"ბორჯღალოსნების" 4 ლელო და კარგი მეორე ტაიმი - საქართველო ტესტ-მატჩში ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 10:26 წააგეს, თუმცა მეორე ნახევარში მატჩის სურათი მთლიანად შეიცვალა და ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აკაკი ტაბუცაძის ლელო გამოდგა, "ბორჯღალოსნების" გარემარბმა მეორმოცე სანაკრებო ლელო მიითვალა, აკამ ულამაზესი მომენტი შემოგვთავაზა და მეტოქესთან სხვაობა ორ ქულამდე შემცირა, თუმცა 56-ე წუთზე მეტოქისგან კვლავ ლელო მივიღეთ და უპირატესობა კვლავ ავსტრალიელთა მხარეს გადავიდა. 

საბოლოოდ, "ბორჯღალოსნები" ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდნენ.

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია

საქართველო

ხაზი:
15. დავით
ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), , 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მკითხველის კომენტარები / 34 /
წაგება ცუდია, მაგრამ მაინც კარგი თამაში იყო! სწორედ ასეთი მატჩების ხარჯზე უნდა გავიზარდოთ! ისიც კარგად მომეხსენება, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ რეალობის გრძნობა არ უნდა დავაკარგოთ. ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ
ჩვენ ავსტრალიის წინააღმდეგ ოთხი ლელოს დადებას შევძლებდით? თან როგორი ლელოების?ფაქტი კი მართლაც ჯიუტია, წინსვლა გვაქვს და თუ ასე გავაგრძელებთ, არც ის დრო აღარ არის შორს, როცა ასეთ გრანდებსაც დავდებთ ბეჭებზე. ჩვენი 20 წლამდელების შემხედვარე ნაღდად მაქვს ამის იმედი. ბიჭებს კი უღრმესი მადლობა დღევანდელი ბრძოლისა და თავგანწირვისათვის.
Sabagio13
23:43 20-07-2024
0
კარგები ხართ ლომებო! გენაცვალეთ ჯიგარში! თქვენი შემყურე მჯერა რომ მაგათი მოგების დროც მოვა! დიდ გუნდებთან დიადი გამარჯვებების დროც მოვა!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული