"შეწყდეს "ბორჯღალოსნებზე" ზეწოლა, მათ წინ ისტორიული მისია ელით" - რაგბის კავშირის პრეზიდენტი

AutoSharing Option
მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის, ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით, – შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის, – მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, – შექმნან მომავალი.

ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის, მორაგბეების სოცქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპის თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან... სინამდვილეში სწორედ ისინი არიან პატრიოტები,
– მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსთან და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე; დაანახეს, როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო.

მოვუწოდებ ყველას – ვის ინტერესსაც უნდა ემსახურებოდეთ, თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან, წინ კი არ გადაუდგეთ მათ, არამედ დაუდექით გვერდში და სპორტულ აღმასვლაში შეუწყვეთ ხელი. წელს უმცროსიც და უფროსი "ბორჯღალოსნებიც" მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ და მთელი ერის თანადგომა სჭირდებათ, რომ ახალი იტორიული გამარჯვებებით ისევ ასახელონ სამშობლო. დიდი გამარჯვებები კი ჩვენს ერთად დგომას, მშვიდობას და შრომას მოაქვს მხოლოდ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
ძალიან სირცხვილია და მომაბეზრებელი სიცრუეში ცხოვრება. დაასახელეთ ვინ მორაგბეზეა ზეწოლა? რატომ ხართ სულ სიცრუეში ჩაფლული და ვითომ ვიღაცას ატყუებთ? რაგბისტი ვინ არის ის პარლამენტარი ჯერ ის და მერე ასე რომ დააჭერინეს ხელი პარლამენტში? გამოხტა აქ დამცველი. ხან რაგბისტებზე ზეწოლა გესიზმრებათ, ხან ფაშისტები და სატანები გარშემო. ქართველი ხალხი გებრძვით, ევროპა გებრძვით, ამერიკა გებრძვით....დაოკდით ტოვარიშ ქოცებო. ასე ესიზმრებათ რუსებს ყველა თავის მტრებად. რას დაემსგავსედ?
G.LA
16 მარტი 2023 21:23
49
მაგ სიმართლით იარე.შეცდომით დამეჭირა ლაიკზე.
Giusha3232
16 მარტი 2023 22:09
30
ხომ ვიცით ვისი კაცი არის ეს "პრეზიდენტი", Xომ ვიცით ვის ემსახურება!
გია
16 მარტი 2023 22:16
28
მე ბიძინას დამცველად ვერ გამოვდგები, უბრალოდ სარაგბო წრეში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ,ყველა გიპასუხებთ,რომ არა ივანიშვილი საქართველოში რაგბი იქნებოდა იმავე დონეზე რაც 90-იანებში.არ მოედანი,არ ინფრასტრუქტურა,არც ფული
საქართველო
16 მარტი 2023 23:35
12
ანუ რას წერთ, ხვალ რომ ბიძინას აღარ მოუნდეს რაგბის დაფინანსება, 90 იანი წლების დონეზე დავალთ?! ე.ი არ ყოფილა რაგბი ჩვენი თამაში-კონკრეტული, ერთი ადამიანის კეთილგანწყობაზე თუ არის დამოკიდებული.
საერთოდ, თუ შეწყდება სპორტის სახეობების პოლიტიზირება და ხელისუფლებები დაანებებენ შიდა საქმეებში ცხვირის ჩაყოფას, კარგი იქნება.
ციციკორე
17 მარტი 2023 10:14
7
ვინც რაგბი დღევანდელ სიმაღლეზე აიყვანა,აუშენა სავარჯიშო ბაზები,აკადემიები და სტადიონები,იმათ აბრალებენ რაგბის დაქცევას ისინი,ვინც მხოლოდ თბილისში 11 სტადიონი დაანგრია და სპორტის აკადემია გაყიდა,ვინც ბათუმის სტადიონი დაანგრია,ისინი აგინებენ იმათ,ვინც ახალი სტადიონი აუშენა ბათუმს.თბილისს,ახალი სპორტის სასახლე,საციგურაო დარბაზი,უამრავი მუზეუმი, ეკლესია,კულტურის ცენტრი ააშენა,ან რეაბილიტაცია ჩაუტარა.ვინც გაყიდა დავით გარეჯი,აფხაზეთი და სამაჩაბლო,ვინც ზეიმობდა,მერე რა,173 სოფელი თუ ჩავაბარეთ რუსეთს და იქიდან მოსახლეონბა გჰამოყარეს,ეგ მხოლოდ ქვების გროვაა,სამაგიეროდ რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენითო.ეს ის ხალხია,ვინც ომში დაღუპული ჯარისკაცების,აგვისტოს ხვატში მზეზე დაყრილების,საფლავებისათვის მისაბარებლადაც კი არ შეიწუხა თავი და მთელ საქართველოში ზეიმობდა დამარცხებას.ეს ის ხალხია,ვისი თავდაცვის მინისტრიც,სიგარეტზე ეგზავნებოდა ხოლმე,ყოფილ პრეზიდენტს და 2012 წელს,მილიარდერად წავიდა,თანამდებობიდან.ან ვის უძახიან რუსეთუმეებს,როცა ყოფილი პტრზიდენტის ბიძა,უშუალოდ პუტინთან დაახლოებული პირი და იარაღით არალეგალური მოვაჭრე იყო,მისი რეფორმების და სახელმწიფო ქონების გაყიდვის განმგებელი,ბენდუქიძე,უშუალოდ პუტინის მოთხოვნით გამოგზავნილი,ყოფილ პრეზიდენტთან და რამდენიმე წლის შემდეგ,მათი პრეზიდენტობის კანდიდატი,ვაშაძე,რუსეთის მოქალაქე,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნამუშევარი და მინისტრის მოადგილის ყოფილი სიძეა?ეგენი იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ?ჰკითხეთ აფხაზეთში პარტიზანული რაზმის,ტყის ძმების მეთაურ დავით შენგელიას,რა გაუკეთეს ნაცებმა და მათმა პრეზიდენტმა,ან გაიკითხეთ,რა ხდებოდა კოდორის ხეობაში და რატომ დაშალეს ხეობის დამცველი რაზმი "მონადირე",მერე კი,.მთელი შეიარაღება რუსებს დაუტოვეს და ტყვიის გაუსროლელად ჩააბარეს ხეობა.სხვა კი არაფერი გაუკეთებია,საბჭოთა კავშირის მოღალატე გენერალ ვლასოვს.ახალგაზრდებს მივმართავ:დაფიქრდით!გატყუებენ და როცა მიხვდებით რომ მოტყუვდით,მერე შეიძლება ძალიან გვიან იყოს.მაგათ შევარდნაძე მოატყუეს და თქვენი მოტყუება გაუჭირდებათ?ერთხელ უკვე დააყენეს მაგათ ახალგაზრდების სისხლის ტბები,საქართველოში და მეორედ თუ დაბრუნდნენ,მერე,ეს სისხლი,უკვე თქვენი სისხლი იქნება,თუმცა ვეღარაფერს გამოასწორებთ.
სოსო
17 მარტი 2023 00:15
27
სოსო! როგორც ყოველთვის კარგი და ობიექტური შინაარსის კომენტარები გაქვს! აბსოლუტურად ყველა სიტყვაში გეთანხმები! სანაცეთი, სხვისკენ რო გაიშვერს ხელს, რატო ღმერთი არ გაიცინებს? მაგათი აგიტაცია-პროპაგანდა მიმართულია, ახალგაზრდების დამუშავებაზე, რომელთა ნაწილს ტვინები უკვე საკმაოდ გამოურეცხეს. ეხლანდელ თაობას, რომლებიც მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ, უბრალოდ არ იციან, თუ რა სისხლიანი რეჟიმი მართავდა საქართველოს. ნაცების დაძახებაზე როგორ უნდა გახვიდე ნორმალური ადამიანი?! 9-ა აპრილს რო აპირებს ნაცების მთავარი მასხარა ხაბეიშვილი, ქართველებმა არ უნდა დავუშვათ მაგათი იქ მისვლა და შეკრება!
სოსოს
17 მარტი 2023 19:40
6
სოსოს
იქნებ სათაური მაინც წაიკითხო თუ სტატიის წაკითხვა გეზარება და მერი აფრქვიო აზრები? ტროლობა მეტი რამე კი არაა აზრის გადატანა გინდოდეს სისულელეზე. აქ სტატიაში მოწოდებაა შეწყდეს ''ბორჯღალოსნებზე'' ზეწოლა და იქნებ დაასახელო რომელ ''ბორჯღალოსანზეა'' ზეწოლა. პარლამენტარი აღარ ითვლება ''ბორჯღალოსნად'' ის ბატონი ''კანონებს გვიწერს'' DDD
G.LA
17 მარტი 2023 10:09
6
ყველა გამოხმაურება
შენ და კობიაშვილი მალე ჩაკიდებთ ხელს. გზა იცით ორივემ...
svani
17 მარტი 2023 02:33
44
ხო ჩვენ ხეები დავრგოთ და ჭკვიანად ვიყოთ და თქვენ ბიუჯეტს მოაჯექით და გააჭენეთ
კ.მარქსი ფ.ენგელსი
17 მარტი 2023 01:49
32
რატომ აიგივებთ ეს სპორცმენები თავს გმირებთან? ფული თქვენ არ გაკლიათ და მთავრობისგან პრივილეგიები, თამაშობთ ფულის გულისთვის ყველაფერზე მიდიხართ და თან გმირები გინდა გეძახონ? ჩემმა მეზობელმა რა თქვას ძმა და შვილი დამარხა ომში დაღუპული ობოლ შვილიშვილებს გაჭირვებით ზრდის და მხოლოდ 8 აგვისტოს თუ გადმოუგდებს მთავრობა 500 ლარს. მკვდრების საფლავებზე ყვავილები მიგაქვთ და გმირები ხართ? არცერთმა სპორცმენმა თავს გმირი არ უწოდოთ! თქვენ არც გაჭირვება იცით და არც სიცოცხლე გაგიღიათ !
Semi
16 მარტი 2023 23:36
20
რა მნიშვნელობა აქვს, ვის დაკრულზე იცეკვებ? ამერიკელის თუ რუსის? თუ ამერიკული, ჯაზია, როკია, უფრო სვეცკურია, რუსული კი გოიმური ბალალაი არა? არც ართია შენი, და არც მეორე. ქართულს მიხედეთ, ერთმანეთის ჭამას, ის სჯობს. რას დაემსგავსეთ ხალხო? არც ერთი არ ვარგა, ვინც საქართველოს ინტერესს არ ემსახურება!
როდის გავიგებთ ნეტა?
ლევანი
16 მარტი 2023 23:04
34
3 მიზანი ჩამომითვალე ამერიკას რა ცეკვა უნდა რომ ვიცეკვოთ და მე რუსულს ჩამოგითვლი 10 მიზანს თუ რა უნდა ჩვენგან! აქ რომ გაიძახი რა უნდა ამერიკას ჩვენგან?!
.
17 მარტი 2023 02:31
12

დაანებე თავი მაგ რუსულ დაუსრულებელ- ანტი დასავლურ დემაგოგია-სიძულვილის პროპაგანდას უწიგნურების კიდევ უფრო გამოთაყვანება,დეზორიენტირება,მერე გამოყენებისათვის მომართულს...აბა მოიძიეთ- სახელმწიფო,არსი,ფუნქცია,განმარტება მაინც -როგორი არის(?!)!
მერე -როგორ უნდა განვავითაროთ- განვამტკ6ცოთ სახელმწიფო,ან როგორ განვავითაროთ ეკო-კა,მით სახელმწიფოს თავდაცვა-უსაფთხოება, მით...
ე.ი. როგორი მმართველობის პოლიტ-რი სისტემა ავითარებს-ამტკიცებს თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფოს,და რატომ(?!),
ან როგორი ეკო-რი პოლიტ-კა,და რატომ(?!),
ან...
აშშ-დასავლეთი გვიზიარებს გამოცდილებას- როგორ შეიძლება წარმატებული სახელმწიფოს შექმნა,რეკომედაციებს + თანადგომა,მხარდაჭერას...
აბა,თავი მაინც ასწიე მაღლა და კარგად-მუმოიხედე-რომელ ერებს აქვს წარმატებული სახელმწიფოები,და რატომ(?!)

და რუსეთს-რა უნდა,და რატომ 250 წელიწადია- სრულად ახალგაზრდობამ ძალიან კარგად იცის- შეისწავლა და შესაბამისი დამოკიდებულებები გააჩნიათ!
კახაბერი
17 მარტი 2023 10:57
6
მაგდენი რომ ესმოდეთ ქუჩებში კი არ ირბენდნენ...რაც უფრო მეტ ცნობილ ადამიანს ჩაითრევენ მით მეტი შანსი აქვთ არეულობისათვის, მაგისთვის უხდიან ფულს და მაგ ფულს გამომუშავება უნდა)))
Guderian
16 მარტი 2023 21:04
35
ახლავე თუ ვერ მიხვდებიან ვის მხარეს უნდა იდგნენ..მერე კაწარავას დაემგვანებიან.და ვირაცის დაკრულზე ითამაშებენ..და კიდევ როცა უყურებ ამათ განარჯვებებს და მერე ამ ხელისუფლების ვაი პატრიოტები ეტმასნებიან ეს მიურებელია. უნდა მოხდეს ამის განსაზრვრა. სენ ქვეყანასტვის თამასობ ტუ მედროვე ფულის მონებისტვის?
ტროლებს სიკვდილი
16 მარტი 2023 21:09
44

რაგბის წარმატება,ერის წარმატებაა,მით ერი ძალინ ამაყობს...მაგრამ ერს უპირატესად- წარმატებული სახელმწიფო ჭირდება და მისთვის სპორტული სამყაროც ვალდებულია ჩაერთოთ,თან აქტიურად...
თორემ ჯერ- ODKB-ს ნაკრები,მერე -რუსეთის ნაკრებში თამაშს რომ გიბრძანებენ- მიგითითებენ,მერე ვის რას დააბრალებთ(?!),
და მის საფრთხეს რომ დღესაც ვერ-არ ხედავთ,ეს უწიგნურობის ბრალია,ან ვაჭრებივით ვერაგობის და...
გლახუნა
17 მარტი 2023 11:18
14
ნეტა არ გენიოსობდე გლახუნა,საერთო მოტივი გასაგებია,მაგრამ ეს დასავლეთიც გრუს აგენტებით,ვაშაძე დიდი და პატარა,მიხუილას ბიძა კაგებე,ღრუსეთიდან დაფინანსებული ხოშტარია და ა.შ. ტიპებით რო გვტენის თავის აღვირახსნილ მიზნებს რა ვქნათ?!ორმაგი სტანდარტები?!დადგმული ომი(უამრავი პატრიოტი რო შეიწირა),ნაჩუქარი ტერიტორიები და ვითომ დალაგებული პოლიტიკური სივრცე,რუსეთი ცუდიას ძახილით ქვეყანას რა?!ქართველებზე კარგად არავინ იცის რუსეთი როგორი მტერია საქართველოსი,ტოტლებენიდან დაწყებული მათი ვერაგობა კარგად ვიცით,მაგრამ მაგ თქვენი 400 წლიან იმპერიასაც რო დედა აქვს უკვე აფეთქებული ვერ ხვდებით?!მთავარი მოთამაშე ჩინეთი რო ჯერ-ჯერობით ჩრდილშია ვერ იაზრებ?!ვისი მოკავშირეა კარგად იცი...ამერიკას პიზ დეცი აქვს დიდი ხანია და მარტო ჰიროსიმა/ნაგასაკის სასაკლაოსთვის მოეკითხება მალე...ჩვენ მათთვის არავინ ვართ,არც რუსეთისთვის ვართ არავინ,ორივეს ხელში იარაღად,ბუტაფორიად ვიქეცით და ერთმანეთს გვაჭმევინებენ....არა რუსეთს,არა დასავლეთს,გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქრთველოს...
ნიკო
17 მარტი 2023 13:58
9
ნიკო- ნუ მებჟუტურები...
გლახუნა
20 მარტი 2023 12:38
1

სიახლეები პოპულარული