რაგბის კავშირმა ინფორმაცია უარყო - ლევან მაისაშვილს "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტი არ დაუტოვებია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თანამდეობა დატოვა.

"საქართველოს რაგბის კავშირი უარყოფს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადადგომის შესახებ.

საქართველოს ნაკრები დღეს დაბრუნდა მსოფლიო თასიდან და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, გამგეობის და სამწვრთნელო შტაბის ჩართულობით, უახლოეს დღეებში დაიწყებს ტურნირის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ანალიზს, მათი მიზეზისა და საპასუხო ნაბიჯების განსასაზღვრად.

ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება და შედეგებიც დაუყოვნებლიც გასაჯაროვდება.", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბოლო მატჩი
ქართველმა მორაგბეებმა უელსთან 19:43 წააგეს. მანამდე წააგეს ავსტრალიასთან - 15:35, ფიჯისთან - 12:17. პორტუგალიასთან მატჩი ფრედ დასრულდა - 18:18.

საფრანგეთში გამართული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა. მსოფლიო თასის დაწყებამდე ქართველი მორაგბეები მე-11 ადგილს იკავებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 68 /
თევზი თავიდან ყარს. გამოსავალი იქნება, თუკი გორგოძეს დაითანხმებენ ფედერაციის თავკაცობაზე.მასვე უნდა ანდონ ფედერაციის შემადგენლობა, მაღალი დონის მწვრთნელის მოძიება და ა.შ. არც ერთი პარლამენტარ-მორაგბე და მათი ოჯახის წევრები ახლოს არ უნდა გააკარო რაგბს. სხვა შემთხვევაში რაგბი ევროპაშიც კი გადავალთ 3-4 ადგილზე.
გიორგი
17:05 11-10-2023
4
პირველ რიგში უნდა მორჩეს "რაგბის ოჯახის" ძახილი და პროცესები გახდეს გულშემატკივრისთვის გამჭვირვალე. ასეა ირლანდიასა თუ საფრანგეში.
გიორგი
12:46 11-10-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული