ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან

AutoSharing Option
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში "ბორჯღალოსნები" 17 მარტს პარიზში, „სტად ჟან ბუინზე" პორტუგალიას ჩვენი დროით 24 საათზე ერკინება.

2000 წლის შემდეგ, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაარსდა, წელს პირველად, ფინალური შეხვედრები ერთ დღეს და ერთ ლოკაციაზე ჩატარდება. 17 მარტს „ჟან ბუინზე“ 4 თამაში გაიმართება:

მე-7 ადგილისთვის ბელგია პოლონეთს ეთამაშება; მე-5 ადგილს ნიდერლანდები და გერმანია გაითამაშებენ; მე-3 ადგილისთვის ესპანეთი რუმინეთს ერკინება; დღის კულმინაცია კი საქართველოსა და პორტუგალიის ფინალური ჯახი იქნება.

"ბორჯღალოსნებმა" ნახევარფინალში რუმინეთი „მიხეილ მესხზე“ უშანსოდ, 43:5 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია
ესპანეთს ლისაბონში დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 33:30 მოიგო. სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და 20:13 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი უპირატესობა ჯარიმით 10 ქულამდე გაზარდეს.

ამის შემდეგ მასპინძლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და 20 უპასუხო ქულა აიღეს. ესპანეთმა ბოლომდე იბრძოლა და 79-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად დრო აღარ დარჩა და პორტუგალიამ 33:30 იმარჯვა.

Sportall.Ge

მეორედ „ჟან ბუინზე“

"ბორჯღალოსნები" პორტუგალიას „ჟან ბუინზე“ მეორედ შეხვდება. პირველად ეს 2020 წელს მოხდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, იმხანად უმაღლეს დონეზე დაბრუნებულმა პორტუგალიამ საქართველოსთან საშინაო მატჩი სწორედ პარიზში, 20-ათასიან „ჟან ბუინზე“ გამართა და ის თამაში "ბორჯღალოსნებმა" 39:24 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შარშან შეიცვალა და პირველი ფინალიც 2023 წელს ესპანეთში, ბადახოსში გაიმართა. საქართველოს მეტოქე მაშინაც პორტუგალია იყო და ჩვენმა გუნდმა მეტოქე პირწმინდად, 38:11 დაამარცხა.

მას შემდეგ პორტუგალიას კიდევ ერთხელ, 2023 წლის მსოფლიო თასზე საფრანგეთში ვეთამაშეთ და ტულუზში ფრეს დავჯერდით – 18:18, რაც მოულოდნელი შედეგი იყო და მას შემდეგ სრულიად ქართული რაგბი რევანშის მოლოდინშია.

დღემდე პორტუგალიასთან სულ 26-ჯერ გვითამაშია და მოვიგეთ 18 შეხვედრა, ფრედ დავასრულეთ 4 და დავთმეთ ამდენივე მატჩი. „ლობუშს“ (პორტუგალიის თიკუნი) "ბორჯღალოსნებთან" 2005 წლის შემდეგ არ მოუგია, თუმცა ოთხივე ფრე ამის შემდეგ დაფიქსირდა, მათ შორის ბოლო ორი 2022 (რაგბი ევროპაზე) და 2023 (მსოფლიო თასზე) წლებში.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პორტუგალია ერთადერთია, რომელიც განვლილი 24 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003-2004 წლების სეზონში (2003-2008 წლებში ჩემპიონი ორი სეზონის ჯამით ვლინდებოდა) თასი მოიპოვა. მთლიანობაში საქართველო ტიტულს 15-ჯერ, რუმინეთი კი 5-ჯერ ფლობდა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
საფრანგეთში ვის აინტერესებს,მათთვის მეორეც არა,მესამე ხარისხოვანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩები?თანაც ერთ სტადიონზე ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება როგორ წარმოგიდგენიათ?მინდორი ისე იქნება გადახნული,ჩვენი თამაშისთვის,მორაგბეებმა სიმინდი შეიტანონ და დათესონ,ის აჯობებს.
სოსო
04 მარტი 2024 22:31
0
გამაგებინეთ, სტადიონზე თანმიმდევრობით ერთ დგეს 4 ტამაში, როგორ შეიძლება? სამი თამაშის შემდეგ, მეოთზე თამაშისთვის სტადიონი რა დგეში იქნება წარმოგიდგენიათ? ვინ ნორმალურმა მოიფიქრა ნეტავ ?
ნიკა
04 მარტი 2024 22:05
0
აქედანაც კარგად ჩანს, თუ როგორ “პატივს” სცემენ საქართველოს და ქართულ რაგბს და ისიც კარგად ჩანს, რომ საქართველოს რაგბის კავშირს არსად სიტყვა არ ეთქმის! თუ ვცდები? ან ჟურნალუსტები რატომ არ უსვამთ კრიტიკულ კითხვებს რაგბის კავშირს, თავზე ასე რომ გვივლიან?! თავმოყვარეობა აღარ გვაქვს?! ან ავჭალის გადახნულ მინდორზე უნდა ეწყობოდეს ნაკრების თამაშები?! ევსი ერი რომ გვინდა მარტო და ვდგავართ და წყალს ვნაყავთ. სირცხვილია!
იმედია, გამოაქვეყნებთ ჩემს კომენტარს!
გიორგი
05 მარტი 2024 00:15
4
ბიჭები აპროტესტებთ აქ ავჭალაზე თამაშები რატომ ტარდებაო და მესხის სტადიონს ავსებს თბილისი? ბათუმს რო მისცეს იტალიასთან თამაში, ამოხტით საცვლებიდან, ნემსი არ ჩავარდებოდა 20000იან სტადიონზე, და ბათუმზე 10ჯერ დიდი თბილისი 25 ათას კაცს ვერ აგროვებთ სტადიონზე.
12 საათი ღამის ცოტა მართლა გადაჭარბებულია, თუმცა ჩემპიონთა ლიგას მაგ დროს უყურებთ მთელი წელი, თანაც შუა კვირაში და იქნებ ერთხელ ბელინგემის ნაცვლად ქართველი ბიჭებისთვისაც გაიტეხოთ ძილი.
შოტლანდიასთან თბილისში 18 საათზე იყო თამაში და პაიჭაძეზე 15 000 ძლივს შეგროვდით. რავა ვერ დაგიმთხვიეს სასურველი დრო და სეზონი თქვენ?
თორნიკე
05 მარტი 2024 01:08
3

მე საერთოდ არ ვცხოვრობ საქართველოში და კარგ დროსაც ვუყურებ. მე საქართველოში მცხოვრებლებზე მაქვს ლაპარაკი და კიდევ ერთხელ: ავჭალის სტადიონზე ნაკრები არ უნდა თამაშობდეს, ხუთი კაციც რომ მოვიდეს. რეგიონშიც უნდა გაიტანონ თამაშები, თუნდაც ქუთაისში
გიორგი
05 მარტი 2024 02:16
1
ფიჯის ვეთამაშებით ისე ბათუმში, ასე გაჟონა ინფორმაციამ
ლექა
05 მარტი 2024 03:43
0
პარიზი რა შუაშია ვერ გავიგე, ვინ მივა საგულშემატკივრიდ? 500 ადამიანი?
???
04 მარტი 2024 20:56
0
სამაგიეროდ ფედერაციის ხალხი ხომ გაისეირნებს ბიუჯეტის ფულით პარიზში და დალევს მერე საქართველოს სადღეგრძელოს. ან თბილისის დროით ღამის 12 საათზე? ყველაფერში იგრძნობა ჩვენდამი დანოჯიდევულება და მერე ვიოცნებებთ 6 ერზე და მაღალი დონის ტესტებზე
გიორგი
05 მარტი 2024 00:31
7
თბილისის დროით კვირას 00:00 საათზე??!! ფედერაციას სძინავს თუ რა ჯანდაბაა ესეთი განრიგი?! შაბათს მაინც ზოფილიზო ცოტა უფრო ადრე რომ ხალხმა უზუროს ან პარიყში ცავიდეს და კვირას უკან დაბრუნდეს! რას აკეთებს ფედერაცია?!
ბესო
05 მარტი 2024 00:45
4
სწორი და მართალი ხარ მაგრამ ჰასობგერა ზ და ყ მართებულად რომ გამოიყენო გავიგებდით რა გინდა, რას ჩივიხარ? იქნებადა რამე ჭვკვიანური თქვი :)))))))))))
Pepelu
05 მარტი 2024 07:40
0
ფედერაცია ჩარტერს თუ აპირებს, დტოზე გაგვაგებინოს/გაგვაგებინეთ! ისე სამარცხვინოს არ ქნას, კასტრათან როგორ მოიქცნენ/ მოიქეცით. წინა დღეს რო დაწერეთ, ქართული დესანტი კასტრშიო
Rezo
04 მარტი 2024 22:41
0
მაგას კი ნუ ფიქრობთ ის იფიქრეთ,რომ ერთი და იგივე სტადიონზე 3 თამაში ჩატარდება და მოედანი რა მდგომარეობაში იქნება იმავე დღეს საფინალოდ?.....
ზურა
05 მარტი 2024 12:23
0
საფრანგეᲗᲨი იმიტომ დანიᲨნეს რომ პორტუგალიის მეზობელია და მაგაᲗი გულᲨემატკივარი ბლომად Ჩავა.იქ მსაჯიც ცოტას წაიცუᲦლუტებს ალბაᲗ და ამას Ჩვენი Შეცდომებიც Თუ დაემატა კარგაᲗ მეყოლე.- ამაზეა გაᲗვლა, რომ როგორმე გვაჯობონ და გაგვაᲩუმონ. ასე რომ ერᲗი ᲗავიᲗ მაᲦლა Თუ არ დავდექიᲗ წასულია Ჩვენი საქმე.
რაᲨია საქმე იცი
05 მარტი 2024 19:50
0
- რევანში გვჭირდება ბიჭებო,მინიმუმ 15 ქულიანი,ენერგიული და მძლავრი დაცვა-შეტევები,
შერკინება და დერეფანში ძლიერად და უშეცდომოდ,რაქ@ი აგრესიულად,მოლის კარგად დამუშავებით...
გლახუნა
05 მარტი 2024 12:54
0
მაგ დღეს პარიზში თუ იწვიმა, მოგვიწევს ტალახში ბურთაობა. რაგბი ევროპას ტვინი არ აქვს. ჩვენი ფედერაცია ან შემიშვნას ვერ უბედავს, ანდა არც ამათ აქვთ საჭირო რუხი ნივთიერება თავში.
გიორგი
05 მარტი 2024 14:43
1

სიახლეები პოპულარული