"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

AutoSharing Option
დღეს, მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ბოლო ტესტ-მატჩს ედინბურგში შოტლანდიასთან ჩაატარებს. მასპინძლები ჩვენს გუნდს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. შეხვედრამდე კომენტარი "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: "ჩემი შეფასება ამ გუნდს არ სჭირდება. ნახეთ, როგორი მოსამზადებელი თამაშები ჩაატარა. აბსოლუტურად დაბალანსებულია, მაღალი კვალიფიკაციის მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს დიდი შესაძლებლობა და გამოწვევაა, რასაც ვაფასებთ. პირველი გუნდი დაგვიყენეს და საუკეთესო შემადგენლობა. მახსოვს, ბოლოს, როდესაც მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ, ეს ტრიბუნა ცარიელი და უჩვეულოდ
დადუმებული იყო. ხვალინდელ მატჩს ყველანი მოუთმენლად ველოდებით. ეს სტადიონი გაივსება და აქ ისეთი ატმოსფეროა, ნებისმიერი ადამიანი ინატრებდა ხვალ ჩვენს ადგილზე ყოფნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დიდი მოლოდინი გვაქვს და ვნახოთ. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა".

მერაბ შარიქაძე: "მეტოქე ნამდვილად საუკეთესო ფორმაში ხვდება ჩვენთან შეხვედრას, ფანტასტიკურად თამაშობენ. ერთი მატჩი საფრანგეთს მოუგეს, მეორე პატარა ანგარიშით წააგეს, ბოლოს კინაღამ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. რამდენიმე წელია მაგრად გამოიყურებიან. ვიტყოდი, რომ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. 2022 ძალიან დასამახსოვრებელი წელი გვქონდა. 2023 წელსაც შევძელით არაერთი გამარჯვების მოპოვება, თუმცა ისეთ ძლიერ მეტოქესთან არ გვითამაშია, როგორიც შოტლანდიაა და ამაშია ამ დაპირისპირების მთელი შინაარსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი თავი, ვნახოთ, სად ვართ და თუ რაიმე პრობლემა იქნება, სჯობია ამან ახლა იჩინოს თავი, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე".

"მარიფილდზე" მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გვჭირდება;
1- აუტი- დერეფანზე სერიოზული მუშაობა, გრანდებთან ერთი შეცდომაც არ უნდა დაუშვა, მით უმეტეს მეტოქის 5 მეტრიაში!
2- შერკინების გამძლავრება, უკანა ხაზზე მუშაობა- გაუმჯობესება არ ნიშნავს შერკინებაში პოზიციების დათმობას, თითქმის არაფერი შეიცვლება !
3-რაქში თამაშის გაუმჯობესება.
4- უკნა ხაზის შიდა ,,ჩათამაშებების,, დამუშავება (4- 5 პასი,რაც მეტოქის ორიენტაციის დაკარგვას იწვევს)და მერე გაშლა,
5- ფეხით ბურთის მოცილებაზე თამაშის-არ დაშვება, გრანდებს თამაშის შესაძლებლობა- უფლებას აძლევ, მით მხოლოდ უპირატესობას,
6-საჭიროა ინტენსივობის და აგრესიულობით ბოლომდე შენარჩუნება,
7- ფიჯისთან - ფრთებზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერები ბიჭები უნდა დავაყენოთ, შეიძლება მე-3-ე-ხაზის ( შესაძლებლობა გვაქვს).
თუ ფიჯისთან თამაშებს გავაანალიზებთ- ძირითადად ფრთებიდან გვიდებენ ლელოებს-
ჩვენთან- ფრთებზე ფიზიკურად ძალიან ძლიერებს აყენებენ,ვისაც ვერ ვაჩერებთ,
+ საჭიროა- თამაშის დაკვლა აგრესიული დაცვა, აგრესიული რაქი, მოლზე მუშაობა როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში, ლელოებზე თამაში და გვაქვს შანსი ჯგუფიდან გავიდეთ.

პ.ს. აქ ერთი ,,ექსპერტი,,- შეიძლება გვარგადმოკეთეული, ან ქართული ენის ცოდნე -ყოველი ქართული რომ ძულთ - ზიზღით სავსეები (ზოგადად- ქართულ მედია სივრცეში დიდი ხანია ,,მუშაობენ,,-კგბ-ფსბ-ს პროპაგანდას დაქვემდებარებული- ცენტრით ვლადიკავკაზში- ქართული სახელებით რომ წერენ და ქართულის,როგორც სახელმწიფოს, ისე სპორტის დაკნინებას ცდილობენ-ერში ნიჰილიზმის,არასრულფასოვნების გაღვივებასათვის, ანტი დასავლურ სიძულვილის პროპაგანდას ეწევია მათ მიმართ,ვინც მტკიცედ იცავს საქართველოს ტერ-ლ მთლიანობას ყველა საერთაშორისო სამართლის ინს-ტში,ე.ი.
ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სახელმწიფოს)...-
,,რაგბი ქართული სპორტი,, არ არის-ო(?!), ყველაზე ვ ა ჟ კ ა ც უ რ ი სპორტის სახეობა, სადაც მძლავ ფიზიკა, ენერგიასთან ერთად, ძალიან მაღალი ინტელექტი ჭირდება (შებოჭვაც რომ სწორად უნდა გააკეთო, თან წამებში, არაფერს ვამბობ...),
პასუხი;
1- რეგბში- ქართველობა, მცირერიცხოვანი ერი- მე-12 პოზიციაზეა,
2-ვინც ჩვენ წინ არის- მრავალრიცხოვანი, თან მძლავრი ერებია, ან მათი ყოფილი კოლონიები- მათი ძლიერი გავლენით (ბრიტანეთის- ახალი ზელანდია, ფიჯი, სამოა,ტონგა,არაფე5ს ვამბობ ავსტრ-ლია, სამხრეთ აფრიკაა)+არგენტინა ნიჭიერი ესპანელების,იტალიელების, ინდიელების ნაჯვარი ხალხი...ნაჯვარი ხალხი,+ იაპონია - 140 მლნ-ნი მართლა ნიჭიერი ერი და ამ დროს -სადღაც კავკასიიდან- კავკასიელი ერი, რომელიც კონკურენციას უწწევს რაგბის ფუძემდებლის და ესეც რ ე ა ლ უ რ ი შეიქმნება - იქნება, როგორც კი თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიგოს შევქმნით და სპორტში დიდი კერძო ბიზნესი შევა- დამკვიდრება, მით შიდა ჩემპიონატებს გაცილებით კონკურენტულს გავხდით- როგორც იმ წარმატებულ დასავლურ სახელ-ებში, ე.ი დემოკრატიულ-ინსტ-ური მმართველობის პოლიტიკური სისტემით- კანონის უზენაესობა- სამართლებრივი გარემომო-წესრიგით,რაც ა დ ა მ ი ა ნ ს,ერს ინდივიდუალურად ამძლავრებს,ინტელექტუალურად ავითარებს- მენტალიტეტს აჯანსაღებს,მით პასუხუსმგებლობის განცდას ამტკიცებს,მით..
რისთვის გვჭირდება-რუსულ, დღესაც შუა საუკუნეების მონღოლური სამყაროდან თავის დახსნა,თან საბოლოოდ და სამუდამოდ,მით ტოტალიტარული,თუ ავტორიტარული,თუ ოლიგარქიული...ე.ი. ზოგადად კრიმინალური მმართველობის სისტემა-რეჟიმების მოშორება, მით სამართლებრივი- სამართლებრივი გარემო წესრიგით სახელმწიფოს შექმნა-განმტკიცება და...

აღარ არის რთული გასაგები!
გლახუნა
21:22 27-08-2023
0
ისევ იქ ვართ,სადაც ვიყავით.
....
01:07 27-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული