"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ნიდერლანდები 40:7 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური.

"ბორჯღალოსნებმა" თავიდანვე დომინანტურად დაიწყეს და მეტოქე პირველ ტაიმში 16:0 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრების უპირატესობა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს.

შეგახსენებთ, პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიას 110:0 მოუგო, შემდეგ მატჩს კი 16 თებერვალს მადრიდში ესპანეთთან ჩაატარებს.

ტურნირის ნახევარფინალები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალები კი 15-16 მარტს.

საქართველო - ნიდერლანდები 40:7

თბილისი. "ავჭალა"

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი),
13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა:
16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

altრაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ ორი გამარჯვებით,უკვე გავინაღდეთ მსოფლიოს თასის საგზური,თუმცა ასეთი დონის გუნდებთან გამარჯვებას დიდი ფასი აღარ აქვს და ეს,ჩვენ ბიჭებსაც ეტყობათ.თუ შავმა ლომმა უფრო სერიოზულ ტურნირზე გამოსვლის უფლება ვერ მოიპოვა,უკვე აშკარაა, რომ სადაც გამოდიან,იქ ჩატარებული სერიოზული თამაშების რაოდენობა,ძალიან მცირეა და სპორტსმენთა პროგრესისათვის არასაკმარისია.
ჰოლანდიელებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს,ვიდრე ადრე,მაგრამ მხოლოდ დაცვაში და მაინც ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა.ძალიან ცხადად ჩანდა ჩვენი ნაკლოვანებებიც,რომელიც წლიდან წლამდე გრძელდება.სპეციალისტებმა რა თქმა უნდა უკეთესად იციან,მაგრამ ვფიქრობ,შვიდკაცა რაგბი ძალიან ფართოდ თუ არ დავნერგეთ,ხელის ტექნიკაში არსებულ პრობლემებს,თავს ვერ დავაღწევთ.ეგეც არ იყოს,შვიდკაცა რაგბი,გაცილებით უფრო დემოკრატიული და სახალისო სათამაშოა.
სოსო
22:10 08-02-2025
0
ამ ჭ კლასის ნაკრებებს როდის უნდა გავცდეთ შვეიცარია ჰოლანდია ბელგია რა მუღამი აქ ესეთ ნაკრებებთან თამაშს ტოპ 10 ნაკრებებს რო მოუგებთ მერე იქნება სასიხარულო
barcamania
21:20 08-02-2025
0

სიახლეები პოპულარული