"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
რა სახით იყურება?!
ბექა
14 მარტი 2023 16:02
11
აქ ვინც კომენტი დაწერა, ალალად მითხარით, რომელს გაქვთ ის კანონპროექტი წაკითხული?
თამაზი
14 მარტი 2023 16:01
26
არადემოკრატიული მთავრობის ხელში ეგ კანონი საქართველოს საქმეს არ აკეთებს. მთავრობის კომფორტს ემსახურება, რომ მაგათ ჩასვრილს საქმეებს ნაკლები ხმაური მოყვეს და სკამები შეინარჩუნონ. კანონის წაკითხვაზე აპელირება არასწორია. ამ შემთხვევაში მთავარი შინაარსია და არა ფორმა.
გიო
14 მარტი 2023 16:36
6
კაჭი,ჯერ რომ ხალხისათვის ამ კანონის არსი აგეხსნათ და რასაც ახლა ამბობთ,მანამდე გეთქვათ,ნაცებს და უცხოელ "მეგობრებს"არ გამოუვიდოდათ ამ ხალხის ქუჩაში გამოყვანა,მაგრამ რას აკეთებთ,წინასწარ არ ფიქრობთ და საკუთარ თავს დააბრალეთ.პარლამენმტი და მთავრობა,იმიტომაა,ყველა პარტნიორს ელაპარაკოს და კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.თქვენ კი,ყველა მტრად მოიკიდეთ,რადგან სადაც ჩუმად უნდა აკეთებდეთ,იქ ლაპარაკობთ და სადაც უნდა ლაპარაკობდეთ,იქ ხმას არ იღებთ.თუ ჭკვიანურად,არგუმენტებით დაელაპარაკებით,ჩხუბსაც აიცილებთ თავიდან და საჭირო მიზანსაც მიაღწევთ.პოლიტიკაც ხომ სწორედ ესაა.უდიდეს პატივს გცემ,როგორც სპორტსმენს,ვიცი,კარგი ადამიანიც ხარ.მორაგბე ხარ და შესაბამისად,არც ვაჟკაცობაში დაუდებ ვინმეს ტოლს,მაგრამ პოლიტიკა სულ სხვა რამეების ცოდნასაც მოითხოვს და ოცნებაში,ამას ვერ ვხედავთ.ცოდნა,პატიოსნება,ანალიზის უნარი,შორსმჭვრეტელობა და მოქნილობაა საჭირო პოლიტიკაში.ქვეყნის ინტერესების, საკუთარზე წინ დაყენება და მისთვის თავგანწირვა.რამდენს ხედავ ასეთს,თქვენ გვერდით?ნაცების ტყუილიც გადის,თქვენი კი,მართალიც ვერა და ეს ვის დავაბრალოთ?თქვენ პარტიაშიც,ბევრი რომ ძალიან გასუქდა,მაგასაც ხომ ხედავს ხალხი და ქვეყანა რომ იცლება,მაგასაც.ვის დავაბრალოთ?თუნდაც ნაცები ისევ რომ ბოგინობენ და ყოველ წამს,პრობლემებს უქმნიან სახელმწიფოს,მაგაში ხალხია დამნაშავე თუ თქვენი პარტია და კოჰაბიტაცია?რასაც თესავთ,იმას იმკით და ქვეყნის ინტერესები ეწირება ამას.ეს უნდა გაწუხებდეთ ყველაზე მეტად და მაშინ ბრალსაც ვერავინ დაგდებდათ,ხოლო ვინც შემოგბედავდათ,თვითონ ხალხი გასცემდა, საკადრის პასუხს
სოსო
14 მარტი 2023 22:12
20
პროლეტარებიო ყველა ქვეყნისა შეერთდით! ქარხნები - მუშებს! მიწა გლეხებს! ძალაუფლება საბჭოებს! ძირსმეფე, მაღლა მუშა! წინ კომუნიზმისკენ
ილიჩი
14 მარტი 2023 20:07
7
ამდენი ბოლშევილი როგორ მოგროვდა საქართველოში? ხალხის ბულინგი, წიგნების დაწვა, ლექტორების აუდიტორიებოდან გამოყრა!
ეგ გავიარეთ კომუნისტების დროს. როდესაც უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილიც არ შეუძვეს და ილიაჭ ავჭავძეს სოციალ-დემოკრატები მტრად აცხადებდნე. გავიარეთ გასულ საუკუნეში და რაღას იმეორებთ, რით ვერ ისწავლეთ და გაიზარდეთ?

როდის უნდა დამთავრდეს "დემოკრატიული" რევოლუციები. თქვენ თვითონ ვინ ხართ ქართველი ხალხის სახელით, რომ ატერორებთ ადამიანებს, რომლებიც თქვენნაირად არ თქვენ რომ გსურთ ისე თუ არ ფიქრობან ან ისე თუ არ იქცევიან? თქვენ ხართ მხოლოდ ქართველი ერი , და სხვა არავინ არსებობს?
ეს არის ტქვენი თვისუფლების და დემოკრატიის გაგება? ასე გესმით ადამიანის უფლებები?





ლევანი
14 მარტი 2023 18:34
29
შეადარეთ ერთმანეთს ჯავახიშვილი და კობახიძე, ილია და მდინარაძე...
უშანგი
14 მარტი 2023 19:12
3
დალოცვილო, ამდენჯერ რო იხმარე სიტყვა "დაწვა", ერთხელ დროშის დაწვაც გეხსენებინა სადმე :)
Miriani
14 მარტი 2023 19:10
5
ყველა გამოხმაურება
დავით გენაცვალე გულში, შემცდრებს და ცალ ფეხზე მდგომებს ან ჰაერში აწეულ ფეხებიანებს ნუ უსმენ და ნუ აქცევ ყურადღებას. სიმართლე ღირსებაშია, უღირსები კი მონები არიან, 30 წელია ევროპის კარში ვდგავართ და კიდეც ვიდგებით სანამ პარტნიორად და არა სათამაშოდ არ გვაღიარებენ, არავის მონები ჩვენ არ ვართ არც საბჭოთა და არც ევროსი, ორივე ძირგამომპალი კავშირია
პაატა
16 მარტი 2023 13:58
17
რა სახეაქ არანორმალურის
nato
14 მარტი 2023 18:28
8
ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს დათო . შენნაირი მამულიშვილები გვიმრავლოსღმერთმა .
zaza
14 მარტი 2023 15:55
33
კანადა და ევროკავშირი მსგავს კანონებს თუ იღებენ იქ კონკრეტულაა ჩამოთვლილი, რომ ის მიმართულია მტრულად განწყობილი სახემწიფოების[რუსეთი ჩინეთი და ა.შ.] აგენტების მიმართ, რომლებიც ეწევიან ლობისტურ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან მთლიანობაში საერთაშორისო სამართალს.ის კანონი კი, რომლის მიღებასაც ასე სამარცხვინოთ ცდილობდნენ,მიმართული იყო შეფარვით მთლიანად დასავლური არასამთავროებისა და ქართული ე.წ.კრიტიკული მედიის წინააღმდეგ,თურმე რუსეთიდან ცხადათ თუ ფარულად ათასი ჯგუფების დაფინანსება,რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან ქართული სახემწიფოს წინააღმდეგ და რომელიმე ქართული კრიტიკული ტვ-ს დაფინანსება ერთი და იგი ყოფილა,თურმე სახემწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა,ოკუპაციის ხელის შეწყობა და მთავრობის წევრების კრიტიკა, თუნდაც გადაჭარბებული ერთი და იგივე ყოფილა, ამათ ჭკუა სუსტები გონიათ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები,განსაკუთრებით კი ქართველების უმეტესობა....თორემ ევროპულ და რუსულ არასამთავრობო დაფინანსებას შორის ტოლობას არ დასვამდნენ....ამ გადაგვარებულმა ბრიყვმა კი თავისთანებს მიაფურთხოს...
კი აპაა!!!
15 მარტი 2023 10:32
6
ეხლა უკვე აზრი აღარ აქვს შენ 20 წელს.....ერთმა თითის დაჭერამ დაგღუპა
ტრეი
15 მარტი 2023 10:29
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული