კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
"სარაგბო ოჯახში" ტყვია რო გავარდა, ფედერაციის პრეზიდენტად ვინც და როგორც აირჩიეს და მერე მწვრთნელად დროებითი მწვრთნელი დაგვიტოვეს, იმიტო რო ვიღაცა ვიღაცის სიძეა თუ რაცაა, რისი პრეტენზია გვაქვს?

ჩვენ უკეთესად შეგვიძლია და უცხოელი მწვრთნელები რაში გვჭირდებაო, მაგ გადაცემას რა დამავიწყებს. არა ბიჭო, არააქ მნიშვნელობა ედი ჯონსი გეყოლება თუ მაისაშვილი.
საბა
23 სექტემბერი 2023 20:14
8
ასე ხდებოდა ადრეც მაგრამ ეხლა ზედმეტია დღეს რაც ხდება.
.
23 სექტემბერი 2023 21:05
1
აბა მაისაშვილის მადიდებლები დამწკრივდით და მიაფარეთ ლეღვის ფოთოლი, ეგება ვიზუალურად რომ დაინახავთ მაგით მაინც მიხვდეთ ეგ+პრარაბი ვინ არიან!!! ამდენი ფული რას მოახმარეს და რა შედეგი დადეს მაგ ჩიტებმა?! შავი ლომი არა თეთრი კვატი, ყველანაირად მოუმზადებელი ნაკრები, შემეცოდა ნინიაშვილი და კიდევ რამოდენიმე, გუნდის 70% საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ნაკრებში! მწვრთნელის ტაქტიკა 0-!!!
პაატა
23 სექტემბერი 2023 18:13
4
"ეგ+პრარაბი" - როგორ იშიფრება? :)
:))))))
23 სექტემბერი 2023 18:22
0
ყველაფერი სიმბოლური იმის, რაც ქვეყანაში ხდება. ის, რატომაც ვაგებთ კალათბურთში, ფეხბურთში და ეხლა (მოულოდნელად?!) რაგბშიც. იუთუბზე არის ძალიან საინტერესო ქართული “სარაგბო პოდკასტი”. მალე გაირჩევა ეს თამაშიც და … არ ვიცი?! ესე უჯიგროდ მითამაშე საქართველის ნაკრები, ასეთი უსუსური. ორი კვირა ჰქონდათ მოსამზადებლად და აი შედეგიც. იქნებ ისწავლის ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს ხალხმა პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება
გიორგი
23 სექტემბერი 2023 19:01
11
სამარცხვინო მაისაშვილი კიდევ ჩამოვა აქ და დაიწყებს თავის მართლებას...... რას თამაშობს ნაკრები? შერკინება ნოლი... ხელით თამაში ნოლი..... ლამაზი თამაში ნოლი.... ამაზრზენი თამაში ქონდათ.
რონი
23 სექტემბერი 2023 18:03
1
რაგბშიც იგივე ხდება რაც ფეხბურთში. აქ ტემალაძე მაისაშვილის ძმაკაცია. იქ, კობიაშვილი ხიზაბიშვილის. სანამ ეს სიმახინჯე არ მოიშლება, მანამ ვიქნებით სულ წაგებული.
გიორგი
23 სექტემბერი 2023 20:11
3
მთელი სამწრვთნელო შტაბია დასათხოვია! წადით!
გიორგი
23 სექტემბერი 2023 18:13
2
აბა ომი გვინდა პორტუგალიასთან?!
დოდო
23 სექტემბერი 2023 18:03
21
ვაი შენს უბედურ პატრონს!!!
დოდოს
23 სექტემბერი 2023 18:07
27
ყველაფერი თუ არ გასვარეთ პოლიტიკით, ისე როგორ შეიძლება???
პატრონმა დაგავალა ამის დაწერა???
რამდენი გადაგიხადა???
დოდოს
23 სექტემბერი 2023 18:28
11
პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მერე პირველად ერთ თამმაშაც ვერ ვიგებთ. უელსის და ფიჯის მომგებები მითუმეტეს არ ვართ
1111
23 სექტემბერი 2023 18:53
0
ეს მოაქვს კორუფციას და ძმაკაცობას.. დედა აწვს ნატირები კაი ხამია ქართულ რაგბის. ფეხბურთის გზას დაადგა.. შეაზარეთ ხალხს ყველაფერი. ხომ შეიძლება ერთხელაც ქართველმა ერმა გაიხაროს? მაგრამ არ აძლევთ გასახარს და თუ რაიმე იმედის ნაპერწკალი ჩნდება არაპროფესიონალიზმით კლავთ ყველაფერს. თითქოს შეგნებულად აკეთებთ
გიორგი
23 სექტემბერი 2023 18:01
6
სოსომ რაო, ლევანა ჩემი ძმაკაცია და სანამ მე ვიქნები ისიც მარად მთავარი მწვრთნელი უნდა იყოსო??? რა თაობა იკარგება ამ დაბალ კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბის ხელში, არადა პოტენციალი დიდია...
ლადო
23 სექტემბერი 2023 21:33
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული