საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შეიძლება ინგლისელმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

AutoSharing Option
Rugbyrama-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებს მალე შეიძლება სათავეში 52 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი ჩაუდგეს.

კოკერილი ახლახან TOP 14-ის "მონპელიეს" მწვრთნელის პოსტიდან გუნდის წარუმატებელი სტარტის გამო გადააყენეს და ფრანგული გამოცემის მტკიცებით, მას საქართველოს რაგბის კავშირი ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ერთი სიტყვით, არ არის გამორიცხული, "ბორჯღალოსნების" თავკაცად ლევან მაისაშვილის ნაცვლად კოკერილი დანიშნონ.

კოკერილს ინგლისის ნაკრებში 27 მატჩი აქვს ჩატარებული, შემდეგ კი, ვიდრე მუშაობას "მონპელიეში" დაიწყებდა, "ტულონისა" და "ედინბურგის" მწვრთნელი იყო; აგრეთვე, "ლესტერსა" და ინგლისის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
არადა მეგონა მაღალი დონის მწვრთნელს დანიშნავდნენ და არა ტიპს რომელიც სამი დღის წინ მონტპელიედან გაანთავისუფლეს. ულოგიკოა ეს.
ლომი
18:42 22-11-2023
0
იმედია ვინმე გამოვა და ახსნის, რა კრიტეტიუმიტ შეირჩა ვინმე კოკერილი, რომელსაც ფაქტიურად ცარიელი სივი აქ! ედი ჯონსის და გეტლენდის დონის მწვრთნელზე ვოცნებობდით და თუ კოკერილკ უნდა მოეყვანათ, უოფილიყო მაისაშვილი
Rezo
18:44 22-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული