კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
მომწყინდა ლუზერად ყოფნა.. ფეხბურთი ცალკე რაგბშიც ამხელა დეგრადაცია განვიცადეთ !! არაფერს აღარ უნდა ვუქომაგო თორე გული ვეღარ გაუძლებს ამდნეს :((
ავთო
23 სექტემბერი 2023 18:48
3
სრულუ ფიასკო, საპნის ბუშტივით გასკდა მოჩვენებითი ვითომ პროგრესი, მომენტების ანალიზს აზრი ეკარგება, თუგინდ ბოლო მომენტი გაანალიზეთ, ასეთ მომენტში როგორი უსუსური და უნიათო უნდა იყო რომ ბურთი დაკარგო, ეს სახასიათოც იყო, აღარც მინდოდა ამ თამაშის მოჩვენებითი გადარჩენა, იმიტომ რომ სტაფი და ბიჭები თავის მართლებას დაიწყებდნენ... ყველაფერს თავისი ობიექტური შეფასება ჭირდება, 6 ერიო ზოგიერთ ურა პატრიოტს რომ უნდოდა და ილანძღებოდა, დაეშვით მიწაზე? ერს ის ღუპავს, მიტივაცია კარგია მაგრამ ზედმეტი გადაფასება გაკიტრებს... გაიგეთ, სტაფი ამ უნითო, უსუსური თამაშის გამო დასათხოვია, ანგარიშ თავი რომ დაანებო, ვთქვად მოგვეგო კიდეც, თამაშში ხომ გამოჩნდა უნიათობა, მოთამაშეების კონცენტრაციის დაბალი დონე, ვისაც არ გჯერათ ცალკეული მომენტები გადახვიეთ და ცოტა გულისყურით გაანალიზეთ, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ აპრიორი როცა გაუმართლებელ გადაწყვეტილებას იღებ და ბურთს კარგავ ეს უკვე პროფესიულ უნიათობაზე მეტყველებს....
გუსანი
23 სექტემბერი 2023 18:48
2
რაგბზე არ დავწერ. ომი არ გინდათ მოქილიკეებს ვკითხავ: თქვენ და თქვენი შვილები წახვალთ? ნაღდად?
არდილეს
23 სექტემბერი 2023 18:44
22
Და ვინ გეუბნება ომი გვინდაო? ამაზე დაფიქრებულხარ?
irakli
23 სექტემბერი 2023 20:09
1
არვიცი ძმაო ვინ რას ამბობს, მე ომი არ მინდა, მაგრამ საომარი თუ იქნა უნდა ვიომოთ ყველამ. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია! ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ! რამე რომ იყოს ერთმანეთზე მეტად არავის ეტკინება გული მსოფლიოში! რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ და ვიცხოვროთ ერთიან გვეყანაში!
დიმო
23 სექტემბერი 2023 19:58
0
ყველა გამოხმაურება
იმიტომ კიარ მეშლება ნერვები რომ ვერ მოვიგეთ ( რათქმაუნდა ამაზეც მეშლება მაგრამ) არამედ იმაზე რომ უჯიგროდ ითამაშეს. ჰიმნებზე ეტყობოდა ვის უნდოდა მოგება და ვის არა. პორტუგალიამ როგორ უნდა გაჯობოს სულისკვეთებით?? ვის ჰკადრებთ ბიჭებო ამ თამაშს?? თავში ხოარაგივარდათ რაღაც რაღაცეები აბა კარგად დაფიქრდით. მაისაშვილი მსოფლიოს მერე უნდა წავიდეს 100% მაგრამ დღეს მარტო მაისაშვილში არიყო პრობლემა, ქვეყნისთვის თავი არ გაწირეთ მოედანზე,ძალიან საწყენია
საქართველოსთვის
23 სექტემბერი 2023 18:44
2
მე არ ვიცი რა ასაკის ხალხი წერს კომენტარევს, არ ვიცი,რომელი ასაკობრივი კატეგორის ხაკხი კითხულობს ამ სპორტულ რესურსს, ერთს კი ვიტყვი - ჭაბუჯური ემოციებისგან ნამეტანი შორს ვარ - 6 ერი არა ყ....ი.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიში, არ ვართ მთლად აუტსაიდერები , მარა , ახლა , ირლანდია ინგლისები საფრანგეთები ეს და ის - არაა ჩვენი დონე.
ტუტუცის გარდა არავინ უარჰყოფს. კაი საშუალოზე ოდნავ დაბალი ნაკრები გვყავს..
ვალერი
23 სექტემბერი 2023 18:44
5
ვინც არ იცის ვეტყვი რომ საკმაოდ მსუყე ფინანსური სარგებელი აქვთ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს. ტონგას რომ მოვუგეთ იმ წელს 45 000 ები გადაუხადეს ჩვენი ნაკრების მორაგბეებს და სულაც არ მიკვირს რომ ნეპოტიზმი ჰყვავის ქართულ რაგბიში, ეს ეხება შიდა ჩემპიონატსაც. ზოგადად სადაც დიდი ფულია იქ მადაც ჭამაში მოდის...
David
23 სექტემბერი 2023 18:38
10
აბუ არა აბუს მეზობელი ვარ. სიმართლე ძალიან ეკლიანია, ამიტომ გაქვთ რეაქცია
David
23 სექტემბერი 2023 19:09
2
როშვა, რაგბის ფენომენის სრული უცოდინარობა.
კახა
23 სექტემბერი 2023 18:58
4
ყველა გამოხმაურება
საშინლად ითამაშეს!განსაკუთრებით მე-2 ტაიმი, სადაც მწვრთნელმა ტაქტიკურად ვერაფერი ვერ შეცვალა.პორტუგალიელებმა გვაჯობეს სისწრაფით, მოქნილობითა და დისციპლინით. ჩვენი 3-4 რაგბისტის გარდა, დანარჩენები ისე დარბიან გეგონებათ ფეხებზე 10 კილოიანი ქვები ჰკიდიათ თქო.
KOSTAKURTA
23 სექტემბერი 2023 18:37
1
ვინც აქ აკომენტარებთ წლების წინ როცა ნაკრებს უკეთესი შედეგები ქონდა ნაკრებს აგინებდით იმიტომ რომ შერკინებას თითქმის ყველას ვუგებდით და მიგაჩნდათ რომ შერკინება რაგბის ნაწილი არ იყო. ინგლისმა ჩვენთან ერთობლივი ვარჯიშებიც კი დაგეგმა რომ შერკინებაში ერთად ევარჯიშათ. ყველა ერს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე ამიტომ უნდა ეცადო შენი ძლიერი კიდევ უფრო გააძლიერო და სუსტზე იმუშაო.
სსს
23 სექტემბერი 2023 18:36
4
ერს რომელსაც ოკუპანტი და ტერიტორიის წამრთმევი მეგობარი და ბაბაია გონია ის კაცურ დაპირისპირებაში ვერაფერს მოიგებს.
როდის იყო მონა გმირებს ამარცხებდა
Las
23 სექტემბერი 2023 18:34
24
აქ მოგება და წაგებაზე არაა საქმე. აბ ბიჭებზეც არაფერი მაქვს სასაყვედურო. რაც შეძლეს გააკეთეს.
პრობლემა არის საერთო ტენდენცია. მონური ფსიქოლოგია. მხოლოდ კუჭზე ფიქრი და თავმოყვარეობაზე უარის თქმა
კახას
23 სექტემბერი 2023 19:33
3
კახა, გატყობთ კმაყოფილი ხართ დღევანდელი თამაშით. რა ხდება ფედერაციაში და მის საახლობლოში, კარგად მოეწყვეთ?
David
23 სექტემბერი 2023 19:19
1
ყველა გამოხმაურება
მთელმა მსოფლიომ ისიამოვნა ამ თამაშით და დრამატიზმით, განსაკუთრებით ბოლო წუთების ტრილერით - სადაც წაგებულ გუნდს შეეძლო მოეგო და მოგებულ გუნდს შეეძლო წაეგო. ჩვენ კი ნერვები დაგვაწყდა, ინფარქტამდე ერთი-ორი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. ასე არ შეიძლება…
TanoLife
23 სექტემბერი 2023 18:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული