ინგლისელი რიჩარდ კოკერილის დებიუტი "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის რანგში 3 მაისს, მისი მშობლიური კლუბის, "ლესტერ თაიგერსის" წინააღმდეგ შედგება.

53 წლის კოკერილი "უელფორდ როუდზე", რომელიც 25 849 მაყურებელს იტევს, 2017 წლის შემდეგ ბრუნდება. ამხანაგური თამაში საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.

რიჩარდმა მოთამაშის კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ "ლესტერ თაიგერსში" გაატარა. ის 143 წლის ისტორიის მქონე გუნდის ღირსებას 1992-2002 წლებში იცავდა, რის შემდეგაც ორი სეზონი "მონპელიეში" ითამაშა და 2004-2005 წლებში კვლავ "ვეფხვებს" დაუბრუნდა.

"ლესთერ თაიგერსში" დაიწყო კოკერილის, როგორც მწვრთნელის, კარიერა. 2005-2009 წლებში ის შერკინებას ავარჯიშებდა, 2009-2017 წლებში კი მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა და გუნდს არაერთი ისტორიული გამარჯვება მოუპოვა.

1880 წელს დაარსებული გუნდი 11-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (1988, 1995, 1999, 2000, 2001, 2002, 2007, 2009, 2010, 2013, 2022), 7-ჯერ კი მეორე ადგილი დაიკავა. "თაიგერსი" 2001 და 2002 წლებში ფლობდა ჩემპიონთა (1997, 2007 და 2009 წლებში ფინალში დამარცხდა), ხოლო 2007, 2012 და 2017 წლებში ანგლო-უელსის თასებს.

პრემიერშიფის გასული სეზონი "ლესტერმა" მე-3 პოზიციაზე დაასრულა. მიმდინარე გათამაშებაში ის 14 თამაშიდან 39 ქულით (8 მოგება, 6 მარცხი) ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და მხოლოდ 5 ქულა აშორებს მეორე პოზიციაზე მყოფ "ბათს". ამ სეზონში "ვეფხვები" უკვე გავიდა პრემიერშიფის თასის ფინალში და იქ "გლოსთერთან" 13:23 დამარცხდა.

"შავი ლომი" ბრიტანულ ტურნეში 18 აპრილს გაემგზავრება, შოტლანდიაში, ედინბურგში ჩავა და ერთკვირიან შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც ისტ-მიდლენდში გადაინაცვლებს და "ლესტერ თაიგერსთან" ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

"მოუთმენლად ველი ქართულ გუნდთან ერთად ჩემთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნებას. "ლესტერს" ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. მოთამაშის თუ მწვრთნელის რანგში, "უელფორდ როუდთან", რომელსაც უნიკალური ისტორია და აურა აქვს, უამრავი თბილი მოგონება მაკავშირებს.

ეს თამაში შესანიშნავი შესაძლებლობაა "შავი ლომისთვის", ჩელენჯ თასის წარმატებული, სადებიუტო სეზონის შემდეგ კიდევ ერთხელ ითამაშოს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის წინააღმდეგ", - განაცხადა რიჩარდ კოკერილმა.

Rugby.ge

გიორგი-50
აბანოში გამოჩნდება, არსენ შენი ვაჯკაცობაა....
სოსო
ასეთ გუნდებთან თამაში,ძალიან სასარგებლო გამოცდილება იქნება,ჩვენი ბიჭებისათვის.ვფიქრობ,ბევრ ჩვენ წინააღმდეგ მოთამაშე ნაკრებზე ძლიერია,ტაიგერსი და რა თქმა უნდა საინტერესოა,მათთან თამაში.
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
რიჩარდ კოკერილი: გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ
"ბორჯღალოსნები" | მზადება გამარჯვებისთვის, სიახლეებთან ერთად
"შავი ლომი" ლესტერელ "ვეფხვებს" ვერ მოერია
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა