შოტლანდიამდე საქართველოს ნაკრებმა აშშ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აშშ 22:7 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნები“, რომელსაც ტრავმამორჩენილი ნინიაშვილი დაუბრუნდა, სრულად დომინირებდა და იუბილარმა ტაბუძაძემ (დღეს 26 წლის გახდა) თავისი 29-ე სანაკრებო ლელოთი დააწინაურა, მატკავამ კი გარდასახვა ვერ გამოიყენა. მეორე ლელო ამერიკელებს მამუკაშვილმა აგორებული მოლის შედეგად დაუდო, ხოლო მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. თუმცა, მეტოქემ მალე ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა მოწინააღმდეგის მრავალფაზიანი შეტევა მოიგერიეს და პირველი ტაიმი 12:7 მოიგეს.

მეორე ტაიმი ნინიაშვილის ლელოთი და მატკავას გარდასახვით დაიწყო. მერე მატკვავამ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ბოლოს მსაჯმა ამერიკელი მორაგბე
გაასინბინა, "ბორჯღალოსნებმა" ლელოს გატანის შანსი ხელიდან გაუშვეს და მატჩიც დასრულდა.

მსოფლიო თასამდე „ბორჯღალოსნები“ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს - 26 აგვისტოს ედინბურგში შოტლანდიას დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - აშშ 22:7

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან ბევრი პინგპონგი იყო დღეს, ალბათ მწვრთნელის დავალების გამო. დაცვაში შესანიშნავად იდგა გუნდი, ერთადერთი შეცდომა დაუშვეს მთელი თამაშის განმავლობაში და რეალურად უშანსოდ წააგო ამერიკამ. თაფლაძე და მოდებაძე ძირითადის ხალხია აუცილებლად.
ალექს
21:03 19-08-2023
3
საოცრებაა ამერიკის ასეთი ნაკრები რომ მსოფლებზე ვერ მოხვდა, თუმცა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო სპარინგი კი გამოვიდა!
Irakli
00:49 20-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული