ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში პორტუგალიასთან საინტერესო თამაშის მოლოდინშია.

პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში, ჩემპიონი ფინალურ ჯახში გამოვლინდება, რომელიც 15-ათასიან „ნუევო ვივეროზე“ საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.

„ფინალი ერთი თამაშია და ვინც უნდა იყოს მოწინააღმდეგე, ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, ჩვენი მეტოქე პორტუგალია ბოლო რამდენიმე წელია ვითარდება. მეტოქე გუნდი კარგი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და ფაქტიც სახეზეა - ფინალამდე ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგო. იმედი მაქვს, კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
2019 წლიდან პორტუგალიის ნაკრებს სათავეში უდგას გამოცდილი ფრანგი მწვრთნელი, რომელმაც სამჯერ გახადა ტოპ 14 ჩემპიონი "ბიარიცი" 2001/02, 2004/05 и 2005/06 წლებში.
....
18:15 15-03-2023
0
რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევ? აქამდე რა, ყველა თამაში რომ გვქონოდა ორივეს მოგებული და ბოლო თამაში ყოფილიყო დარჩენილი ( თან შეიძლება პორტუგალიაში ყოფილიყო) რა შეიცვლებოდა?
რეზო
21:48 13-03-2023
1

სიახლეები პოპულარული