კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
გააგდეთ მაისაშვილი !!!
ლევანი
23 სექტემბერი 2023 20:29
4
მე კიდე ბონუს ქულაზე ვოცნებობდი, შევრცხვით საერთაშორისო მაშტაბით, მალადეც ბიძია თქვენ და თფუი თქვენი კაცობას, უკვე პორტუგალიაც გვაპამპულავებს, მაისაშვილო გასკდა გული ამდენი ნერვიულობით.. კმარა
გიორგი
23 სექტემბერი 2023 20:29
5
თუ ადამიანს შეუძლია სხვისი მოსმენა, აქვს ანალიზის, ცოდნას იღრმავებს და ექსპერიმენტების არ ეშინის აუცილებლად აღწევს შედეგს
შოკირებული გულშემატკივარი
23 სექტემბერი 2023 20:29
0
ბიჭებს არაფერს ვერჩი,რაც შეუძლიათ აკეთებენ და წარმატებებს ვუსურვებ. იმ მეტიჩარებს მივმართავ ,ფეხბურთში ნაკრების მარცხზე რომ გამოფრინდებიან ჩასაფრებულები და იიიიი რაგბი ჩვენი თამაშია და ფეხბურთი გააუქმეთ,რაგბი არვიცი მარა ერთი ადგილის თამაშს ნუ გადაყვებით და ჯანი რომ გევასებათ ცოტა ტვინიც გაანძრიეთ ! რაგბი ვისაც მართლა უყვარს იმას საქართველოს ნაკრების თამაში არ ხიბლავს. ელემენტარული კომბინაციის გაშლა არ შეუძლიათ. ჩვენი თამაშია ფეხით წინ დაკიდება და იქ მეტოქის შეცდომის იმედათ ყოფნა. კარგ გუნდთან მე ჩვენი ნახევრიდან დაწყებული კომბინაცია დასრულებული ლელოთი არ მინახია.გაუთავებლად ფეხით უაზროდ მოგერიება .ან თუ დაიწყეს შეტევა წინ თამაში და სხვა უაზროდ მიღებული ჯარიმები. ავსტრალიასთან იყო მორიგი წვალება. გასაგებია რომ ტრიერის გუნდებთან ხშირად ვერ ვთამაშობთ რომ განვავითაროთ კომბინაციური თამაში,მაგრამ პორტუგალიას რომ ხვდები ,ლელოებზე რატომ არ თამაშობ,როგორც შენ გეთამაშებიან. რატომ ურტყავს ჯარიმას,როცა ვალდებული ხარ კომბინაციური თამაში განავითარო და ლელოებზე ითამაშო ! რაგბი ჩვენი თამაშია და უელს და გიჟს ვუგებთ კი არა ცხვირები ცოტა ძირს დაწიეთ,ყველა სახეობას პატივი ეცით ,არ გვაქვს სხვა ფუფუნება !!!
დავითი
23 სექტემბერი 2023 20:16
11
ანუ ლოგიკა ისაა რომ ფეხბურთთან ერთად რაგბსაც ვაგინოთ?
მეტრო
23 სექტემბერი 2023 21:22
1
დათო ჯიგარი ხარ კარგი კომენტარი დაწერე. მოკლედ ეს წაგება არ ვიცი ვის ან რას დავაბრალო მაგრამ ფეხების კანკალი და თავიდანვე დამარცხებულის როლში გამოსვლა მემგონი ეროვნული სენია და ყველა სპორტში კარგად ჩანს, ინდივიდუალურებს არ ვგულისხმობ კიდევ კარგი. მართლა კარგით რააააააა. ბევრია სათქმელი მაგრამ აზრი.
ვითომრაგბი
23 სექტემბერი 2023 20:51
2
"სარაგბო ოჯახში" ტყვია რო გავარდა, ფედერაციის პრეზიდენტად ვინც და როგორც აირჩიეს და მერე მწვრთნელად დროებითი მწვრთნელი დაგვიტოვეს, იმიტო რო ვიღაცა ვიღაცის სიძეა თუ რაცაა, რისი პრეტენზია გვაქვს?

ჩვენ უკეთესად შეგვიძლია და უცხოელი მწვრთნელები რაში გვჭირდებაო, მაგ გადაცემას რა დამავიწყებს. არა ბიჭო, არააქ მნიშვნელობა ედი ჯონსი გეყოლება თუ მაისაშვილი.
საბა
23 სექტემბერი 2023 20:14
8
ასე ხდებოდა ადრეც მაგრამ ეხლა ზედმეტია დღეს რაც ხდება.
.
23 სექტემბერი 2023 21:05
1
რაგბშიც იგივე ხდება რაც ფეხბურთში. აქ ტემალაძე მაისაშვილის ძმაკაცია. იქ, კობიაშვილი ხიზაბიშვილის. სანამ ეს სიმახინჯე არ მოიშლება, მანამ ვიქნებით სულ წაგებული.
გიორგი
23 სექტემბერი 2023 20:11
3
ჩემი აზრი არის ასეთი, გთხოვთ მაპატიოთ. აქიდან კომენტარებდი ვინც წერს ასეთ მესიჯებს რომ კარგით რა ხალხო არაუშავს, მსოფლიოზე ხო ვთამაშობთ, 2 ელის უკან ხომ მოვუგეთ უელსსს და ასეთ საშინელებესს ვინც წერსსს, ფეხბურთი ოქნება კალათბურთი თუ რაგბი. ასეთ ხალხსსს იმენააა უხარიააა სამშობლოსსს წარუმატებლობა. იმის მაგივრად რომ სამართლიანად დაწეროთ და სამართლიანად მისცეთ შენიშვნა ჩვენ ნაკრებს ,როდესაც არისსს რეგრესი, და უკან უკან მივდივართ. იმენა იძახით რომ გავჩუმდეთ და არაუშავს რათი დავკმაყოფილდეთ? სურცხვილიააა ასეთი შედეგები და მასხარად აგდება გულშემატკივრებისს. კალათბურთში ერთი გამთამაშებელი ვერ მოიყვანეს როდესაც უამრავიააააა მსოფლიოში რომელიც შედეგს დებს. ფეხბურთში ერთი მწვრთნელი ვერ მოიყვანესსს რომ გუნდი აათამაშოსს თანამედროვე ფეხბურთით. რაგბშიბერთი მწვრთნელი ვერ მოიყვანესს ან ინგლისიდან არ ირლანდიდდან რომელოც თანამედროვეეე რაგბს ათამაშებს. გადისს წლები დედა უტირაა,იმედით ვართ და არა და არ მორჩა ეს უიმედობა და უსუსრობა.
ბექა
23 სექტემბერი 2023 20:10
2
ხო, კიდევ გადაყრას აგვიანებდნენ, ანუ ეს თამაში წააგო ბოლო პასის არ ქონამ (ან არასწორმა გადაწყვეტილებამ) და გადაყრის დაგვიანებამ, ჩემი აზრით ეს თამაში წააგეს მოთამაშეებმა...
Zviads
23 სექტემბერი 2023 20:00
5
ჰეიგის პერიოდიდან გავიძახი ნაკრები არასწორ გზაზე დგას. ამ ტყემალაძის მიერ ფედერაციის შტურმით აღების შემდგომ სრულიად ტყემალზე ზიან ყველა. ეს ყვალაფერი არის ჯამი ქვეყნის არასწორი და საშინელი მდგომარეობიდა. არც ნაცი ვარ არც ქოცი. ვარ ქართველი და მრცხვენია რომ ქვეყანა არის აგებული ნეპოტიზმზე, ბიზაშვილ მამიდაშვილობაზე, ქრთამებზე, მაფიოზურ მიდგომაზე და დედაქალაქი თბილისს რასაც დაამსგავსეს ზუსტად იმაზე... არაფერი არ ხდება შემთხვევით, Iტალიას თამში მარტო ნინიაშვილმა მოუგო და უელსსთან გაგვიმართლა რომ ეს მწვრთნელი გადამდგარი იყო და სხვა წვრთნიდა რადგან არეულობა იოყო მათთან ნაკრებშიც და ფედერაციაშიც. შაქართველოს ნაკრებს სწირდება გამოცდილი ფრანგი მწვრთნელი, რადგან 95% საფრანგეთში თამაშობს,. სამწუხაროდ ნაკრები ჩააბერეს დილეტანტს რომელსაც ამბიციები აქვს და ცოდნაც ვერ უწყობს ხელს. ექვსი ერი დაივიწყეთ. და საერთოდ ქვეყანას მიხედეთ და დაალაგეთ კეთილსინდისიერად და შემდგომ ყველაფერი დალაგდება.
simartle
23 სექტემბერი 2023 19:59
5
ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება ძალიან მარტივი გამოსავალია - მაისაშვილის მწვრთნელობით მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებებზეც რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან ძნელად დასაჯერებელია, რომ ერთმა ადამიანმა მოახერხოს მთელი გუნდის ისეთი დემორალიზება, როგორის მომსწრენიც დღეს გავხდით... მაშინ უბრალოდ არაკვალიფიციური მწვრთნელი კი არა, უმაღლესი კვალიფიკაციის ვუდუს ჯადოქარი უნდა იყოს... სწორი დიაგნოზის გარეშე მკურნალობის დაწყებას აზრი არ აქვს, ამით მხოლოდ მტანჯველი და არაფრისმომცემი ექსპერიმენტებისთვის გავიმეტებთ პაციენტს... პაციენტების რიგში კი, ბოდიში, თუ აქამდე ვერ შეატყვეთ, ნელ - ნელა მთელი ქვეყანა ვეწერებით... უბრალოდ, ამის აღიარებისთვის ყველას განსხვავებული დრო გვჭირდება - ამ ამბავში ნამდვილად შენარჩუნებული გვაქვს სანაქებო ქართული ინდივიდუალიზმი...
ვოოტ
23 სექტემბერი 2023 19:53
25

სიახლეები პოპულარული