საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ფინალში ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვირას, 5 მარტს "ავჭალის სტადიონზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "ანთიმოზ ივერიელის თასისა" და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოპოვებისთვის რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 31:7 დაამარცხა.

შეხვედრაში "ბორჯღალოსნებს" პირველი ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა, რომელმაც მე-3 წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა- 3:0.

მე-11 წუთზე აუტის მოწოდების შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, რომელმაც ხაზი ბრწყინვალედ გაჭრა, ბურთი მერაბ შარიქაძეს გაატანა და ამ უკანასკნელმა ბურთი ძელებს შორის დაამიწა. აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:0.

34-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ძალიან კარგად გაათამაშეს ბურთი, რომელიც ბოლოს სანდრო
თოდუას მიუვიდა და "ბორჯღალოსანთა" ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშემ რუმინელთა ჩათვლის მოედანი შეხვედრაში მეორედ დაალელოვა. თედო გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო: 17:0. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ამ ანგარიშითვე მოიგეს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო და ლელოს შანსი ჩვენს გუნდს რამდენჯერმე ჰქონდა. ბოლოს, 55-ე წუთზე, რუმინელები ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმდნენ და შეხვედრის მთავარმა სტუმრები ტექნიკური ლელოთი დასაჯა - 24:0.

60-ე წუთზე რუმინელებმა მატჩში პირველი ქულები მოიპოვეს - მარიან კაპატინამ დიდხნიანი მოლი ლელოთი დაასრულა, ფლორინ პოპამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 24:7 გახდა.

ბოლო ლელო კი გაწითლებულ დროზე დაიდო - გელა აფრასიძემ ბურთი წინ ძლიერად დაარტყა, აკაკი ტაბუცაძემ 3 რუმინელს აჯობა, ბურთი ხელში ჩაიგდო და მატჩში ქართველთა მე-4 ლელო დადო. ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა 31:7 მოიგო.

ამ გამარჯვებით საქართველოს გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის ფინალში გავიდა და 19 მარტს, ესპანეთში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მამუკელაშვილი გარდა სხვა აუტის მომწოდებელი არ გვყვავს?!
David
11:16 06-03-2023
3
ამ გამარჯვებით რეიტინგში რამდენი ქულა მოკვემატება
ბექა ბერია
00:50 06-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული