საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთი 43:5 დაამარცხა.

მატჩი ჩვენი გუნდის იერიშით დაიწყო, ლამაზი კომბინაცია ტაბუცაძის ლელოთი დაგვირგვინდა, რთული პოზიციიდან კი მატკავმ გარდასახვა ვერ გამოიყენა. „ბორჯღალოსნებმა“ წნეხი გააძლიერა, მაგრამ რამდენიმე სახიფათო შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. შემდეგ მატკავამ საჯარიმოდან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, ხოლო ცოტა ხანში ტაბუცაძემ დუბლი მიითვალა, მატკავამ გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა და პირველი ტაიმი 10:0 დასრულდა.

კოკერილის გუნდის დომინაცია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მოდებაძემ ლელო დადო, ხოლო ნინიაშვილმა უზადოდ გარდასახა. ამას დერეფნიდან კარგად აგორებული
მოლი და გორგაძის ლელო მოჰყვა, ნინიაშვილმა ზუსტად ვერ გარდასახა. საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სრულად სჯაბნიდა, საკუთარ ნახევარზე პრაქტიკულად არ უშვებდა, შერკინებაშიც უკეთესად ირჯებოდნენ, დერეფანშიც და შეცვლაზე შესულმა ივანიშვილმა ლელო გაიტანა, ნინიაშვილმა - გარდასახვა. 73-ე წუთზე რუმინელთა პირველი შეტევა ტანგიმანამ ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. მერე ტაბუძაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, აბჟანდაძემ გარდასახა. ბოლოს თაფლაძემაც გაიტანა ლელო,  აბჟანდაძემ ისევ ზუსტად გარდასახა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

17 მარტს, პარიზში ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

2 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო – რუმინეთი 43:5

საქართველო

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 14 /
მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს.აშკარად დაგვეტყო კოკერილის ხელი ყველა კომპონენტში. იმედია პორტუგალიასთანაც დამაჯერებლად მოვიგებთ!
BOSS
17:57 02-03-2024
1
ბრავო კოკერილ! რა ინტენსივობა, რიტმი და დომინაცია შემოგვთავაზეს ბიჭებმა ფაქტიურად მთელი 80 წუთის მანძილზე მართლაც რომ საქებია! აქამდე ერთადერთი მინუსი იყო პირველ ტაიმში დაბალი რეალიზაცია, რაც მოვთვალე 2 ჯერ ხუთმეტრიანში უეჭველი ლელო ხელიდან დაუვარდათ ან გააგდებინეს და ორი ლელო არაზუსტი პასის გამო ვერ დავდეთ, თუმცა მეორე ტაიმში ეგეც დალაგდა. როგორც ყოველთვის წარმატებები ქართულ რაგბს და ჩემპიონობას ველით პარიზში!
ალექს
18:06 02-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული