შეხვედრაში "ბორჯღალოსნებს" პირველი ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა, რომელმაც მე-3 წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა- 3:0.
მე-11 წუთზე აუტის მოწოდების შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, რომელმაც ხაზი ბრწყინვალედ გაჭრა, ბურთი მერაბ შარიქაძეს გაატანა და ამ უკანასკნელმა ბურთი ძელებს შორის დაამიწა. აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:0.
34-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ძალიან კარგად გაათამაშეს ბურთი, რომელიც ბოლოს სანდრო თოდუას მიუვიდა და "ბორჯღალოსანთა" ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშემ რუმინელთა ჩათვლის მოედანი შეხვედრაში მეორედ დაალელოვა. თედო გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო: 17:0. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ამ ანგარიშითვე მოიგეს.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო და ლელოს შანსი ჩვენს გუნდს რამდენჯერმე ჰქონდა. ბოლოს, 55-ე წუთზე, რუმინელები ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმდნენ და შეხვედრის მთავარმა სტუმრები ტექნიკური ლელოთი დასაჯა - 24:0.
60-ე წუთზე რუმინელებმა მატჩში პირველი ქულები მოიპოვეს - მარიან კაპატინამ დიდხნიანი მოლი ლელოთი დაასრულა, ფლორინ პოპამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 24:7 გახდა.
ბოლო ლელო კი გაწითლებულ დროზე დაიდო - გელა აფრასიძემ ბურთი წინ ძლიერად დაარტყა, აკაკი ტაბუცაძემ 3 რუმინელს აჯობა, ბურთი ხელში ჩაიგდო და მატჩში ქართველთა მე-4 ლელო დადო. ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა 31:7 მოიგო.
ამ გამარჯვებით საქართველოს გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის ფინალში გავიდა და 19 მარტს, ესპანეთში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.