"ბილეთებზე საქართველოს რაგბის კავშირი დაგვეხმარა და ტრიბუნაზე ერთად ვისხედით. იყვნენ ჩვენი საელჩოდანაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოპირდაპირე ტრიბუნაზე ქართველების სხვა ჯგუფიც იყო შეკრებილი – 50-მდე კაცი და ნახევრად ცარიელ 3-ათასკაციან სტადიონზე საკმაოდ მრავალრიცხოვანმა ქომაგთა ჯგუფმა მოვიყარეთ
მატჩი ქართველებმა დამაჯერებლად, 40:8 მოიგეს, თუმცა ჰოლანდიელი გულშემატკივრები უფრო დიდ ანგარიშს ელოდნენ – წინ მსოფლიო თასია, სადაც 6 ერის ნაკრებებიც გამოდიან და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ მათ დამარცხებას უფრო მკვეთრი და სწრაფი თამაში სჭირდება. საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატს მსოფლიო თასისთვის სამზადისად განიხილავს.
ჰოლანდიური დიასპორაც მსოფლიო თასისთვის ემზადება. მიხეილ ლობჟანიძე ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თავიანთი ფან-კლუბი შექმნან "ფეისბუქზე", რომ ერთმანეთთან ოპერატიული კავშირი ჰქონდეთ. იმედი აქვს, რომ საქართველოს რაგბის კავშირი კვლავაც აღმოუჩენს დახმარებას ბილეთების შეძენაში ქართველ ჰოლანდიელებს და სექტემბერში საფრანგეთშიც უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებს. მანამდე მიხეილი საკუთარ შვილებს უგულშემატკივრებს, რომლებიც როტერდამში 4 წლიდან ვარჯიშობენ რაგბიში.
Rugby.ge