportall.Ge

სამოასთან მოგებული თამაში წავაგეთ, თითქოს ადრე ვირწმუნეთ გამარჯვება, მოვდუნდით და დავისაჯეთ. ცოტა არც გაგვიმართლა, სამაგიეროდ კარდიფში გაგვიმართლა, მსაჯიც ობიექტური გამოდგა, მიუკერძოებელი. თუმცა, როგორც იტყვიან, უმართლებთ უძლიერესებს. მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა აშკარად დაჯაბნეს მოწინააღმდეგე, მეტადრე შერკინებაში, ქულა არ ააღებინეს, საოცარი ბრძოლისუნარინობა გამოავლინეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. იმედია, შეცდომების გამოსწორება გაგრძელდება, წარმატებული სვლაც და ეს პროგრესის დასაწყისია. "დრაკონებს" მსოფლიოს თასზეც უნდა ვძლიოთ. მთელ სარაგბო სამყაროს უნდა ვაჩვენოთ, რანი ვართ და რა შეგვიძლია. ჩვენ კი ეს ნამდვილად შეგვიძლია, რამეთუ ანგარიშს რომ თავი დავანებოთ, თამაშით მისსავე მოედანზე ვაჯობეთ ჩვენთვის აქამდე მრისხანე მეტოქეს, რომელიც შესვენების შემდეგ სულაც არ გამოიყურებოდა მრისხანედ. პირიქითაც შეიძლება ითქვას. ქართველთა დომინირება და დამსახურებული გამარჯვება თავად მასპინძლებმაც აღიარეს.

რაც შეეხება "ექვს ერს", ყველას რომ მოვუგოთ, მაინც არ შეგვიყვანენ (ნატოსი და ევროკავშირის არ იყოს), რადგან ეს ჩაკეტილი სისტემის ჩაკეტილი ტურნირია, რომელიც მხოლოდ ფინანსური პრინციპებით ხელმძღვანელობს და არა სპორტულით და მის მამებს რაგბის განვითარება ნაკლებად აღელვებთ. არადა, მთელი წლის განმავლობაში დიდ გუნდებს ერთი-ორჯერ თუ შევხვდებით და სწორედ მათთან თამაშითაა დონის შემდგომი ამაღლება შესაძლებელი. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ხვედრი და მიუხედავად ამისა, რასაც პირადად დისკრიმინაციად მივიჩნევ, პატარა და ეკონომიკურად არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გუნდი წინ მიიწევს, მიიწევს თავისი პრობლემებით, წუნით, ბრძოლით, სიამაყით და შეუპოვრობით. გუშინ ყველანი ჩვენი ქართველობით ამაყნი ვიყავით, ჩვენი მორაგბეებით, მათი დამრიგებლებით და ნათლად დაგვანახეს, რა ძალუძთ და რამხელა სიხარული შეუძლიათ მოგვიტანონ. მადლობა მათ ბედნიერი წუთებისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში.

altსაქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

 

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

altშარიქაძე: ბევრი სცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს

alt"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი

altBBC: საქართველოს ნაკრების "6 ერში" გაწევრიანებაზე ახლა უფრო ხშირად ილაპარაკებენ

altმაისაშვილი: ჩვენ ასეთები ვართ ქართველები - ისტორია დავწერეთ, კიდევ ერთხელ

altკაზუსი. უელსის დამარცხება ქართველების ნაცვლად ამერიკელ ჯორჯიელებს მიულოცეს

მკითხველის კომენტარები / 32 /
ნატოსთან და ევროკავშირთან შედარება რა იყო ახლა :) ვიმსახურებთ და არ შევყავართ?
ავთო
22 ნოემბერი 2022 13:24
0
რაც არუნდა აპიაროთ მაისაშვილი მის ხელში საქართველო არ პროგრესირებს ჩვენ გვჭირდება რაგბის დახვეწილი კულტურის მქონე მწვრთნელი მაგალითად თუნდაც როგორიც იყო კლოდ სორელი და მილტონ ჰეიგი. მათ ხელში ნასწავლი ტაქტიკის ცოდნით მოვიდა მაისაშვილი ამ დრომდე და იმიტომ უფრო რომ რაგბის კავშირში ყავს გავლენიანი კაცები.
ვანო
21 ნოემბერი 2022 15:47
6
აქ ვიღაცამ დაწერა პრემიაო, ხოდა მეც ვეთანხმები, ერთი კარგი პრემია ალალია ბიჭებზე. აბა ქართველო ბიზნესმენებო კაპიკი რომ არ დაგიხარჯავთ ქველმოქმედებაში არასდროს, აი თქვენი წვლილი რომ ნულია ყველაფერში, ეხლა იქნებ რაღაცამ გაიღვიძოს თქვენში.. (მეტი არაა ჩემი მტერი მაგრამ მაინც..)
givi
21 ნოემბერი 2022 01:27
1
სულით და გულით ვულოცავ ბიჭებს და საქართველოს ისტორიულ და საეტაპო გამარჯვებას... ყველამ გავიხარეთ, პრინსიპალიტიზე გამარჯვება ეს იგივეა, რაც უემბლიზე ინგლისს ან მარაკანაზე ბრაზილიას მოუგო...
ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მატჩი სწორედაც, როომ სწორმა შეცვლებმა(ყოჩაღ ლევან!) და შერკინებებში(ბოლო 2) მოპოვებულმა ჯარიმებმა გადატეხეს... ლევან, გთხოვ დაასვენე(,,შავ ლომში'' დატოვე) ხანდაზმული მორკინალები და მიეცი შანსი ახალგაზრდებს, მათ ეს კიდევ ერთხელ დაიმსახურეს...
გიორგი-50
21 ნოემბერი 2022 00:29
1
რა კარგი თაობაა და შეგვრჩა მგონი დაბალი დონის მწვრთნელი, შედეგი კი მაგრამ თამაშში რა ნახეთ მოსაწონი
Qq
20 ნოემბერი 2022 23:28
25
მე ყოველთვის ვწერ აქ რომ სპორტია სწორედ პოლიტიკა და ალბათ ყველაზე დიდიც. მილიარდობით გულშემატკივართა ინტერესის გამო. მე ვერ დავდებ თავს რაგბის ტაქტიკურ ცოდნაზე და ამიტომაც არასოდეს გამიკრიკებია არცერთი რაგბის მწყრთნელი. მიუღებელ შედეგზე რა თქმა უნდა უკმაყოფილება გამომიხატავს. მაისაშვილმა მართლაც დიდი საქმე გააკეთა ხუმრობა ნამდვილად არაა ერთ წელში ასე იტალია და მძლავრი უელსი დაამარცხო, რისთვისაც დიდი მადლობელიც ვარ მაისაშვილი და მწყრთნელთა შტაბის. მეც დავწერე ჩემი იმ წუთის ემოციები და მივითხოვე 6 ერი. მაგრამ ასე რომ ვერ მოხდება უცბათ ამას ყველა ვხვდებით. მე არ მიმიწვდება ხელი სტატისტიკებზე და გთხოვთ ამოყაროთ რამდენჯერ მოუგო იტალიამ ტიერი 1 -ს გუნდებს სანამ 6 ერში მიიღეს. ნახავთ რომ მანამ 6 ერში მიიღეს ჩვენზე ბევრჯერ მოუგეს. ასე რომ შრომა უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერი იქნება. მომავალ წელს მსოფლიოზე მშვენიერი შანცი გვაქს კიდევ ერთხელ მოუგოთ დრაკონებს და თუ მოუგეთ ჯგუფიდან გასვლასთვანაც ახლოს ვიქნებით ძალიან.


რაც შეეხება ნატოში შესვლას ეს ნამდვილად შესაძლებელია. ეს გააკეთეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და სხავებმა. მაგრამ მათ ევროპა და დასავლეთი არ უგინებიათ ყოველ დღე. არც არაფორმალი მართველი არ ყოლიათ და მათ შენიშვნებიც გაითვალისწინეს. ჩვენ კი წინ დაგვიდეს 12 პუნქტი და ვეუბნებით სუვერენული ქვეყანა ვართ და თვაი დაგვანებეთო. არ ვართ სუვერენული რით ვერ გავიგეთ? სანამ ნატოში და ევროპასთან არ ვიქნებით ზედმეტია ლაპარაკი თავისუფლებაზე. ღობეზე შემომჯდარს და ვითომ ნეიტრალიტეტზე მეოცნებეებს მგელი შეგვჭამს კბილებ დაკრეჭილი და ეს 100 წ წინ უკვე მოხდა. გთხოვთ ნუღარ გავმეორდებით და დაუჯეროთ მათ ვინც თავის ოჯახში გველოდებიან. ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ნატოში და ევროკავშირშია.
G.LA
20 ნოემბერი 2022 22:40
14
გვერდი შეგეშალა ჯიგარ.... პოლიტიკა სხვა გვერდზე იპოსტავე
mirosan
20 ნოემბერი 2022 23:12
9
სად ხართ ბიჭებო, რომ გაიძახოდით ტყემალაძე დაღუპავს რაგბს, რადგან რაგბისტი არ არისო. ახლა ხომ ნახეთ, რომ პრეზიდენტი მენეჯერი უნდა იყოს და არა სპორტის სახეობის წარმომადგენელი. რაგბს რომ გაუძღვება, ამისთვის მწვრთნელებია მოგონილი.
ჟორა გაბრიჭიძე
20 ნოემბერი 2022 22:31
4
მაისაშვილი გავაგდოთ?
....
20 ნოემბერი 2022 22:30
2
აწი რაღას გააგდებ, მაგრამ უკეთესი მწვრთნელია საჭირო
Qqq
20 ნოემბერი 2022 23:32
6
კი მართლაც ეწერა ასეთი მოთხოვნები. ეს რომ უცხოელს გაეკეთებინა აეროპორტშო დავხვდებოდით და ხელში აყვანის წამოვიყვანდით იქიდან. იტალიას დამაჯარევლად მოუგეთ და უელსს კარდიფში 24-ე წუთიდან ქულა არ ავაღებინეთ. ნამდვილად გასაგდებია DDD
G.LA
20 ნოემბერი 2022 23:31
3
ნატოში უფრო გვაქ მიღების შანსი ვიდრე 6 ერში :D
huntington
20 ნოემბერი 2022 20:51
3
სწორად სტატიაა მართლაც, ყველაფერი კარგად დანახული..
Zviads
20 ნოემბერი 2022 20:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული