საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შეიძლება ინგლისელმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

AutoSharing Option
Rugbyrama-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებს მალე შეიძლება სათავეში 52 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი ჩაუდგეს.

კოკერილი ახლახან TOP 14-ის "მონპელიეს" მწვრთნელის პოსტიდან გუნდის წარუმატებელი სტარტის გამო გადააყენეს და ფრანგული გამოცემის მტკიცებით, მას საქართველოს რაგბის კავშირი ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ერთი სიტყვით, არ არის გამორიცხული, "ბორჯღალოსნების" თავკაცად ლევან მაისაშვილის ნაცვლად კოკერილი დანიშნონ.

კოკერილს ინგლისის ნაკრებში 27 მატჩი აქვს ჩატარებული, შემდეგ კი, ვიდრე მუშაობას "მონპელიეში" დაიწყებდა, "ტულონისა" და "ედინბურგის" მწვრთნელი იყო; აგრეთვე, "ლესტერსა" და ინგლისის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
მაისაშვილს კი არ ვემტერებოდით... უბრალოყ თვალში საცემია ბიჭების პროგრესი და მწვრთნელის არა კომპეტენტურობა ამდენი ტრამვა ისეთი მორაგბეების არ გამოძახება რომელიც ნაკრებისთვის შეეძლოთ მეტის გაკეთება 10 ნომერეზე გამოცდილი მოთამაშის ნაცვლად მსოფლიოს ვგულისხმობ... და კიდე არის ნიუანსები რაც მე მიმაჩნია რომ დაუშვა შეცდომა თითქმის შავი ლომი ათამაშა ნაკრებში... გასაგებია როგორც შეხედა სიტუაციას და იფიქრა გაამართლებდა მარა სრული კრახი განიცადა... კარგი მწვრთნელია და კარგი ადამიანიც როგორც ვიცი მარა ეს სად იპოვნეს პირიქით ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ რომ საუკეთესო ჩამოეყვანაგ გვესწავლა რაღაც სიახლე გაგვეგო ახალი თუნდაც დიდ ტურნირებზე როგორ ემზადებიან რას აკეთებენ... შედეგს მივიღებდით და ნასწავლი მაინც გვექნებოდა მწვრთნელებსაც და მორაგბეებსაც ვერ მივიღებდით შედეგს და სათქმელი იქნებოდა ვცადეც ყველაფერი და გამოდის მაქსიმუმი ესაა რაც გვაქ... გუნდიდან გაგდებული მწვრთნელი მოგვყავს და თუ შედეგს ვერ დადებს კიდევ ერთხელ გაილანძღებით და ეგ იქნება მაყუთებს კი ჩაიდებთ ჯიბეში...
მიტრო
00:06 26-11-2023
3
Marto maisashvils nu davabralebt yvelapers, moedanze vinc idga igive kritikas insaxurebs!!!
Martali
08:17 25-11-2023
2

სიახლეები პოპულარული