საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტორელავეგაში ესპანეთი 41:3 დაამარცხა.

დებიუტში ჩვენი გუნდი ტაბუცაძის დუბლით დაწინაურდა, აბჟანდაძემ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა, მასპინძლებმა კი მოედნის ცენტრიდან სამიდან ერთი საჯარიმოს რეალიზება შეძლეს. საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას ფლობდა, მუდმივად უტევდა, 25-ე წუთზე გიგაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძე გარდასახვისას ისევ არაზუსტი იყო. პირველი ტაიმის დასასრულს მასპიძლები მოგვეძალენ, თუმცა „ბორჯღალოსანთა“ დაცვა კარგად დაუხვდა, რასაც აბჟან
დაძის ლელო-გარდასახვა მოჰყვა და პირველი ტაიმი 3:22 დასრულდა.

მეორე ტაიმი ლამაზი კომბინაციის შედეგად შარიქაძის დაგვირგვინებული ლელოთი დაიწყო და აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მაღალი ბოჭვის გამო მამუკაშვილი გაასინბინეს, რითაც ესპანელებმა ვერ ისარგებლეს. მერე აფრასიძის კიდეზე გადაკიდებული ბურთი თოდუამ დაამიწა, მატკვას გარდასახვიდან დარტყმული ბურთი კი ძელს მოხდა. 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბე გაასინბინა, ნინიაშვილმა მათი დაცვა გააღრვია, ხოლო მატკავამ ამჯერად ზუსტად გარდასახა.

მაისაშვილის გუნდმა ა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 5 მარტს მასპინძლის უფლებით ითამაშებს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ხვალ, პორტუგალიისა და რუმინეთის შეხვედრაში გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გამარჯვებას გილოცავთ და მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის, ნამდვილად მშვენიერი თამაში იყო როგორც დაცვაში ისე შეტევაში, სტატიკაში და დინამიკაში, მაგრამ რომ არ დავწერო არ შეიძლება: ბოლო ორი თამაში დისციპლინა არის გამაოგნებელი - 6 სინბინი, ამხელა უპირატესობის ფონზე თან. დღეს 25 წუთში სამი სინბინი მივიღეთ.. ეს ნიშნავს რომ გუნდი მობილიზებული ვერ არის სათანადოდ ამ მხრივ, რაღაცეების უფლებას აძლევს თავს(მაგალითად,კაპიტანი ძალიან ბევრს ეკამათება მსაჯს, აფრასიძე საერთოდ ხელებს უქნევს ძველბიჭურად) და ძვირად არ დაგვიჯდეს რუმინეთთან ან მითუმეტეს პორტუგალიასთან. მაისაშვილმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს ამ ამბავს. კიდევ ერთი- დამთავრებულია დრო და იგებ უზარმაზარი სხვაობით, ხომ შეიძლება ადეკვატურად მოიქცე,გადააგდო აუტში და ტრამვის მიღების რისკი გამორიცხო? კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს და იმედია კიდევ ერთხელ აღმართავენ ერთა თასს!
ალექს
00:12 19-02-2023
0
15 ქულით (ან უფრო დიდი სხვაობით) უნდა მოგვეგო, რომ მსოფლიო რაგბის რეიტინგში ჩვენი ნაკრები დაბრუნებულიყო მე-12 ადგილზე. ამ გამარჯვების შემდეგ იტალია ჩავწიეთ მე-13 ადგილზე.
ქ. გ.
03:10 19-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული