"შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი რაგბი ევროპის სუპერთასის პირველი თამაშით კმაყოფილია და გუნდს იმ დეტალების დახვეწაზე ამუშავებს, რომლებმაც მომდევნო მატჩებში უფრო დიდი წარმატება უნდა მოიტანოს.

ინგლისელი სპეციალისტის სადებიუტო შეხვედრაში "შავმა ლომმა", რომლის რიგებში ასევე 9 დებიუტანტმა ითამაშა, ესპანური "იბერიანსი" ბურგოსში 54:3 დაამარცხა და ბონუს-ქულაც აიღო.

"კმაყოფილი ვარ "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი თამაშით. ძალიან კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. როგორც საერთაშორისო მოთამაშეები, ასევე დებიუტანტები, ახალი სეზონისთვის კარგად არიან მომზადებული. რამდენიმე შესანიშნავი შეტევა გვქონდა და გავიტანეთ 8 ლელო. გუნდი კარგ ფიზიკურ ფორმაშია და საიმედოდ ვითამაშეთ დაცვაში", - აღნიშნავს კოკერილი.

"შავი ლომი" სუპერთასის ტიტულის დაცვას განაგრძობს და 21 სექტემბერს მთავარ კონკურენტს, პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" ლისაბონში, ჩვენი დროით 21 საათზე ეთამაშება.

"შემდეგი თამაშისთვის უნდა გავაუმჯობესოთ სიზუსტე და ბურთის ფლობა. "იბერიანსთან" ბურთი 22-ჯერ დავკარგეთ, რაც ჩვენი სტანდარტისთვის ძალიან ბევრია. ბურთის მეტი კონტროლი მეტი ქულის აღების შესაძლებლობას მოგვცემს“ – ამბობს კოკერილი და მომავალ მეტოქეს ახასიათებს:

"პორტუგალიის ნაკრების მსგავსად, "ლუზიტანუში" ღია, ექსპანსიური რაგბის მიმდევარია და თუ ამის საშუალებას მისცემ, ეს ძალიან კარგად გამოსდის. თამაში უნდა ვაკონტროლოთ და შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები. დაცვაში ყურადღებით უნდა გავისარჯოთ, რათა მოწინააღმდეგის შეტევებს გავუმკლავდეთ. შერკინებასა და დერეფანში, ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური კუთხით, ვფიქრობ, უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება“.

21 სექტემბრის შემდეგ "შავი ლომი" სუპერთასზე კიდევ ორ საშინაო შეხვედრას გამართავს: 28 სექტემბერს "ავჭალაზე" "იბერიანსს", ხოლო 12 ოქტომბერს "ლუზიტანუშს" უმასპინძლებს.

Rugby.ge

Rezz
ცოტა ადრე რო წასულიყო არაფერი დაშავდებოდა ;)
სოსო
რეპორტაჟი ახლა მაინც იქნება?
ვახო
მაისაშვილს დიდი მადლობა. მან უზრუნველყო ჩვენი რაგბის პროგრესი და მას შემდეგ, რაც თავის პიკს მიაღწია, ღირსეულად, რაგბულად წავიდა ნაკრებიდან. კოკერელი ახალ სიმაღლეებს დაგვაპყრობინებს
ცოტნე
მაისაშვილს გადააყოლეს ნაკრები… აქამდე შეეცვალათ შარშან ჯგუფოდანაც გავიდოდით.. ეხლა არ თქვათ უელსს და იტალიას მოვუგეთო.. ეგ ნინიაშვილმა მოიგო თორემ მაგან რა მოიგო… შეილება ვაჭარბებ მაგრამ შეგვეძლო ჯგუფიდან გასვლა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" ჩემპიონია – უდანაკარგოდ სუპერთასზე
"შავი ლომი" | გადამწყვეტი ჯახი "ლუზიტანუშთან" - პირველად თბილისში
რიჩარდ კოკერილი: გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ
"ბორჯღალოსნები" | მზადება გამარჯვებისთვის, სიახლეებთან ერთად
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
"შავი ლომი" | როტაციით "ლუზიტანუშთან"
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავმა ლომმა" სუპერთასზე "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში უშანსოდ სლია
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
"შავი ლომი" | კოკერილის დებიუტი მშობლიურ "ლესტერ თაიგერსთან" შედგება
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"