კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
ar damblokot exlac izaxet ragbi chveni tamashiao da fexburts edtebit jer tqven ragindat 6 ershi da meore rac tqven fexburtelebs stadionebi caartvivit sinatlis stadionis chatvilit da exlac ro etenebit dafexburto akademiebs shegvishvito unamusoebo ragbi kunt magara goneba chlungebis tamashia gaumarjos qartul fexburts romelic dabrundeba magal mcvervalze
Simartle
23 სექტემბერი 2023 22:33
20
უტაქტო და უზრდელი ხარ შენ მეტი არაფერი. შემოვევლე ქართულ ფეხბურთს, მაგრამ მორაგბეებს როგორ გვლანძღავ შე, ვითომ "გულ" შემატკივარო?! ან ფეხბურთს რომ 240 მილიონი აქვს სახელმწიფო დოტაცია, ის ფინანსები სად აქვს რაგბს?!ფეხბურთის ყურების დროს, რომ ვნერვიულობთ, მასე საკუთარ თამაშზე არ მინერვიულია და რეებსაა,რომ აბრეხვებ, შე უვიცო აქ?!!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
23 სექტემბერი 2023 23:08
5
Ვისაც არ მოგწონთ ნუ უყურებთ ბატონო გაძალებთ ვინმე? ეს უარყოფითი ნეგატიური ფონის შექმნა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს და ემსახურება რაგბის ფედერაციის და სრუალად სარაგბო თემის დისკრედიტაციას.
რაგბის კავშირი
23 სექტემბერი 2023 20:40
44
თუ ადამიანს შეუძლია სხვისი მოსმენა, აქვს ანალიზის, ცოდნას იღრმავებს და ექსპერიმენტების არ ეშინის აუცილებლად აღწევს შედეგს
შოკირებული გულშემატკივარი
23 სექტემბერი 2023 20:29
0
რა ვერ გაიგეთ ხალხო" ეს არის ხრიკი, რომ მოვატყუოთ ფიფი, გავალაღოთ და წამოვიკიდოთ. სტრატეგია არის ჯგუფში გამარჯვება და მერე კიდევ იქითაც, რაც გამოვა.

წინასწარ რატომ იშლით ნერევებს, ცოტა დაიცადეთ და ნახავთ იმ ამბლებს რას წამოვაცვამთ და მერე წითელ დრაკონებსაც მივაყოლებთ სამურზე.ამბლები

რა მოუთმენლები ხართ
ზეზვა
23 სექტემბერი 2023 18:20
12
დაჯდა 38 კოეფიციენტი,არ ვიცი არავის ვაბრალებ მაგრამ ამატტან როგორ
buba
23 სექტემბერი 2023 18:18
1
რა არ მოგწონთ. ფრე საუკეთესო შედეგია,, გაბრაზდებიან, შემდეგ თამაშზე მოტივაცია გაეზრდებათ და მოვუგებთ ფიჯის ბონუსით.
ზეზვა
23 სექტემბერი 2023 18:10
29
რა მალე დაივიწყეთ გამარჯვებები, მაგრამ პოლიტიკა თუ არ გარიეთ არ შეგიძლიათ.
სამართალი
23 სექტემბერი 2023 18:08
29
მოსაზრებაში ,რომ მონა ბატონს ვერ აჯობებს ,გეთანხმებით,მაგრამ იმაში რასაც შენ გულისხმობ არა.მონები კი ვართ მაგრამ არა ჩრდილოეთის არამედ დასავლეთის.იმედი არ მაქვს ,რომ შენ ოდესმე მაგას მიხვდები.ჩვენი სპორტსმენები კი ამ უთანასწორო პაექრობებში მიღწეული შედეგებით,ნამდვილად იმსახურებენ დიდ პატივისცემას და სიყვარულს ქართველი ხალხისგან.თუკი რაიმე ხარვეზია [ეჭვსგარეშეა რომ არის]ის ხომ იმ თავსმოხვეული სისტემის ბრალია რაც ჩვენს ცხოვრებაშია დანერგილ-გაბატონებული.ერი განახევრებულია,ახალგაზრდობა გაქცეულ-დაქცეული ,გარდაცვლილების რაოდენობა სჭარბობს დაბადებულებისას და წარმატებებს რის საფუძველზე ვითხოვთ?
las-ს
23 სექტემბერი 2023 19:26
17
აი ამიტომ არაფერი ეშველება ამ ქვეყანას შენნაირები რო ყავს.
ოკუპანტი რუსეთია და დამბყრობელი დასავლეთი გგონია.
კომენტარი ზედმეტია
Las
23 სექტემბერი 2023 22:12
4
დაგავიწყდათ ვისი მწვრთვნელობის დროს მოვუგეთ 6 ერის ორ გუნდს?
ჩემი აზრით
24 სექტემბერი 2023 12:01
11
ვახ ეს რა გვიგე კაცო!, ბატონმა დავითმა (ცოტა ქვემოთ) დააკომენტა მაისაშვილსო უხეირო მოცეკვავესავით "ჭანჭლები" უშლისო ხელსო! ვახ კაცო! კვერცხები ვიცოდი, ჯირკვლები ვიცოდი, ბილიარდის ბურთები, თქვენ წარმოიდგინეთ , ყ***ბიც კი ვიცოდი, მაგრამა ეეეე ჭანჭლდები კაცოო არ ვიცოდი და აი ამიხდა - სწავლა სიბერემდეო, კაცოოოო (ისე რა ოღაში სახელ დაურქმევიათ ჰაა?)

ახლა, ეეე ჭანჭლდები კი დავისწავლემ მაგრამა ვიღაცამ ახალი რამე დასწერა, რომ ტრიკი ჩამოვიდაო, და იი ტრიკი რაღა არის? ჰააა? ნუ გამაგიჟეთ ხალხოოოო
ეჰჰ ძნელი ყოფილა სიბერე
24 სექტემბერი 2023 02:12
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული