"ბორჯღალოსნები" | რიჩარდ ქოქრილი: საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში სულ სხვა შეგრძნებაა

AutoSharing Option
ნოემბრის სანაკრებო სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ბორჯღალოსნებიც აქტიურ მზადებას იწყებენ. 27 ოქტომბრიდან საქართველოს ნაკრები პარიზში შეიკრიბება და მსოფლიო რაგბის მე-9 დებულების თანახმად, სამდღიან შეკრებას გაივლის.

შემოდგომის ტესტების წინ რიჩარდ ქოქრილის გაფართოებულ შემადგენლობაში 36 მოთამაშეა - 21 მორკინალი და 15 ხაზის. მათგან ხუთს ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშია - ნიკოლოზ სუთიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი შველიძე, ამირან შვანგირაძე და დაჩი პაპუნაშვილი.

„ჩვენი ბევრი მორაგბე საფრანგეთში თამაშობს. მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. ასევე გვყავს ‘შავი ლომის’ მოთამაშეები. ყველა კარგად ემზადება, რათა
თამაშებისთვის საუკეთესო ფორმაში იყვნენ“.

„27 ოქტომბერს სამი დღით შევიკრიბებით პარიზში, სადაც ყველა მოთამაშე ერთად გვეყოლება. ზაფხულის ტესტების შემდეგ სრული შემადგენლობით ჯერ არ შევკრებილვართ. შემდეგ მოთამაშეები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და უშუალოდ ოლ ბლექს XV-თან სათამაშო კვირაში უკვე მონპელიეში შევიკრიბებით“ - ამბობს მთავარი მწვრთნელი და განაგრძობს:

„ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვიმუშავებთ. ცხადია, ჩვენი დერეფანი უნდა გამოვასწოროთ. ტრადიციულად კარგი შერკინება გვყავს, თუმცა მეტად გაუმჯობესება გვჭირდება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების კარგი ნაზავი. დაბალანსება კი, სამუშაო პროცესის ნაწილია. ჩვენ გვინდა ახლავე მოვიგოთ, უკვე ვთამაშობდეთ უკეთესად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მეტად განვავითაროთ ახალგაზრდა მოთამაშეები ავსტრალიისთვის (2027 წლის მსოფლიო თასისთვის)“.

ქოქრილის თქმით, გუნდი ზაფხულის ხაზს გააგრძელებს ნოემბერშიც და ლაღი თამაშის ჩვენებას ეცდება:

„ზაფხულში რამდენიმე ფენომენალური ლელო გავიტანეთ, განსაკუთრებით იაპონიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ. ჩვენ მოგვწონს ასეთი ლაღი და სანახაობრივი თამაში. აკა (აკაკი ტაბუცაძე) და ნინი (დავით ნინიაშვილი) განსაკუთრებული ნიჭის მქონე მორაგბეები არიან. ისინი ისეთ მომენტებს ქმიან, რასაც სხვა მოთამაშეები ვერ ახერხებენ. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მთლიანობაში გუნდის განვითარება, თუმცა ამავდროულად ვეცადოთ, რომ თამაშები მოვიგოთ“.

მეტოქეების შესახებ


შემოდგომის ტესტებს ბორჯღალოსნები 10 ნოემბერს მონპელიეში, ოლ ბლექს XV-თან მატჩით ხსნიან; 17 ნოემბერს იტალიას გენუაში ეწვევიან; ხოლო 24 ნოემბერს ტონგას თბილისში, „მიხეილ მესხზე“ დაუხვდებიან.

მომავალი თამაშების შესახებ რიჩარდ ქოქრილმა განაცხადა:

„ოლ ბლექს XV-თან თამაშის დონე ნებისმიერი ტესტ-მატჩისთვის შესაშური იქნება. ამ პერიოდში ზელანდიის პირველი ნაკრები ევროპაში თამაშობს და გუნდი, რომელიც ჩვენ დაგვიპირისპირდება (ოლ ბლექს XV) მეტ წილად იმ მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული, ვინც პირველ ნაკრებში ვერ მოხვდება. ამ მომენტისთვის მათი 9 მოთამაშე პირველ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. შესაბამისად, რთული თამაში გველის“.

„ეს ჩვენი ფიზიკური გამძლეობისთვის კარგი ტესტი იქნება. ის სისწრაფეები, რომლითაც ახალი ზელანდია თამაშობს, ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება. თუმცა ეს ის თამაშია, რომლის მოგებასაც ნამდვილად ვეცდებით“.

„რა თქმა უნდა, 6 ერის ირგვლივ საუბრებიდან გამომდინარე, ჩვენსა და იტალიას შორის დიდი (სარაგბო) დაპირისპირება ჩამოყალიბდა. 2022 წელს ბათუმში იტალიის დამარცხებით, უდაოდ დიდი განაცხადი გავაკეთეთ იმ მიმართულებით, თუ სად ვართ ახლა გლობალურ დონეზე. ვაჩვენეთ, რომ პოტენციურად ვიმსახურებთ 6 ერში შესვლის შესაძლებლობას. როგორც მანამდე ვთქვი, ჩვენ ყოველთვის მოგებისთვის ვთამაშობთ. კი, იტალიასთან თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გუნდურად განვითარება“.

„რაც შეეხება ტონგას, უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვიყვარს საქართველოში თამაში. ჩვენ გვიყვარს ის, რომ საქართველოს და ჩვენს გულშემატკივრებს წარმოვადგენთ. სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც საკუთარ კედლებში, საკუთარიგულშემატკივრების წინაშე თამაშობ“.

„ტონგელები დიდები და ფიზიკურები არიან, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საქართველოც დიდი და ფიზიკური გუნდია. მოდი ვთქვათ, რომ ზედიზედ ორი რთული თამაშის შემდეგ, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქომაგებსა და მსოფლიოს ვანახოთ რა არის ქართული რაგბი და რას ნიშნავს ჩვენთან სათამაშოდ ჩამოსვლა“.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის

შერკინება:
ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15 კეპი), გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6); ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20 ქულა), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი); ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 8, 5); ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 19, 5), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6), ბექა შვანგირაძე (ლიონი, 3);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 35), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5); თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145); გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), გიორგი შველიძე (ბრივი); სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი); დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32, 68), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 1).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
მსგავსი პიარ ჟურნალისტიკა რაგბის საიტს რომ აქვს არ მინახავს. ედებათ ახლა ნინიაშვილი რამდენიმე კვირა (შემდეგ მატჩამდე, რომელსაც ერთ პატარა სტატიას მიუძღვნიან). არადა დაიწყო ახალი ტესტ სერიები - მაგ. ზელანდიამ მოუგო ინგლისს და სხვ. სამაგიეროდ სპორტალზე ყოველ შემოსვლაზე ათი ახალი კვარა დევს... საოცარი "პროფესიონალიზმია" !
S.K.K.
03 ნოემბერი 2024 11:24
0
რაგბიმ და კალათბურთმა ძალიან მოუკლო სამწუხაროდ….
Star lord
31 ოქტომბერი 2024 15:36
4
ის რატომ არ არის, ან ეს რატომ არ არის???
სხვა სტატიებსაც თუ გაეცნობით რაგბის თემებზე, ნახავთ რომ ზოგიერთ წამყვან მორაგბეს ტრავმა აწუხებს, ზოგიერთს დისკვალიფიკაცია აქვს უკვე რამდენიმე თვეა და ახლა არ უნდა კითხულობდეთ, ზოგიერმა კი საკლუბო კარიერას მიანიჭა უპირატესობა, ვიდრე ტესტებზე გამოსვლას, ხოლო ზოგიერთ ახალგაზრდას კი აცლიან ფრანგულ კლუბში განვითარება/ფეხის მოკიდებას და ა.შ.

ასე, ერთ სტატიაში ყველაფერს ვერ ჩამოწერენ ამდენ კარგ მორაგბეზე და ამიტომ მეც არ მოვიხსენიე კონკრეტული გვარებით, ვის რა მიზეზი აქვს გაფართოებულ რაზმში არ მოხვედრით. მითუმეტეს ბევრი კიდევ გამოაკლდება უშუალოდ თამაშების წინ.
თამაზ პეტრიაშვილი
28 ოქტომბერი 2024 11:38
5
ჩემო კარგო, ბევრი რამ მართლაც წერია და კითხვა ხშირად უადგილოა ხოლმე, მაგრამ ბევრი რამ ბურუსითაა ხოლმე მოცული და ამაზე პასხუი უნდა იყოს. ასე არ შეიძლება. თუ ვინმეს კლუბთან აქვს შეთანხმება, სხვა მოკვეთილია, მესამე დასჯილია და ა.შ. გულშემატკივარმა უნდა იცოდეს. ამაზე საუბარი
რეზო
31 ოქტომბერი 2024 15:48
1
შარიქაძე და მოდებაძე რომ საერთოდ გაქრენ ნაკრებიდან და არავის არაფერი კომენტარი არ გაუკეთებია ამას თითქოს მიგვაჩვიეს... ახლა კიდევ გოგიჩაშვილი,გიგაშვილი,გორგაძე...გასაგებია რომ კონკურენციაა ნაკრებში და კარგია ეს,მაგრამ ასეთი მაღალი დონის მოთამაშეები იმის ღირსი მაიც არიან რომ ვინმემ არყოფნის მოზეზი თქვას და გულშემატკივარს აუხსნას რამე.წარმატებები ნაკრებს....
დავითი...
26 ოქტომბერი 2024 12:07
3
შარიქაძეს და მოდებაძეს , როგორც ვიცი დიდი დისკვალიფიკაციები არა აქვთ და 1 წელში დაბრუნდებიან, თუმცა გეთანხმებით, კომუნიკაცია როდესაც არ გაქვს გულშემატკივართან ეს ძალიან ცუდად განაწყობს შენ მიმართ. ასე იყო მაისაშვილის დროს და ასეა ახლაც სამწუხაროდ. გიგაშვილის საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს და იმიტომ არაა, გორგაძემაც მიიღო ტრავმა ( მსუბუქი) წინა ტურში. აი , გოგიჩაშვილზე ნამდვილად ვალდებულები არიან ჟურნალისტები ერთი კითხა მაინც დასვან!!!!!!!! ჩემ საყვარელ ბურჯების კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება, რადგან სტატიკაში ვერ არის დომინანტი, მაგრამ ღია თამშში ძალიან კარგია და ამ პირობებში ასე აუხსნელად არგამოძახება დანაშაულია! აგერ, დღესაც რასინგის ძირითადშია, სხვათშორის გია ხარაიშვითან წყვილში. ხარაიშვილის გამოცდაც აუცილებელია კიდევ. თუ რამე შეთანხმება აქვთ კლბებთან ან მორაგბეებთან, გვითხრან და დავწყნარდებით! არ არის გოგიჩაშვილი ჩამოსაწერი კაცი, როდესაც იწვევ მაგალითად მამაიაშვილს ( ჩემი პატივისცემა მას), რომელიც პოტენციურად ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ დღეს პრო დ 2 ის მარქქაფის მოთამაშეა, გოგიჩაშვილი კიდევ ტოპ 14 ს გრანდის ძირითადის. პ.ს. აბრამიშვილსაც ტრავმა აქვს სამწუხაროდ. მეორე ხაზზზე რომ გადავიდეთ, კოტეს ხაზი გადავუსვით? თუ ასაკის პოლიტიკის ამბავია, ვიმსახურებთ ვიცოდეთ და იმსახურებს ნაკრებიდან გაცილებას. ეგეთი მეორეხაზელი არ გვყოლია! მესამე ხაზში საკამათოა, რადგან დიდი სხვაობა არაა და გემოვნების ამბავია,მე სანდერაშვილს და ცუცქირიძეს იაშაღაშვილი მირჩევნია. ერთი კიდევ საინტერესოა, რატომ პერანიძედა არა ალანია? თუმცა აქაც არაფერი განსაკუთრებული. დღეს ერთი სჯობს, ხვალ მეორე. თან წესით ორივე მესამე ნომრად იქნება უფრო. დანარჩენი კარგია. კიდევ ერთხელ ვამბობ, შემადგენლობაზე პასუხისმგებელი მწვრთნელია, მაგრამ აუცილებელია გულშამაკტკივრებთან კომუნიკაცია და ისეთ მყვირალა კიტვაზე პასუხის გაცემა, როგორიცაა, რატომ არა გოგიჩაშვილი! ზუტად ისე, როგორც მსოფლიოზე, რატომ არ იყო კარკაძე! როდესაც სამი ჰუკერი იყო შავი ლომიდან. იმედია ესეც მაისაშვილივით ვირზე არ შეჯდება და დაგველაპარაკება
რეზო
26 ოქტომბერი 2024 17:30
1
რა ხდება მართლა, ბევრი არ არი შემადგენლობაში ისეთი ვინც უეჭველი ძირითადის მოთამაშეა, რატომ არავინ არაფერს ამბობს? საყრუვეთია თუ რა ხდება ჩვენს თავს?!
ბს
26 ოქტომბერი 2024 08:01
0
შარიქაძე სად არის? რატომ არ სჩანს საერთოდ. არც იფორმაცია ვრცელდება მის შესახებ.
ქომაგი
25 ოქტომბერი 2024 23:12
0
დისკვალიფიკაცია, სავარაუდოდ რამოდენიმე წლით, მასსა და მირიან მოდებაძეს დოპინგთან დაკავშირებით.
გიორგი
26 ოქტომბერი 2024 12:19
0
გოგიჩაშვილი და გორგაძე რატომ არ არიან? ტრამვა აქვთ? გოგიჩაშვილი წინა კვირის სიმბოლურში შეიყვანეს. გორგაძე თითქმის ყოველ მატჩში ლელოს დებს. კიდევ სხვებიც არ არიან შერკინების ხაზში . . ყველა დაიმტვრა?
ანდრო
25 ოქტომბერი 2024 21:12
0

სიახლეები პოპულარული