დიდებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემოდგომის ტესტ-სერიის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე იტალიასთან 17:20 დამარცხდა.

მოიგერია რა მეტოქის სასტარტო იერიშები, ჩვენმა გუნდმა იქით შეუტია, თანაბარი თამაში წავიდა და მასპინძლებმა საჯარიმოთი დაწინაურება მოახერხეს, რასაც ქართველების შესანიშნავი კომბინაცია და „ბორჯღალოსნების“ რიგებში ტაბუცაძის მეორმოცე ლელო მოჰყვა, მატკავამაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა. იტალიამ საჯარიმოთი ანგარიში მალევე შეამცირა. თუმცა მატკავამ ოთხქულიანი უპირატესობა საჯარიმოდან აღადგინა. შემდეგ ჩინებულად მოასპარეზე ნინიაშვილმა გარღვევა განახორციელა და ლობჟანიძემ ლელო გაიტანა. მატკავა გარდასახვისას ისევ უზადო იყო. ბოლოს ნინიაშვილმა მეტოქეს ნაღდი ლელო არ დაადებინა და პირველი ტაიმი 17:6 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი „აძურას“ გააფრთებული, მრავალფაზიანი შეტევებით დაიწყო, შედეგად საჯარიმო ლელოთი სხვაობა შეამცირეს და ტაბუცაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. მერე იტალიამ ლელო-გარდასახვით წინ გასვლა შეძლო. ცოტა ხანში მათ საჯარიმო ვერ გამოიყენეს. მუდმივად თავდაცვით საქართველოს ნაკრების მორაგბეებს დაღლა დაეტყოთ, ვიზავის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ და მარცხი განიცადეს.

"ბორჯღალოსნები" მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს ტონგასთან თბილისში ჩაატარებენ.

გენუა. "ლუიჯი ფერარი"
იტალია - საქართველო 20:17
საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.

alt"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან

მკითხველის კომენტარები / 21 /
მე 2 ტაიმი მწვრთნელის ანალიტიკის შედეგია ყველა სპორტში
სოსო
01:14 18-11-2024
0
თავზარდაცემული ვარ შედეგით ( ამ შოკიდან გამოსვლას კაი ხანი დაჭირდება. წარმომიდგენია, ბიჭებს რა ჭირთ ( საინტერესოა, თუ იქნება სადმე დეტალური და პროფესიონალური განხილვა, რატომ გავემართა ეს? მე რასაც ვხედავ, ეგაა რომ ცვლილებები ძალიან დააგვიანა. არ შეიძლება შენს 22 ში გაატარო მთელი თამაში და არ დაიღალო!!! პირველ რიგში ივანიშვილი იყო შემოსაყვანი და მგონია, რომ უფრო სპანდერაშვილის ნაცლად და არა ცუცქირიძის. კრაკაძეს სიქა გაძვრა და ან თვითონ რატომ მოკლა მოედანზე ან ნიორაძეს რატომ არ აღირსა გამოყვანა? თედომ რა დააშავა, ვერ გავიგე? ფანტასტიურ ფორმაშია თან. მსაჯებმაც ჩემი აზრით, განსაკუთრებით შერკინებაში რამდენჯერმე არასწორად დაინახეს. ერთი კიდევ მინიმუმ მახსენდება, ძალიან დიდ ხანს აცალა და ჩვენ ეგრევე გვისტვენდა იგივეზე ბურთზე თამაშზე. კულმინაცია, რა თქმა უნდა ყვითელი და ტექნიკური ლელო იყო. ნეტავ იმათ თუ გაუკეთებდა იგივეს? ყველაზე ურასეი ისაა, რომ ეს სამარცხვინოე ჩასაფრებული უცხოელი კომენტატორები, თითქმის ყველა ერთხმად იმას იძახის, რომ მაინც ბევრი გვაკლია ამ დონზე სათამაშოდ. არადა რა? 3 ქულა წავაგეთ, ვბოლოს და ბოლოს და დარწმუნებული ვარ, ისიც გამოუცდელობის გამო. თავად იტალიამ რა ქნა წინა თამაშში? ან უელსმა ავსტრალიასთან? ან და 25 წელია 6 ერში რომ თამაშობ და უარსიში 2 ფრანჩიზა გყავს და ტესტებზე მთავარი თამში საქაღტველოსთან გაქვს და არა არგენტინასთან ან ზელანდიასთან, ამით ყველაფერია ნათქვამი!
რეზო
22:39 17-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული