მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 46:28 დაამარცხა.

სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და 13:5 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ჩვენმა გუნდმა, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა, თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა და პირველი ტაიმი 17:16 მოიგო. შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველი მორაგბეები უკვე დომინირებდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

სამ-სამი ლელო ტაბუცაძე და კარკაძემ, თითო-თითო კი აბულაძემ და ლობჟანიძემ გაიტანეს. ტაბუცაძე 50 ლელოთი მსოფლიოს მელელოვეთა ექვსეულში შევიდა და ლეგენდარულ ანდერვუდს გაუთანაბრდა!

"ბორჯღალოსნები" ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მეჩვიდმეტედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებულები.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო - ესპანეთი 46:28
საქართველო

ხაზი:
15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლობჟანიძის ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ, ნინიაშვილის დადებული ლელო რატომღაც გაუქმდა,იტალიელი მსაჯის მიერ გამოგონილი დარღვევის გამო! რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოსების დავალებით ხდება, ფინალურ მატჩს მეტი დაძაბულობა რომ ჰქონდეს.
....
00:40 17-03-2025
0
საქართველოს მორიგი გამარჯვება და თან დამსახურებული, ყველასათვის მოსალოდნელი იყო და არაფერი იყო მანდ გასაკვირი ან გასარკვევი. ვულოცავ და გილოცავთ გულით ყველას ამ გამარჯვებას!

ჩემს ამ კომენტარში, კი მინდა ავღნიშნო ესპანეთის პროგრესი. ძალიან ვქომაგობ ამ მეორე ეშელონის ქვეყნებს და მიხარია როცა, პორტუგალიის და ესპანეთის ასეთ პროგრესს ვხედავ. ჩვენ რომ ზელანდიასთან ასე ვიბრძოლოთ როგორ ესპანეთმა დღეს ჩვენთან, აუცილებლად წარმატებად ჩავთვლიდით. რუმინეთმა კი ჩაყვინთა მაგრამ მინდა რომ ისევ მოუმატონ.

ამ 6 ერის ლოდინში 2 თაობა დავბერდით უკვე და გვირაბის ბოლოს სინათლე ჯერ კიდევ არ ჩანს.

ესპანეთი
21:51 16-03-2025
0

სიახლეები პოპულარული