შეგახსენებთ, საქართველო წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატს, რომელიც ასევე ავსტრალიაში გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, ხვალ, 1 თებერვალს შვეიცარიასთან მატჩით იწყებს. თამაში "ავჭალაზე" 16 საათზე დაიწყება.
"მოთამაშეების უმეტესობა ორშაბათს შემოგვიერთდა და მოკლე მოსამზადებელი კვირა გვქონდა, თუმცა კარგად ვივარჯიშეთ და თამაშისთვის მზად ვართ. შვეიცარია ამ დონეზე პირველად თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ მას პატივისცემით ვეპყრობით, დიდი ანგარიშით გამარჯვებას ველით.
მსოფლიო თასამდე დარჩენილ
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). საქართველო შვეიცარიას ერთადერთხელ, 31 წლის წინ ეთამაშა და მაშინ სტუმრად მინიმალური სხვაობით, 22:21 გაიმარჯვა. რაც შეეხება მსოფლიო თასის საგზურს, მას რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხი ნახევარფინალისტი მიიღებს, მეხუთე გუნდი კი რეპეშაჟში ჩაერთვება.
Rugby.ge