ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ედი ჯონსი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტს დატოვებს. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, დაიწყო საუბრები, თითქოს ის ფრანგულ "რასინგ 92"-ს ჩაუდგება სათავეში ან იაპონიის ეროვნული გუნდის კონსულტანტი გახდება.

ახლა მას ახალი ვარიანტი და როგორც ამბობენ, ყველაზე სერიოზული გამოუჩნდა. ედის თვალი ამერიკელებმა დაადგეს და ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რვაწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ასეთ შემთხვევაში ჯონსი აშშ-ის ნაკრებს 2031 წლის საშინაო მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

თავად ჯონსმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ინგლისის შემდეგ
ნაკრებში მუშაობა არ სურს, მაგრამ ეტყობა, ამერიკელთა წინადადება ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ამერიკულ მხარეს ედისთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხში ქართველების მხრიდან სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

ეს ამბავი, ცოტა არ იყოს და, დაუჯერებლად მოჩანს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს რაგბის კავშირმა 62 წლის ჯონსს ამერიკელებზე უფრო მაცდუნებელი წინადადებით მიმართოს. თუმცა, ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 37 /
აცადეთ მაისაშვილს, რა არ მოგწონთ? ნელნელა ატყობს ხელს ნაკრებს, უელსს მეორე ტაიმში ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და რა მიზეზით უნდა გაუშვათ? ორი დიდი გამარჯვება მაისაშვილს ეკუთვნის. ვაცადოთ მსოფლიო თასიც იქნებ რას აკეთებს. არ იქნება სწორი მაისაშვილის შეცვლა.
anti
22 ნოემბერი 2022 11:23
20
თუ რამე შეიცვალა ისედაც მსოფლიო თასის მერე მოხდება მანამდე გამორიცხულია
გავაშა
22 ნოემბერი 2022 12:18
0
ცოტაც მოვიცადოთ და მაისაშვილი თუ ჯგუფიდან გაგვიყვანს მერე მოქალაქეობაც ჩამოვართვათ და მწვრთნელობაც. შემდეგ საერთოდ გავაგდოთ ქვეყნიდან. ღირსია აბა რა? წელს რა შედეგებიც გვქონდა ისტორიაში არ გვქონია და პატივი ვცეთ ქართულად.
G.LA
22 ნოემბერი 2022 19:36
3
მაისაშვილი არის 0-ი
ის რაც ბიჭებმა გააკეთეს, საერთოდ არ არის მაისაშვილის დამსახურება, 100%-ით ბიჭების თავდადებით მოხდა ეს!
ერთი კომპინაცია არ ყოფილა, ბოლო 3 თამაშში და მეტში კიდევ
ერმილე
23 ნოემბერი 2022 11:53
3
დაანებეთ მაისაშვილს თავი. შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს.
ტაბალი
22 ნოემბერი 2022 09:47
8
მაისაშვილს ისევ და ისევ მადლობა, გაწეული შრომისთვის, რაც შეუძლია, მაგას პატიოსნად ასრულებს და შედეგსაც აჩვენებს, თუმცა ყველა რომ ბედნიერი იყოს - მაისაშვილი შავ ლომში, რომელიც იმედია უკეთეს ტურნირებში იასპარეზებს მსოფლიო თასის შემდეგ და ჯონსი, ან მსგავსი კალიბრის მწვრთნელი ნაკრებში - ეს არის ნაკრების განვითარების და წინსვლის შანსი!
Just Supporter
22 ნოემბერი 2022 10:58
2
1000%
გიორგი
22 ნოემბერი 2022 11:12
1
ვეთანხმები კომენტარებს, მაისაშვილი ძალიან კარგი მწვრთნელია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კინაღამ შეეწირა რაგბს და ასეთი მწვრთნელი უნდა დავაფასოთ და მივცეთ კიდე დიდხანს შესაძლებლობა აკეთოს თავისი საქმე, რომელიც ძალიან უყვარს.
გიორგი
22 ნოემბერი 2022 10:05
6
არაერთიკური სტატია მგონია, პირდაპირ უელსთან მოგების მერე. ზუსტი ინფორმაცია მაინც ყოფილიყო, რატომ უნდა აწყენინოთ ამ მაისაშვილს პირდაპირ მოგების მერე? მადლობის მაგიერია?
კაპიტან გარდენბურგი
22 ნოემბერი 2022 13:16
8
როდესაც მაისაშვილი დაინიშნა ჯვარს ვაცვით, უვიციაო, გადადგესო და როგორ არ ლანძღა ხალხმა. ახლა მან და მთელმა გუნდმა უმაგრესი შედეგი დადო, მოუგო იტალის, დაამარცხა უელსი და ამის მერე გვინდა შევცვალოთ ლევანი ? რაღაც არამგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს. ჩემი მხარდაჭერა ლევანს.
QT
22 ნოემბერი 2022 10:38
14
ნეტა მართალი იყოს ეს ამბავი.
ლომი
22 ნოემბერი 2022 03:12
5
მაისაშვილზე დადებითი კომენტარების დისლაიქები გასაგებია 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდისგან. სხვა მხრივ არაფრის მაქნისი უსაქმური უნდა იყო რომ მის შედეგებს არ აფასებდე.
mmm
22 ნოემბერი 2022 13:02
7
შოთა ხაბარელი,საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწრთნელი,მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს და მეორე წელს,დაბალი კვალიფიკაციის ბრალდებით,ნაკრებიდან გაათავისუფლეს.ვართ, ასეთი "ობიექტურები" და ვერსად გავიქცევით.არსაკისძეს ხელი მოსჭრეს,რატომ კარგი აგიგიაო და ლევან მაისაშვილი,ვისი ტიკი ტომარააო?!ამის მთქმელები,ახლაც მრავლად გვყავს.მსოფლიოს თასამდე,მას ვერავინ შეეხება და მერე,შესაძლოა თვითონაც აღარ ისურვოს,ნაკრებში დარჩენა.ჩემპიონატის შემდეგ,დასხდებიან,ილაპარაკებენ და როგორც ქართული რაგბისათვის იქნება უკეთესი,ისე მოიქცევიან.ლევან მაისაშვილი,ჩვენი ოქროს ფონდია და ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება, მისი უნარების გამოყენება.დღევანდელ და ალბათ ხვალინდელ საქართველოს ნაკრებსაც,ჩემი აზრით არ სჭირდება ტოპ მწვრთნელი,ტოპ ხელფასით,რადგან ამჟამინდელი რესურსებით,დიდი ნახტომის გაკეთება,შეუძლებლად მოჩანს და რეიტინგში ერთი,თუნდაც ორი ადგილით წინ გადასასვლელად,რაგბის საერთო დონის ამაღლების გარეშე,ამდენი ხარჯის გაღება,არარაციონალური იქნება.თუ ზომიერი მადის და ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი გამოჩნდა,მაშინ რა თქმა უნდა მჯობნის მობნი არ დაილევბა და შესაძლოა მის მოყვანაზე ვიფიქროთ,თუმცა ლევან მაისაშვილი ისე ძირფესვიანად იცნობს ქართული რაგბის ყოველ ნიუანსს,რომ არა მგონია მასზე უკეთესი კანდიდატურა,უცხოეთიდან გამოჩნდეს,იგივე დაფინანსების პირობებში.ისიც საგულისხმოა,რომ ლევან მაისაშვილიც და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებიც,ნაკრებთან ერთად იზრდებიან და ეროვნულ კადრებს,რამხელა მნიშვნელობა აქვს,რაგბის განვითარებისათვის,მგონი მეტი წილისათვის მაინც გასაგებია.
სოსო
22 ნოემბერი 2022 19:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული