რაგბი ევროპა | ხუთი დანაკლისით ესპანეთში

AutoSharing Option
დღეს "ბორჯღალოსნები" მადრიდში ჩავიდნენ, სადაც 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ესპანეთს 16 თებერვალს, საქართველოს დროით 15:45 საათზე შეერკინებიან.

ნიდერლანდებთან (40:7) მატჩის შემდეგ მცირე ტრავმები აქვთ და ესპანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ: ლუკა მატკავა, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია და ამირან შვანგირაძე, ხოლო ბექა გორგაძემ წითელი ბარათი მიიღო, დისკვილიფიცირებულია და შეკრება დროებით დატოვა.

უკვე ვწერდით, რომ მათ ნაცვლად შეკრებას შეუერთდნენ იოანე იაშაღაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და იოანე მეტრეველი.

ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და, 1 ან 2
მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ესპანეთი სრული შემადგენლობით დაგვხვდა,ამ შემადგენლობას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.მატკავას და ერთბაშად მთელი მესამე ხაზის იძულებითი შეცვლა,საკმაოდ მოგვიშლის სათამაშო კავშირებს.მეორე მხრივ,ეს შესაძლოა უკეთესიც იყოს.სერიოზულ ბრძოლაში მიღებული გამოცდილება,ახალგაზრდებისათვის ძალიან ფასეულია.წესით,მაინც უნდა ვაჯობოთ.პრინციპში ნახევარფინალშ ისედაც გასულები ვართ და ამის მომდევნო ორი თამაშის მოგებაც პირველ ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს,მაგრამ არ შეიძლება რაგბი ევროპის რომელიმე ნაკრებმა დაგვამარცხოს და ამით სამომავლოდ ჩვენი ძლევის იმედი მიიღოს.ჩვენ ბიჭებს მაგარი დამუხტვა სჭირდებათ და ზოგიერთ მათგანს,ჟურნალისტებისაგან კრიტიკა რომ სწყინს,დაე ისე ითამაშონ,რომ გასაკრიტიკებელი არაფერი იყოს.დამიჯერეთ ბიჭებო,კარგი თამაში,საუკეთესო პასუხია კრიტიკის წინააღმდეგ.
სოსო
22:22 14-02-2025
1
მე კი მეგონა საქართველოს რაგბისტთა ნაკრებში უძლიერესი რაგბისტები ირიცხებიან. გამოდის რომ გვყავს მეორე ხარისხოვანი მოთამაშეებიც?
ჟორა გაბრიჭიძე
11:20 15-02-2025
0

სიახლეები პოპულარული