ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ედი ჯონსი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტს დატოვებს. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, დაიწყო საუბრები, თითქოს ის ფრანგულ "რასინგ 92"-ს ჩაუდგება სათავეში ან იაპონიის ეროვნული გუნდის კონსულტანტი გახდება.

ახლა მას ახალი ვარიანტი და როგორც ამბობენ, ყველაზე სერიოზული გამოუჩნდა. ედის თვალი ამერიკელებმა დაადგეს და ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რვაწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ასეთ შემთხვევაში ჯონსი აშშ-ის ნაკრებს 2031 წლის საშინაო მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

თავად ჯონსმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ინგლისის შემდეგ
ნაკრებში მუშაობა არ სურს, მაგრამ ეტყობა, ამერიკელთა წინადადება ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ამერიკულ მხარეს ედისთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხში ქართველების მხრიდან სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

ეს ამბავი, ცოტა არ იყოს და, დაუჯერებლად მოჩანს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს რაგბის კავშირმა 62 წლის ჯონსს ამერიკელებზე უფრო მაცდუნებელი წინადადებით მიმართოს. თუმცა, ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 37 /
ეხლა არც არავინ უშვებს მაისაშვილს, ლაპარაკია მსოფლიოს მერე მწვრთნელის შეცვლაზე, ეხლა ვერც ვერავის მოიყვან ნორმალურს და დროც არ ეყოფა სულ რომ სასწაულმოქმედი იყოს. მაისაშვილს კიდე მადლობა ეკუთვნის იმის მიუხედავად მოსწონს ყველას თუ არა, ჯერ ერთი ისტორიული შედეგი დადო უკვე, მეორეც ისეთ დროს ჩაუდგა სათავეში ნაკრებს, რომ შეუძლებელი იყო პანდემიის დროს მწვრთნელის ჩამოყვანა, ისიც ნუ დაგავიწყდებათ რა გადაიტანა, სასწაულად გადარჩა და სიარული დაიწყო თუ არა ეგრევე მინდორზე გავიდა... ვაჟკაცი და ჯიგარი ბიჭია ეტყობა, თუ რამე სასწავლი აქვს კიდევ ისწავლის და ბევრჯერ გამოადგება ქართულ რაგბს სადაც არ უნდა წავიდეს
კახა
22 ნოემბერი 2022 11:59
0
ქართული ანდაზაა "სხვა შენს გამოსადეგ შვილს არ გაგიზრდისო". კარგ გზას ადგას ფედერაციაც და ნაკრების მწვრთნელიც. რატომ არ ვიცით ქართველებმა საკუთარის დაფასება, ესაა საკითხავი.
ჟორა გაბრიჭიძე
22 ნოემბერი 2022 09:42
6
სხვათაშორის, თუკი იაპონიის ნაკრების კონსულტანტობა განიხილება, ედი ჯონსი ან მისი დონის კონსულტანტი ჩვენც (ბორჯღალოსნებს) არ გვაწყენდა... ამის წინააღმდეგი არც არავინ იქნება.
რამაზ
22 ნოემბერი 2022 10:37
0
მწვრთნელი ბრიტანეთიდან გვჭირდება, იმისთვის რომ ბრიტანეთის რაგბში გაუკვლიოს ბიჭებს გზა. (მეორული მიზანი.)
11
22 ნოემბერი 2022 11:32
4
თორემ მაისაშვილთან მადლობის მეტი რა გვეთქმის, გარდა მაგისა მთავარი მწვრთნელის უცხოეთიდან მოწვევა მას არ დააკნინებს. მისთვისაც მოიძებნება ადგილი.
11
22 ნოემბერი 2022 14:33
0
უყურე შენ,თურმე უმწვრთნელო გუნდს მოუგია იტალიისა და უელსისთვის?!...
მადლობა ბიჭებო,მადლობა მწვრთნელებო.გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის.გვეიმედებით.კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ ჩვენი საქართველო!!!
კოტე
22 ნოემბერი 2022 10:40
8
უმადურობის ზეიმი!!!
SL
22 ნოემბერი 2022 08:46
6
მდაა... სტატია იწყება ფრაზით
"2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ"
მსოფლიო თასის მერე მწვრთნელი ვინ გვეყოლება ამაზე საუბარი ნაადრევად მეჩვენება.
რამაზ
22 ნოემბერი 2022 10:33
2
რაგბის კავშირის პრეზიდენტი აშკარად მარიფათიანი და ამბიციური კაცია. სავარაუდოდ მისი ინიციატივაა და რატომაც არა.

'Some men see things as they are and say why, I dream things that never were and say, why not' – George Bernard Shaw
ირაკლი
22 ნოემბერი 2022 04:21
22
მაგის მარიფათი იმაში გამოჩნდა მისი მეჯვარე რო გვყავს ახლა მწვრთნელად
sormona
22 ნოემბერი 2022 09:29
14
აფერისტი და დილეტანტი მეტყევეა რაგბთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეგ ედი ჯონსი კი თეორეტიკოსია. სუსტი ტიპია არ გვინდა არაფრად. ბერნარდ შოუ დეგენერატი იყო ვერ გაიგებდი რა უნდოდა საერთოდ. მაგ ციტატას რაც შეეხება ძალიან მარტივად და პირდაპირ ითარგმნება ქართულად, მაგრამ მაინც ინგლისურად დაწერა ვიღაცამ. რამე ისეთი რომ ეწერის რაც ინგლისურიდან არ ითარგმნება და ვერ გადმოთარგმნე კიდე ჰო, მაგრამ ამ შემთხვევაში ზედმეტი იყო (რბილად რომ ვთქვათ*). მაგის "ორიგინალში" დაწერა. და გინდ გეთარგმნა მაინც აზრი არა აქვს. იმდენად უაზრო, ბანალური და ალოგიკურია ამ სიტუაციაში საერთოდ გარტყმაში არ არის. და ეს "რატომაც არა" საერთოდ ყველაფერზე მიდის
inteleqti.
22 ნოემბერი 2022 06:51
9
არ შეიძლება მხოლოდ ემოციებით საკითხის გადაწყვეტა , ანალიზი სჭირდება ნებისმიერი საქმის სასიკეთოდ გაგრძელებას . ერთხელ და სამუდამოდ , უნდა მივეჩვიოთ , რომ საქმის მცოდნე ხალხმა , ობიექტურმა ჟურნალისტებმა და თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე მეორე ჯგუფმაც , ობიექტური და სწორი შეფასება გავუკეთოთ ყველაფერს . ქვეყნის ნაკრებზეა საუბარი , ვიღაცის პირადი წყენა , ვიღაცის სუბიექტური აზრი , არ შეიძლება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს . მაისაშვილის მოსვლის მერე , გავარჩიოთ სად გვაგვს რეგრესი და სად პროგრესი , სად იყო ნაკრები რეიტინგში მის დანიშვნამდე , თაობათა ცვლა , და ბოლოს მსოფლიომდე ყველა შემთხვევაში უნდა ვაცადოთ , თუ მსოფლიო ვერ დამთავრდა იმ შედეგით , რა მოლოდინებიც გვაქვს ყველას , მაშინ იქაც ობიექტურად უნდა მოხდეს ანალიზი და გადაწყვეტილებაც სამართლიანი იქნება . დროა შევდგეთ როგორც ქვეყანა , ასეთი წვრილმანებიდან და ურთიერთპატივისცემიდან და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებიდან , როცა იქნება მივალთ იქამდე , რასაც თაობებია ნატრობენ ამ ქვეყანაში . ღმერთი გფარავდეთ ყველას .
ATP 16
22 ნოემბერი 2022 11:58
0
ზღაპარი მგონია, მაგრამ თუ ეს მოხდა ამაზე უკეთესი ვარიანტი წარმოუდგენელია
aleksandre
22 ნოემბერი 2022 12:58
2

სიახლეები პოპულარული