"შეწყდეს "ბორჯღალოსნებზე" ზეწოლა, მათ წინ ისტორიული მისია ელით" - რაგბის კავშირის პრეზიდენტი

AutoSharing Option
მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის, ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით, – შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის, – მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, – შექმნან მომავალი.

ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის, მორაგბეების სოცქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპის თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან... სინამდვილეში სწორედ ისინი არიან პატრიოტები,
– მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსთან და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე; დაანახეს, როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო.

მოვუწოდებ ყველას – ვის ინტერესსაც უნდა ემსახურებოდეთ, თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან, წინ კი არ გადაუდგეთ მათ, არამედ დაუდექით გვერდში და სპორტულ აღმასვლაში შეუწყვეთ ხელი. წელს უმცროსიც და უფროსი "ბორჯღალოსნებიც" მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ და მთელი ერის თანადგომა სჭირდებათ, რომ ახალი იტორიული გამარჯვებებით ისევ ასახელონ სამშობლო. დიდი გამარჯვებები კი ჩვენს ერთად დგომას, მშვიდობას და შრომას მოაქვს მხოლოდ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
მხედრიონელი ტყემალაძე რო პატრიოტიზმზე დამოძღვრავს ვინმეს...
გიორგი
19 მარტი 2023 20:46
2
Ვისაც მისი ბურტყუნი გაგიგიათ, ხომ ხვდებით რომ ეს ამის ნაწერი არ არის, გამოუგზავნეს მთავრობიდან ტექსტი, ეგ შენი სახელით დადეო და დადო, აბა თავისუფლება მინდაო და აქციას ხომ არ შეუერთდება საკუთარი ბატონის წინააღმდეგ.
Ქომაგი
19 მარტი 2023 08:49
6
ანდაზა გამახსენდა: :"დიდი კაცის" ჟესტიანშიკი დიდი კაცი არ არისო ....
ეჰჰჰ
18 მარტი 2023 04:54
4
ეს კაცი იმდენს იზამს, რაგბისაც შეგვაძულებს ....
სიმართლის მოყვარული
18 მარტი 2023 04:51
7
ეს ოფიციალურად რუსია, გადატანითი მნიშვნელობით კიარა ))
oceola
18 მარტი 2023 00:09
7
კმაყოფილი მაღალი თანამდებობის პირის დემაგოგიური განცხადება
maxo
17 მარტი 2023 19:51
10
ისე ლაპარაკობს ტყემალაძე, თითქოს თავად არ იყოს მოსული (უფრო სწორად მოყვანილი) რაგბის კავშირის პრეზიდენტად, ბორჯღალოსნებზე ზეწოლის შედეგად...
ნიკა
17 მარტი 2023 19:39
9
არ გაგაყიდინებთ.
Georgia forever
17 მარტი 2023 13:46
7

რაგბის წარმატება,ერის წარმატებაა,მით ერი ძალინ ამაყობს...მაგრამ ერს უპირატესად- წარმატებული სახელმწიფო ჭირდება და მისთვის სპორტული სამყაროც ვალდებულია ჩაერთოთ,თან აქტიურად...
თორემ ჯერ- ODKB-ს ნაკრები,მერე -რუსეთის ნაკრებში თამაშს რომ გიბრძანებენ- მიგითითებენ,მერე ვის რას დააბრალებთ(?!),
და მის საფრთხეს რომ დღესაც ვერ-არ ხედავთ,ეს უწიგნურობის ბრალია,ან ვაჭრებივით ვერაგობის და...
გლახუნა
17 მარტი 2023 11:18
14
ნიკო- ნუ მებჟუტურები...
გლახუნა
20 მარტი 2023 12:38
1
ნეტა არ გენიოსობდე გლახუნა,საერთო მოტივი გასაგებია,მაგრამ ეს დასავლეთიც გრუს აგენტებით,ვაშაძე დიდი და პატარა,მიხუილას ბიძა კაგებე,ღრუსეთიდან დაფინანსებული ხოშტარია და ა.შ. ტიპებით რო გვტენის თავის აღვირახსნილ მიზნებს რა ვქნათ?!ორმაგი სტანდარტები?!დადგმული ომი(უამრავი პატრიოტი რო შეიწირა),ნაჩუქარი ტერიტორიები და ვითომ დალაგებული პოლიტიკური სივრცე,რუსეთი ცუდიას ძახილით ქვეყანას რა?!ქართველებზე კარგად არავინ იცის რუსეთი როგორი მტერია საქართველოსი,ტოტლებენიდან დაწყებული მათი ვერაგობა კარგად ვიცით,მაგრამ მაგ თქვენი 400 წლიან იმპერიასაც რო დედა აქვს უკვე აფეთქებული ვერ ხვდებით?!მთავარი მოთამაშე ჩინეთი რო ჯერ-ჯერობით ჩრდილშია ვერ იაზრებ?!ვისი მოკავშირეა კარგად იცი...ამერიკას პიზ დეცი აქვს დიდი ხანია და მარტო ჰიროსიმა/ნაგასაკის სასაკლაოსთვის მოეკითხება მალე...ჩვენ მათთვის არავინ ვართ,არც რუსეთისთვის ვართ არავინ,ორივეს ხელში იარაღად,ბუტაფორიად ვიქეცით და ერთმანეთს გვაჭმევინებენ....არა რუსეთს,არა დასავლეთს,გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქრთველოს...
ნიკო
17 მარტი 2023 13:58
9
აქ ლაპარაკია, რომ როგორმე მშვიდობა შევინარჩუნოთ, უძლიერესი ზეწოლის ქვეშ არის ქვეყანა და ყველანი ცოტათი მეტად ფზიხლად უნდა ვიყოთ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვზომოთ ჩვენ-ჩვენი სიტყვა აქაც და სხვაგანაც თქმული..
გივი
17 მარტი 2023 10:36
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული