საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ფინალში ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვირას, 5 მარტს "ავჭალის სტადიონზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "ანთიმოზ ივერიელის თასისა" და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოპოვებისთვის რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 31:7 დაამარცხა.

შეხვედრაში "ბორჯღალოსნებს" პირველი ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა, რომელმაც მე-3 წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა- 3:0.

მე-11 წუთზე აუტის მოწოდების შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, რომელმაც ხაზი ბრწყინვალედ გაჭრა, ბურთი მერაბ შარიქაძეს გაატანა და ამ უკანასკნელმა ბურთი ძელებს შორის დაამიწა. აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:0.

34-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ძალიან კარგად გაათამაშეს ბურთი, რომელიც ბოლოს სანდრო
თოდუას მიუვიდა და "ბორჯღალოსანთა" ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშემ რუმინელთა ჩათვლის მოედანი შეხვედრაში მეორედ დაალელოვა. თედო გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო: 17:0. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ამ ანგარიშითვე მოიგეს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო და ლელოს შანსი ჩვენს გუნდს რამდენჯერმე ჰქონდა. ბოლოს, 55-ე წუთზე, რუმინელები ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმდნენ და შეხვედრის მთავარმა სტუმრები ტექნიკური ლელოთი დასაჯა - 24:0.

60-ე წუთზე რუმინელებმა მატჩში პირველი ქულები მოიპოვეს - მარიან კაპატინამ დიდხნიანი მოლი ლელოთი დაასრულა, ფლორინ პოპამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 24:7 გახდა.

ბოლო ლელო კი გაწითლებულ დროზე დაიდო - გელა აფრასიძემ ბურთი წინ ძლიერად დაარტყა, აკაკი ტაბუცაძემ 3 რუმინელს აჯობა, ბურთი ხელში ჩაიგდო და მატჩში ქართველთა მე-4 ლელო დადო. ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა 31:7 მოიგო.

ამ გამარჯვებით საქართველოს გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის ფინალში გავიდა და 19 მარტს, ესპანეთში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვულოცავ ბიჭებს. იყო შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში დამაჯერებლად მოიგეს. იმედია შეცდომებს გამოასწორებენ პორტუგალიასთან. მომეჩვენა, რომ მსაჯი მოწინააღმდეგეს უდგებოდა, მაგრამ კლასში იმხელა სხვაობა იყო, თავადაც, რომ დაედო ლელო, არაფერი ეშველებოდათ.უბრალოდ საწყენია, შენს მოედანზე, ამა რომ აკეთებენ.
დიმა
18:32 05-03-2023
0
მიუხედავად იმისა რომ სტეჟარმა ერთად ერთი ლელო სწორედ მოლით დაგვიდო, მაინც ეტყობოდა რომ ბიჭებს მოლის წინააღმდეგ დალაგებული თამაში ჰქონდათ, რაც ადრე უჭირდათ, ამჯერად ერთი გამონაკლისის გარდა მაგრად გაართვეს თავი, აუტებიც ბლომად მოუგეს. შეცდომები გვქონდა მაგრამ ნაკლები ვიდრე წინა თამაშებში. ასე რომ მე კმაყოფილი ვარ ნაკრების ფორმით (ფიზიკურ ფორმას ვგულისხმობ თორემ ნაკრებს რომ შინდისფერი კვართი ინგლისური წითლით შეუცვალეს და ვაზის ლერწი ჩამოართვეს მაგ ფორმაზე კმაყოფილი ვერ ვიქნები) და თქვენი არ ვიცი
ბს
22:00 05-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული