რაგბის კავშირმა ინფორმაცია უარყო - ლევან მაისაშვილს "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტი არ დაუტოვებია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თანამდეობა დატოვა.

"საქართველოს რაგბის კავშირი უარყოფს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადადგომის შესახებ.

საქართველოს ნაკრები დღეს დაბრუნდა მსოფლიო თასიდან და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, გამგეობის და სამწვრთნელო შტაბის ჩართულობით, უახლოეს დღეებში დაიწყებს ტურნირის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ანალიზს, მათი მიზეზისა და საპასუხო ნაბიჯების განსასაზღვრად.

ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება და შედეგებიც დაუყოვნებლიც გასაჯაროვდება.", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბოლო მატჩი
ქართველმა მორაგბეებმა უელსთან 19:43 წააგეს. მანამდე წააგეს ავსტრალიასთან - 15:35, ფიჯისთან - 12:17. პორტუგალიასთან მატჩი ფრედ დასრულდა - 18:18.

საფრანგეთში გამართული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა. მსოფლიო თასის დაწყებამდე ქართველი მორაგბეები მე-11 ადგილს იკავებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 68 /
დიდი მადლობა მაისაშვილს , მაგრამ ჩემი აზრით ამოწურა ნაკრებში და უნდა წავიდეს . აუცილებლად ახალი და კომპეტენტური მწვრთნელია საჭირო სერიოზული სარაგბო ქვეყნიდან .
Tedo
21:35 10-10-2023
3
რატო არ დატოვა? რამე შედეგი დადო?
იმერელი
18:12 10-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული