10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იაპონიის ქალაქ სენდაიში რაგბის ტესტ მატჩში საქართველოს ნაკრებმა იაპონია 25:23 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" იაპონელებს 10 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორდ სძლიეს.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 18:13 მოიგო, შესვენების შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ (23:18), თუმცა მერე ჯავახიამ ლელო გაიტანა, მატკავამ ზუსტად გარდასახა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან მარცხის შემდეგ ძლიერ მეტოქეს მოუგო და ერთ კვირაში გასვლაზე ავსტრალიას შეხვდება.

3 ივლისი. სენდაი (იაპონია). „იურტეკ სთედიუმი“

იაპონია -
საქართველო 23:25

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12.
გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.);

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

3 ლელო: კარკაძე, ალანია, ჯავახია

2 გარდასახვა: მატკავა

2 ჯარიმა: მატკავა

1 სინბინი: კვესელაძე

მკითხველის კომენტარები / 27 /
Ფიჯის თამაშზეც ვთქვი რომ მწვრთნელსაც და ბიჭებსაც დრო სჭირდებათ შედეგის დასადებად. Მეტი მუშაობაა კიდევ საჭირო ჰაერში თამაშზე, სიჩქარეებზე და გამძლეობაზე და ბევრ ტოპ 10 გუნდს დავდებთ ბეჭებზე. Უფრო სწრაფი რაგბის თამაშს ითხოვს მწვრთნელი და ისეთ დონეზე ავალთ 6 ერი იქით შეგვეხვეწება
Ვისტი
16:09 13-07-2024
4
გილოცავთ და მადლობა ყველას.. ცოტა უცნაური კია საოცარი შევსება მოდის უმეტეს სათამაშო რგოლებში და მიუხედავად ამისა ვეტერანებს ვერ ველევით, კვესელაძე ერთ სასარგებლოდ იმოქმედებს და სამ-ოთხჯერ უხეშად ცდება, ეს არაერთხელ მოხდა უკვე... დიდი პატივისცემის მიუხედავად შეუცვლელი არავინ უნდა იყვეს.. წარმატებები
rable
16:13 13-07-2024
4

სიახლეები პოპულარული