ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან განწყობა საბრძოლოა - პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო

AutoSharing Option
მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"განწყობა ყოველთვის საბრძოლოა, ეს არასოდეს არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში ვერ შევძელით იმის შესრულება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს განწყობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ფიჯის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობაა. ჩვენ არც ერთ თამაშზე ამის გარეშე არ გავდივართ.

მე მესმის, რთულია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც მოგებას ელოდა და ახლა რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ,
განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული. თუმცა, არაფერი არ მთავრდება, ფიჯისთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, 100%-ით მზად იქნება და ყველაფერს გაიღებს, რათა ის სახე აჩვენოს, რითაც ვამაყობთ. დიდი სურვილი მაქვს ამით იამაყოს ერმა.

რაც შეეხება ბუკას (შარიქაძე), ტრავმა აქვს, პასუხი საბოლოოდ არ მიგვიღია, კიდევ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. სავარაუდოდ ტრავმა სერიოზული არაა".

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ამონარიდი - "პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული".

მაგარი ნათქვამია. არ გაურბის განსაკუთებით თვითონ. უკაცრავად, და რაში გამოიხატა პასუხისმგებლობა? კონკრეტულად? გააზრებული პასუხისმგებლობა საქმეში როდის გადაიზარდა? და როგორ გადაიზარდა?

ეგრე ყველა იტყვის - ვირებთ პასუხისმგებლობას და მიდიიი, იალაააააააა,

ნარიაშვილის რა მოგეწონა პორტუგაიასთან ? მელიქიძეს რა დაუწუნე? შადრე და გოგიჩაიშვილი რატომ ამოშალე? ხბალაძეს გამოცდილება ჩამოწერე - მარქფაშიც რომ არ შეიყვანე ეს ხალხი.

ფიჯის მერეც შეგვახსენე, უელსის წინ - თურმე პასუხსიმგებლობა გაქვს და არ გაურბიხარ, რომ ყველაზე განსაკუთერებულად "პასუხისმგებლობ".

შედეგს ვინ ჩივის, მთავარია პასუხიმგებლობის ხმამარღლი დეკლარირება..

.
29 სექტემბერი 2023 22:14
4
ბატონო ლევან, ვაფასებთ თქვენს შრომას, მაგრამ მსოფლიოს შემდეგ უნდა დატოვოთ ნაკრების და შავი ლომის მთავარი მწვრთნელის პოზიცია. მაგ პოზიციებზე უნდა მოვიდეს კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი და თქვენ მისი ასისტენტი უნდა გახდეთ. ეს იქნება სწორი და ვაჟკაცური ნაბიჯი.
თქვენც ბევრს ისწავლით უცხოელი მწვრთნელისგან და შემდეგში სხვა ასპარეზზე გახვალთ.
მოგვიანებით კი შეიძლება მაგ პოზიციებს დაუბრუნდეთ თუკი გექნებათ სხვაგან რეალური შედეგები.
წარმატებები და წინსვლა თქვენ და საქართველოს ნაკრებს!
ბათუმელი ექსპერტი
29 სექტემბერი 2023 22:12
5
თავისი ნებით არ დატოვებს, კბილებით და ფრჩხილებით ებღაუჭება სკამს. ტყემალაძე ამის ნათესავია. ნეპოტიზმი სახეზეა.
გიორგი
30 სექტემბერი 2023 01:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული