მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

AutoSharing Option
"შავი ლომის" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ისრაელის "თელ-ავივ ჰითთან" 27:17 მოგებული მატჩი შეაფასა და გუნდის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში 17 ქულით დავწინაურდით, რთული თამაში გამოვიდა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით, მაგრამ პირადად ჩემთვის გაუგებარია რაზე გვაჯარიმებდა რეფერი და რატომ აჩვენა წითელი ბარათი გიორგი კერვალიშვილს, მაშინ, როდესაც მსგავსი თავი თავში კონტაქტი პირიქითაც ძალიან ბევრი იყო.

გარდა ამისა, ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ "ჰითი" ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე
მითამაშია. მთავარია, რომ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება და თასი ზედიზედ მესამედ შევმართეთ. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა რომ თამაში ასეთ უხერხულ დროს დაინიშნა, რაც სუფთად რაგბი ევროპის პასუხისმგებლობაა, მაინც მოვიდნენ "ავჭალაზე" და თითქმის სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშეთ".

"შავ ლომს" უახლოეს პერიოდში კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში ელის ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე – 13 იანვარს "კასტრთან" საფრანგეთში და 20 იანვარს თბილისში "მიხეილ მესხზე", ასევე ფრანგულ გრანდ "კლერმონთან".

"ფრანგული გუნდის წინააღმდეგ "შავ ლომს" ჯერ არ უთამაშია და ეს ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, "კასტრიც" და "კლერმონიც" ამ შეხვედრებისთვის განსაკუთრებით მოემზადება, მით უმეტეს "სქარლეთსთან" გამარჯვების შემდეგ. ვისურვებდი, რომ "კლერმონთან" მატჩზე "მიხეილ მესხის" ტრიბუნები გადაჭედილი იყოს. ფრანგებს უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ გვიყვარს ქართველებს რაგბი“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
1. რა გაგახამათ?!!!! ყოველ დაჭერაზე რეკლამის ამოხტომა რა უბედურებაა??????
2. მერაბი მართალია. ფედერაციას მეტი ნასტირნობა გვმართებს. ასე არ შეიძლება! 2 უმნისვნელოვანესი მატჩი წაგვართვეს წელს: ფიჯი და გლისტერი! აქ ყველაფერი ქნეს, საკუთარი დეიდები მოიყვანეს, რომ წაგვეგო!
3. და ისევ ავტორს: ჩემო ოქრო, სადაც კლერმონმა თქვას- გრანდი ვარო, კასტრის არ დაივიწყოს! ბევრად დიდი გუნდია კასტრი!
რეზო
20:28 25-12-2023
0
ნამდვილად არ ეხატებათ, ფაქტია ეს უკვე... სტადიონზე კი მოვალ ნამდვილად და ხალხსაც წამოვიყვან...
Zviads
00:48 24-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული