2024 წელი ქართული რაგბის ქომაგებისთვის "ზედმეტად ცხელი" იქნება. "ბორჯღალოსნებს" ერთიმეორის მიყოლებით სამი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელის – აქედან ერთი საქართველოში!

უკვე ვწერდით, რომ 13 და 20 ივლისს ტიერ1-ის გუნდებს – იაპონიას და ავსტრალიას, სტუმრად ვერკინებით. 13 ივლისს საქართველო იაპონიაში, სენდეიში "საკურებს" ეთამაშება, ერთი კვირის თავზე კი სიდნეიში "ვოლაბებს" დაუპირისპირდება (პირველად მსოფლიო თასს მიღმა).

ტურნეზე გამგზავრებამდე, 12-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ფიჯი მეორედ ჩამოვა. 5 ივლისს მას ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" ვუმასპინძლებთ და გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე, "ბორჯღალოსნები" "მფრინავებთან" მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

აქამდე ფიჯისთან 7-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით კუნძულელებს დადებითი ბალანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ 7 მატჩიდან 4 ნეიტრალურ მიედანზე გაიმართა, ორი ფიჯიზე და მხოლოდ ერთი საქართველოში, თბილისში. ეს 2012 წელს მოხდა. მაშინ ფიჯის ისტორიაში პირველად დავუპირისპირდით და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ "მიხეილ მესხზე" 24:19 იმარჯვა.

2016 და 2018 წლებში ფიჯის ორჯერ ვეწვიეთ. პირველ შემთხვევაში საქართველომ სრულფასოვანი რევანში აიღო, მეტოქეს ლელო არ გაატანინა და „მფრინავები“ 14:3 დაამარცხა. ორი წლის შემდეგ კუნძულელები სუვაში უკეთ გამოიყურებოდნენ და 37:15 გაიმარჯვეს.

მომდევნო ოთხი თამაში ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართა და მათგან ორი მსოფლიო თასის ეგიდით შედგა. 2019 წელს იაპონიაში კუნძულელებმა ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით, 45:10 გაიმარჯვეს. 2020 წელს, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, ფიჯის შემოდგომის ერთა თასზე ედინბურგში, შოტლანდიაში შევხვდით და უპირატესობა კვლავ მეტოქის მხარეს იყო – 38:24.

ერთი წლის თავზე ფიჯისთან ტესტ-მატჩს ესპანეთმა, არანხუესმა უმასპინძლა და ამჯერად გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მართალია, მეტოქეს ლელო ვერ გავუტანეთ, თუმცა გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა – 15:15.

2023 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრას ბორდომ (საფრანგეთი) უმასპინძლა. ლელო ვერც ამჯერად გავიტანეთ. მოვიგეთ პირველი ტაიმი და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მცირედი სხვაობისთვის მხოლოდ ნუგეშ-ქულას დავჯერდით – 12:17. თამაში იმდენად დაძაბული და დამღლელი აღმოჩნდა, რომ ფიჯელ მორაგბეებს გამარჯვების აღსანიშნავად ენერგია აღარ შერჩათ და დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო მედია ამ ფაქტზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა.

მთლიანობაში, ფიჯი დავამარცხეთ მხოლოდ ერთხელ, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, 5 შემთხვევაში კი მეტოქემ იმძლავრა. გავიტანეთ 8 ლელო და 109 ქულა, თავად კი 25 ლელო და 179 ქულა მივიღეთ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" "ბორჯღალოსნები" ისტორიაში მეორედ ითამაშებს. პირველად 2022 წლის ზაფხულში იტალიას ვუმასპინძლეთ და ტიერ1-ის გუნდთან პირველი, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ – 28:19. იმედია, ბათუმი "ბორჯღალოსნებისთვის" ამჯერადაც ფეხბედნიერი აღმოჩნდება და ფიჯისთან 8-წლიანი პაუზის შემდეგ მეორე გამარჯვებას ვიზეიმებთ.

Rugby.ge

აბგდ
აქ უნდა გადავტეხოთ მფრინავი ფიჯელები!!!!!!
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ბიჭები ვართ და მოვდივართ! ბიჭები ხართ და დაგვხვდითო!
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან განწყობა საბრძოლოა - პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს