განვლილი 6 თამაშიდან სამი თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართა, ორჯერ იაპონელებმა გვიმასპინძლეს, ერთი შეხვედრა კი ნეიტრალურ მოედანზე შედგა. 6-იდან 5 მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო საქართველომ ერთადერთხელ, 10 წლის წინ გაიმარჯვა.
იაპონიას პირველად 2006 წელს ოსაკაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა 32:7 მოიგეს. 2012 წელს აზიელები "მიხეილ მესხზე" გვეწვივნენ და ბოლო წუთზე აღებული 3 ქულით 25:22 მოიგეს. 2014 წელს იაპონელებს კვლავ "მესხზე" დავუხვდით და ამჯერად 35:24 გავიმარჯვეთ.
მომდევნო წელს
განვლილ 6 თამაშში "ბორჯღალოსნებმა" გაიტანეს 11 ლელო და 96 ქულა, თავად კი 17 ლელო და 150 ქულა მიიღეს.
მიმდინარე ზაფხულში საქართველოსთან თამაში იაპონიისთვის მეოთხე იქნება. აზიელებმა სამივე თამაში საკუთარ მოედანზე გამართეს. 22 ივნისს მათ ინგლისს უმასპინძლეს და 17:52 დამარცხდნენ, რასაც "მაორი ოლ ბლექსთან" ორ-მატჩიანი სერია მოჰყვა. 29 ივნისს ახალზელანდიელებმა მასპინძლებს 36:10 აჯობეს, 6 ივლისს კი იაპონელებმა რევანში აიღეს – 26:14.
Rugby.ge