კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
ვახ ეს რა გვიგე კაცო!, ბატონმა დავითმა (ცოტა ქვემოთ) დააკომენტა მაისაშვილსო უხეირო მოცეკვავესავით "ჭანჭლები" უშლისო ხელსო! ვახ კაცო! კვერცხები ვიცოდი, ჯირკვლები ვიცოდი, ბილიარდის ბურთები, თქვენ წარმოიდგინეთ , ყ***ბიც კი ვიცოდი, მაგრამა ეეეე ჭანჭლდები კაცოო არ ვიცოდი და აი ამიხდა - სწავლა სიბერემდეო, კაცოოოო (ისე რა ოღაში სახელ დაურქმევიათ ჰაა?)

ახლა, ეეე ჭანჭლდები კი დავისწავლემ მაგრამა ვიღაცამ ახალი რამე დასწერა, რომ ტრიკი ჩამოვიდაო, და იი ტრიკი რაღა არის? ჰააა? ნუ გამაგიჟეთ ხალხოოოო
ეჰჰ ძნელი ყოფილა სიბერე
24 სექტემბერი 2023 02:12
7
სასწრაფოდ 20 წლამდელებიდან ზაზაძე,ძმები ციხისთავები და უკანახაზელები ძირითად ნაკრებში ლადო კილასონიასთან ერთად,რასაკვირველია... ერთ დროს 20 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სპანდერაშვილი ვინმემ მოიკითხა? იმ გუნდიდან მარტო საღინაძე,აფრასიძე და ანჟანდაძე რატომ შემორჩა ნაკრებს,სხვები რა იქნენ?თოდუას და მამუკაშვილს ენაცვალოს ჩემი თავი,მაგრამ რა გახდა ნორმალური ჰუკერი ანუ კვაჭი ნაკრებისთვის და სანამ უნდა უბრაგუნონ "აიღე და მიეძალე"?კილასონიას დაყენებული მოლო და დაცვის დისციპლინა 20 წლამდელთან ნაკრებიდან რომ გადმოვიტანოთ დიდ ნაკრებში,დაგვიშალა ვინმემ?გაიტანეთ ეს "გრელანდია" მაისაშვილი,რა გახდით მართლა და მართლა
123
24 სექტემბერი 2023 01:04
2
ჰუკერი აგერ მონპელიეშია, ჩემო ძმაო, მარა...
Rezo
24 სექტემბერი 2023 02:24
1
მართლა ტყემალზე ვართ და წიწმატს მივირთმევთ,ჯგუფში მოუგებლად ჩაიღვენთება ჩვენი ნაკრები და მერე იტყაპუნონ შუბლში ხელი რაგბის ე.წ. "ფუნქციონირებმა",ვითომ ძალიან,რომ წუხან ქართული რაგბის ბედიღბალზე
ჰმ
24 სექტემბერი 2023 00:52
3
მაისაშვილი კიარა პირველ ტაიმში უნდა დაემთავრებიათ თამაში მეორეში ძალიან თავდაჯერებულები გამოვიდენ მერე ვეღარ დალაგდენ, ყველაზე ცუდ დროს წაგვართვა მოგება პორტუგალიამ
Soso
24 სექტემბერი 2023 00:44
4
რაც უელს დაემართა ჩვენთან, ის დაგვემართა ჩვენც პორტუგალიასთან. პორტუგალია მართლა არ არის ცუდი გუნდი. რაც შეეხება მაისაშვილს, მსოფლიოს მერე უნდა წავიდეს, ახალი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს, მაისაშვილმა კი შავ ლომში გააგრძელოს მუშაობა.
irakli81
24 სექტემბერი 2023 00:33
1
laz aznaurs shemartla utaqto da tvin nagrzobo finanasebs ro axseneb sxva pasuxi ar gaqvs mitvisebul stadionebs rodis adrunebt kunt magara goneba chlungebo sheni chatvlit ar dablokot
Simartle
24 სექტემბერი 2023 00:22
2
უნდა მოვითხოვოთ ფედერაციის და მაისაშვილის გადადგომა! გორგოძე ფედერაციის თავმჯდომარედ!!!
გიორგი
24 სექტემბერი 2023 00:19
1
მაისაშვილი ოუტ!!!!
გიორგი
24 სექტემბერი 2023 00:15
1
ამ თამაშის მერე საერთოდ მოსაშორებელია არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი, არამედ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობაც (პრეზიდენტი და გამგეობის მიმდინარე შემადგენლობა), მაგრამ ვინაა გამკითხავი?! წუმპეშია ქვეყანა!!!
vava
24 სექტემბერი 2023 00:13
2
რო დავწერე მაისაშვილი არაა ნაკრების დონის მწვრთნელი თქო,იმდენი დისლაიკი მივიღე თავის დროზე,ა ბატონო მისი ნამუშევარი აგერ ჩანს. არა და კარგი თაობა გვყავს,მაგრამ … რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი მაგრამ აქაც ფული წონის ყველაფერს სამწუხაროდ.
maximus
24 სექტემბერი 2023 00:05
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული